ტესტები
ბუნება- III კლასი-2012 წელი
მათემატიკა - III კლასი
1)
ბუნება- III კლასი-2012 წელი
1)რა ჰქვია ვარსკვლავებიან
ცას?
ა)გალაქტიკა ბ)მეტეორიტი
გ)თანავარსკვლავედი
2)როდის არის ჩრდილი
ყველაზე მოკლე?
ა)დილით ბ)შუადღისას
გ)საღამოს
3) ჩამოწერე სიცოცხლის
ნიშნები:
4)გაანაწილე ცხოველები
ცხრილში კვების მიხედვით:
ირემი კურდღელი მგელი
ღორი
მელა ლომი
ზღარბი დათვი ჟირაფი
ბალახისმჭამელი
|
ხორცისმჭამელი
|
ნაირმჭამელი
|
5)ჩამოწერე სუნთქვის
ორგანოები:
6)ჩამოწერე, რით
მოძრაობენ ცოცხალი ორგანიზმები:
7)რა ჰქვია ყვავილის
ტკბილ წვენს?
ა)ბადაგი 2)ნექტარი 3)ნესტარი
8)რით ხდება ყვავილების დამტვერვა?
9)რა ჰქვია თევზის
კვერცხს?
ა) თავკომბალა ბ)ლიფსიტა
გ)ქვირითი
10) დააჯგუფე ცხოველები
ცხრილში გამრავლების
მიხედვით: ბაყაყი,
თაგვი, დელფინი, გველი, არწივი,
ირემი, ძაღლი, ვეშაპი, თევზი,
მერცხალი
კვერცხისმდებელი
|
ცოცხლადმშობი
|
11)ჩამოწერე მთის
ნაწილები
12)ერთმანეთზე გადაბმული მთები ქმნის:
ა)უღელტეხილს ბ)ზეგანს
გ)ქედს
13)რომელია საქართველოში:
ა)ყველაზე ლამაზი
ტბა-------------------------------------
ბ)ყველაზე ღრმა
ტბა-----------------------------------------
გ)ყველაზე გრძელი
მდინარე-------------------------------
14) რომელია მსოფლიოში:
ა)ყველაზე ღრმა
ტბა-----------------------------------------
ბ)ყველაზე დიდი
ტბა----------------------------------------
გ)ყველაზე გრძელი
მდინარე-------------------------------
15)ეთანხმები, თუ არა?
მზე დიდი ვარსკვლავია-----------
დედამიწა მზის გარშემო
ბრუნავს-------------
სხვადასხვა საგანს
სხვადასხვა ფერის ჩრდილი აქვს----
ციცაბო კალთაზე
უფრო ადვილია ასვლა-----------------
მთა ბორცვზე მაღალია--------------------
თეთრი დათვი უდაბნოს
ბინადარია----------------
16)რა ჰქვია ღარს,
რომელშიც მდინარე მიედინება:
ა)სათავე ბ)შესართავი გ)კალაპოტი
17)რით განსხვავდება
ტბა წყალსაცავისგან?
18)რომელი ტბაა
მლაშე, გამდინარე, თუ გაუმდინარი?
19)რა ფერითაა აღნიშნული
რუკაზე მლაშე ტბები?
ა)ცისფერით ბ)იასამნისფერით გ)მწვანით
20)რაში სჭირდება
ცხოველებს თავშესაფარი?
21)რომელი ცხოველები
დაფრენენ ფრინველების გარდა?
22)რა ერქვა ადრე
შავ ზღვას?-------------------------------
23)რისთვის ვიყენებთ
გეგმას?------------------------------------------------------------------------------------------------24)რა
არის აუცილებელი იმისთვის, რომ გავიგოთ რა ობიექტებია გამოსახული გეგმაზე?
ა)პირობითი ნიშნები ბ)რუკა
გ)გლობუსი
25)დაწერე, რას
გააკეთებ ბუნების დასაცავად როცა გაიზრდები:
ქართული
III კლასი-I სემესტრი,2012წ.
1)რომელ თვეს ერქვა ძველად
ახალწლისა?
ა)იანვარს ბ)სექტემბერს გ)მაისს
2)დაასრულე ანდაზა:
,,რაც შენთვის არ გინდა,-------------------
3)რატომ წაიღო აკაკიმ სკოლაში მჭადი?
ა)დილით არ უსაუზმია
და შიოდა ბ)გასართობად
გ)მასწავლებელმა
დაავალა
4)აკაკის აზრით, ვინ არ არის კაცი?
ა)ვისაც ფული არა აქვს ბ)ვისაც ღონე არა აქვს
გ)ვისაც თავისი სამშობლო არ უყვარს
5)რამ დააძლევინა შიში ,,შორიდან მოსულ მოწაფეს“?
ა)მეგობრების დახმარებამ ბ)სკოლის და სწავლის სიყვარულმა გ)სიფრთხილემ
6)გააგრძელე: ,,ო, ჩვენს ქართულ ხელნაწერებს, რა სჯობია
აბა მითხარ-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
7)რატომ შემოავლო ფანქარმა დედა წერტილს წრე?
ა)ეთამაშებოდა ბ)რომ არსად გაქცეულიყო
გ)გააბრაზა
8)ვის გაუგზავნა პეპიმ წერილი?
ა)თავის თავს
ბ)ტომის გ)ანიკას
9)ეთანხმები, თუ არა?
„პეპი სკოლაში საუკეთესო მოსწავლედ ითვლებოდა“
ა)დიახ ბ)არა
10),,მხოლოდ მატასის ჰყავდა ძაღლიც და კატაც“
ა)დიახ ბ)არა
11),,მოლოდინა“ ვაზის ფოთლებში მიმალული დაუმწიფებელი
მტევანია
ა)დიახ ბ)არა
12),,ილიამ ნასყიდა მკაცრად დასაჯა და ფული მეორედ გადაახდევინა“
ა)დიახ ბ)არა
13),,წყალობას სახელს დღესაც იფიცავს ამაყი შთამომავლობა“
ა)დიახ ბ)არა
14),,კაცმა საწყალ ჩიტს კვერცხები დაუმტვრია“
ა)დიახ ბ)არა
15)გააგრძელე:
,,რატომ გვიყვარს შემოდგომა, ყველას- დიდს, თუ პატარას-----------------------------------------------------------
16)შეავსე ტექსტი: „ბიჭებმა ვენახს მიაშურეს და გამწარებით
დაიწყეს --------------.მთელი ვენახი ღრმად გადაბარეს,
მაგრამ ----------------ვერ იპოვეს. სამაგიეროდ
ძმებმა ---------
მოსავალი მოიწიეს.მაშინღა მიხვდნენ მამის ანდერძის--------
17)გააგრძელე: ,,ხარო, ხარი ვინ დაგარქვა, ხარო, სახემშვენიერო--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
18)რა უთხრა დედამ გიორგის?
ა)შენი მცემელი მკაცრად დასაჯეო ბ)უფროს ბიჭებთან არ ითამაშოო გ)ავი და ბოროტი გულში არ ჩაიდოო
19)რატომ უწოდებს მთხრობელი მევალეს ,,უღმერთოს“?
ა)იმიტომ, რომ უსინდისოდ იტყუება ბ)ღმერთი არ სწამს
გ)პაპაშვილს უჩივლა
20)გააგრძელე: ,,წყაროს ჩურჩული უყვარდა, ტყეში ფრინველის
გალობა--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
21)რას ეწოდება არსებითი სახელი?
-------------------------------------------------------------------------22)რას
ეწოდება ზმნა?
-------------------------------------------------------------------------
23)არსებით სახელებს ერთი ხაზი გაუსვი, ზმნას-ორი:
დედა სამსახურში მიდის.
მასწავლებელი გაკვეთილს
ხსნის.
მშენებელი სახლს აშენებს.
24)ზმნები გაანაწილე ცხრილში დროის მიხედვით:
ხატავს, კერავს,
გაფრინდება, მოქარგა, ჩავიდა,
მოკრეფს, დარბის, გაზრდის, დააკრიალა
წარსული
|
ახლანდელი
|
მომავალი
|
25)შეუწყვე ზმნებს პირის ნაცვალსახელები:
მივდივართ, კითხულობ,
ვხატავ,
ფიქრობთ, სწავლობენ, ჭამს
მე---------------------- ჩვენ----------------------
შენ--------------------- თქვენ---------------------
ის----------------------- ისინი---------------------
ქართული,ტექსტის გააზრება-II სემესტრი-2013 წელი
გაეცი პასუხი კითხვებზე :
1)სად ჩანს, რომ
კუსუნა სხვა კუებს არ გავდა?
2)რატომ გამოძვრა
კუსუნა თავისი ბაკნიდან?
3)იყო თუ არა კუსუნა
დამჯერე? რატომ?
4)რა მიზნით წავიდა
კუსუნა სახლიდან?
5)რატომ მიუყვებოდა
გზას კუსუნა ღიღინით? რა ახარებდა მას?
6)ვინ შეადარა კუსუნა
უცნაური ჯიშის ხვლიკს?
7)სად გამოჩნდა,
რომ მაყვალი კუსუნას გულით არ ეპატიჟებოდა?
8)რა მოხდა შემდეგ,
რაც მაყვალზე განაწყენებული კუსუნა გზას დაადგა/
9)პირველად როდის
ატირდა კუსუნა? მეორედ?
10)რა არის საერთო
ბაყაყების საქციელსა და მაყვლის საქციელს შორის?
11)რა შედეგი მოუტანა
კუსუნას ბაკნიდან გამოძვრომამ?
12)რატომ ინატრა
კუსუნამ დედა?
13)სად ჩანს, რომ
კუსუნას ძალიან მოენატრა თავისი ბაკანი?
14)როგორ ფიქრობ,
რას ეტყოდა დედ-მამა კუსუნას?
15)შენ რას ურჩევ,
როგორ დაარიგებ მას?
16)რას ეტყოდი მაყვლის
ბუჩქს?
17)როგორ გრძნობდა
თავს კუსუნა ბაკანში დაბრუნების შემდეგ?
18)რა მოხდებოდა
დედ-მამას კუსუნასთვის ბაკანი რომ არ მოეტანა?
19)შეაფასე, როგორი
იყო:
კუსუნა
მაყვლის ბუჩქი
20)კიდევ ვინ არიან
ამ მოთხრობის პერსონაჟები?
შეკითხვა
|
ტექსტი
ამბობს...
|
მე
ვფიქრობ...
|
ამიტომაც...
|
||
რატომ გამოძვრა კუსუნა თავისი ბაკნიდან?
|
|||||
რატომ ინანა კუსუნამ ბაკნიდან გამოძრომა?
|
|||||
რატომ ეწყინა კუსუნას მაყვლის საქციელი?
|
|||||
რატომ მიუტანეს კუსუნას ბაკანი დედამ და მამამ?
|
|||||
გრამატიკა
1)შემოხაზე არსებითი სახელი : „ კუსუნა ბაკანში შეძვრა“
2)შემოხაზე ზმნა
: „მაყვლის ბუჩქმა ტოტები დასწია“
3)რომელ დროშია
ზმნა წინადადებაში :
„ბაკნის გარეშე ქარივით მსუბუქი ვიქნები“
ა)წარსულში ბ)მომავალში გ)ახლანდელში
4)რომელ რიცხვშია
არსებითი სახელი წინადადებაში:
„ციდან კაკლისხელა
მარცვლები ცვიოდა“
ა)მხოლობითში ბ)მრავლობითში
5)შემოხაზე რიცხვითი
სახელი: „იყო ერთი პატარა კუ, სახელად კუსუნა.“
6)ჩასვი შესაფერისი
სიტყვა :
„შავი,--------------------ნაყოფი
გემრიელად მოჩანდა“
ა)მკვახე ბ)ეკლიანი გ)მწიფე
7)დაუკავშირე ერთმანეთს
:
მწიფე
ბაკანი
დაღვრემილი ბუჩქი
კაკლისხელა ნაყოფი
მოქუფრული კუსუნა
ეკლიანი
სეტყვა
მძიმე
ცა
8)რას ნიშნავს
: „ერთი სული ჰქონდა“
?
ა)ცოცხალი იყო ბ)მოუთბენლად
ელოდა გ)ფეხზე ძლივს იდგა
9)რომელია ,,შეიყუჟას“ მსგავსი სიტყვა?
ა)გაჩუმდა ბ)თავი შეაფარა გ)შეიხედა
10)რომელია ,, დაღვრემილის“ საპირისპირო სიტყვა:
ა)მოწყენილი ბ)მწუხარე გ)მხიარული
ლ.
ცუცქირიძე- ,,ბეღურა“ტექსტის გაასააზრებელი კითხვები
მეოთხე
კლასი. პირველი სემესტრი,
2013 წელი
1)სინამდვილეში, რა ფრინველი იყო ბეღურა?--------------------------------
2)სად ჩანს, რომ გოგონა
ჯიუტი იყო?----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
3)საიდან ვიცით, რომ
ბეღურას არ მოსწონდა გალიაში ჯდომა?---------------------------------------------------------------------------------------------------
4)რა შედეგი მოუტანა
ბეღურას იმან,რომ ნაცრისფერი იყო?-------------------------------------------------------------------------------------------------------5)რა
ჰქონდათ საერთო გოგონა და თუთიყუშს?----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
6)როგორი ადამიანი იყო
გამყიდველი? საიდან იცი?----------------------------------------------------------------------------------------------------------------
7)რა მიზნით დაწერა ავტორმა
ეს მოთხრობა?------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
8)მოთხრობის რომელ პერსონაჟთან
იმეგობრებდი? რატომ?-------------------------------------------------------------------------------------------------------
9)რამ გააოცა გოგონა?----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------10)რაზე
მიგანიშნებთ ტექსტის ბოლო წინადადება?----------------------------------------------------------------------------------------------------------------
11)როგორ გადმოგვცა ავტორმა, რომ მამას შვილის საქციელი
არ მოსწონს?-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
12)რას ურჩევდი მამას?--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
13)როგორ აუხსნი გოგონას, რომ ტირილი და ჭირვეულობა
არ არის კარგი ქცევა?-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
14) ურჩიე შენს მეგობარს, რატომ უნდა წაიკითხოს მოთხრობა
,,ბეღურა“----------------------------------------------------------------------------------------------
15)წარმოიდგინე თავი გოგონას ადგილზე. ჩამოწერე 3 მიზეზი,
რის გამოც მოგინდებოდა ბეღურას ყიდვა------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
16)გააკეთე დასკვნა:
ბეღურას შესახებ მნიშვნელოვანი
არის ის, რომ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი
მის შესახებ მაინც ის არის რომ--------------------------------------------------------------------------------------------------
გრამატიკა
1)
ამოწერე
ტექსტიდან წინადადება, რომელშიც განუსაზღვრელი რიცხვითი სახელია---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
2)
მიუწერე,
რომელ ბრუნვაშია:
გამყიდველი------------------ გოგონას--------------
ბეღურამ--------------- მამიკო----------------
3)შემოხაზე ზმნა წინადადებაში: ,,გოგონამ ტირილი შეწყვიტა“
4)ამოწერე ტექსტიდან წინადადება, რომელშიც არის მიმართვა:------------------------------------------------------------------------------------------------------
5)შემოხაზე არსებითი სახელი : ,,ბეღურა მარტო დარჩა“
6)რომელ დროშია ზმნები: ,,ახლა დავკეტავ მაღაზიას და
სახლში წაგიყვან“
7)შემოხაზე რიცხვითი სახელი: ,,ერთი პატარა ამბავი უნდა
გიამბოთ ბეღურაზე“. რაოდენობითია, თუ რიგობითი?------------------------------------
8)მიუწერე საპირისპირო მნიშვნელობის სიტყვები:
შეწუხებული-------------------- უამრავი--------------------
ჭირვეული----------------------- ჭკვიანი---------------------
9)იპოვე შეცდომა და გაასწორე: ,,ზოომაღაზიაში უამრავი
მყიდველი შევიდნენ“------------------------------------------------------------------------------
10)ჩასვი საჭირო სიტყვა:
,,მამამ ------------------------ დახედა გოგონას და
მართლა კარგი შვილი მყოლიაო, გაიფიქრა“
11)შეაერთე ზმნები შესაბამის პირის ნაცვალსახელებთან:
დავკეტავ შენ
გვატრიალებს მან
ჩაიხუტა ისინი
წაგიყვან მე
ეფერებოდნენ ჩვენ
12)ამოწერე ტექსტიდან ორი ძახილის წინადადება,რომლებიც
გამოხატავენ აღტაცებას და თხოვნას
ბუნების ტესტი-IV კლასი, I სემესტრი-2013 წელი
1)ჩამოწერე პლანეტები:--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ყველაზე პატარაა---------------------ყველაზე
დიდი-----------------------------დედამიწა მზიდან------------------------ადგილზეა.
2)ჩამოწერე კონტინენტები:---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ოკეანეები:------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------3)რა
არის: ქედი-----------------------------------------------------------------------კალაპოტი------------------------------------------------------------------------------უღელტეხილი-------------------------------------------------------------------------ჰორიზონტი---------------------------------------------------------------------------4)რა
არის ნიმფა?---------------------------------------------------------------------ჭუპრი?---------------------------------------------------------------------------------5)ჩამოწერე
ბაყაყის სასიცოცხლო ციკლის ეტაპები:------------------------------------------------------------------------------------------------------------------------6)
ჩამოწერე, რომელი ცოცხალი ორგანიზმები ზრუნავენ შთამომავლობაზე და რომელი არა-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
7)რატომ აქვს ფიჭვის
თესლს ფრთა?-----------------------------------------------
8)ჩამოწერე ჰორიზონტის
მხარეები------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------9)ჩამოწერე
მთის ნაწილები:---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------10)რაში
იყენებენ მაგნიტს?----------------------------------------------------------11)ვინ
შემოუარა დედამიწას პირველად და რა დრო მოანდომა ამ მოგზაურობას?-----------------------------------------------------------------------12)ვინ
იყვნენ პირველი მოგზაურები?-------------------------------------------
13)მთის მდინარეს
ახასიათებს, თუ ბარისას: ჩქარი დინება, ვიწრო კალაპოტი,ხმაური, ცივი წყალი--------------------------------------
14)რა ჰქვია შენობას,
საიდანაც აკვირდებიან ვარსკვლავებიან ცას?------------
15) რა არის პორტულანო?
რაში იყენებდნენ მას?---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
16)რომელი პროფესიის
ადამიანები იყენებდნენ ასტროლაბს?-----------------
18)სად არის ჰორიზონტი
დახურული, ზღვაზე, თუ ტყეში?-------------------
19)რა ერქვა მანქანას,
რომლითაც კოსმონავტები გადადგილდებოდნენ მთვარის ზედაპირზე?-------------------------------------------------
20)რა ფერით არის
რუკაზე დატანილი:
მთები----------------------- ზღვები---------------------
დაბლობები---------------------
მათემატიკის ტესტი-IV კლასი, I სემესტრი 2013 წელი
1)ჩაწერე რიცხვები:
ოთხას ორი ათასი---------------- ასი ათას ერთი-------------------
ას ორმოცი ათასი----------------- შვიდასი ათას სამასი--------------
2)დაალაგე ზრდადობით:
65 729, 72 009,
652 431, 914 302, 70 825,
92 538
3)მიუწერე, რომელი
თანრიგის ერთეულს გვიჩვენებს ციფრი 5 შემდეგ რიცხვებში:
25
271--------------- 797
523----------------- 580
487------------------
12
065---------------
7958--------------------
156 200------------------
4)შეასრულე მიმატება
ქვეშმიწერით:
57
804+6965 120 992+52
318 780 047+205 963
5)გამოაკელი რიცხვები
ქვეშმიწერით:
47 307-15
479 80 403-7 429 900 000-48 906
6) ანას-----50 ლარი
წიგნი---8 ლ.85თ.
ალბომი----27ლ.78 თ.
რამდენს დაუბრუნებენ
ანას ხურდას?
7)იპოვე უცნობი
კომპონენტი:
X-18 425=709 5000-X=2704 X+37 429=609423
ბუნება II კლასი-
2014 წელი
1)ჩამოწერე მცენარის ნაწილები:-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
2)დაახარისხე მცენარეები მითითებული ნიშნის მიხედვით:
სიმინდი, მსხალი, სტაფილო, გარგარი, ხორბალი, ქერი, პამიდორი, მანდარინი, ბადრიჯანი,
კარტოფილი, კომბოსტო, ტყემალი, ბრინჯი, ატამი, ფეტვი.
ხილი
|
ბოსტნეული
|
მარცვლეული
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
3)დაახარისხე ცოცხალი და არაცოცხალი: კატა, სკამი, ტელევიზორი,
საათი, თევზი, დათვი, მანქანა, ექიმი, მოსწავლე, სახლი, მაგიდა, მგელი.
4)ჩამოთვლილი ცხოველები ჩასვი შესაბამის ჯგუფში: ლომი,
არწივი, ნიანგი, ხვლიკი, დათვი, ქორი, გველი, ფოცხვერი, ბეღურა.
ნადირი
|
ფრინველი
|
ქვეწარმავალი
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
5)დააკავშირე ცხოველი მის ნაშიერთან:
ცხენი ლეკვი
კატა ბატკანი
ცხვარი კვიცი
ძროხა კნუტი
ძაღლი ხბო
6)ჩამოწერე წელიწადის დროები:-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
7) ჩამოწერე თვეების სახელები:---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
8)მიუწერე, ბუნებრივი გარემოა, თუ ხელოვნური:
ბოსტანი---------------- სახლი---------------- გზა------------------
ტბა---------------------- მინდორი--------------- ტყე------------------
ხიდი-------------------- მთა---------------------- ზღვა-----------------
9)შემოხაზე ჩამონათვალში შხამიანი ცხოველები:
ფუტკარი, კოღო, დათვი, მგელი, გველი, მორიელი
10)მიუწერე, რა რისი ორგანოა :
ა) თვალები------------------------------
ბ)კანი--------------------------------------
გ) ცხვირი---------------------------------
დ) ენა--------------------------------------
ე) ყურები---------------------------------
შემაჯამებელი სამუშაო
მათემატიკაში(მეორე სემესტრი)
1.
შეასრულე ქვეშმიწერით:
9 756+4 387 10 109+8 386 386 107+3 978
100 001-4 768 38 321-9 495 200 111-20 389
2.
შეასრულე გამრავლება-გაყოფა:
301x245
798x136 485x97
4 580:6 2 856:7 28 244:4
3. შეაფასე
ჯამი, სხვაობა და განაყოფი:
386 121+256 324
21 481+83 765
617 121-324 762
97 623-25 691
83 781:9
47 306:6
4.
გამოთვალე:
91-8
∙ (18-9)= 72:8+7∙ 8=
6 ∙ 9-14:2= 7 ∙ (49-43)=
5. იპოვე
უცნობი კომპონენტები:
120+n=300 n-860=1000 750-n=400
n.80=720 5600:n=70 n:60=90
6. გამოსახე:
360 სმ=...მ...სმ 890 თეთრი=...ლარი.....თეთრი
18
700გ=...კგ....გ 570 წუთი=...სთ....წ
7.კუბის წიბო 9 სმ-ია. იპოვე კუბის კარკასის სიგრძე.
8. ნიკამ 8 წიგნი
იყიდა, თითოეულში 7 ლარი გადაიხადა, ჟურნალში კი - 3 ლარი 75 თეთრი. რა თანხა დაუხარჯავს
სულ ნიკას საყიდლებში?
9. დაწერე გაშლილი სახით:
4 325=
705 468=
10. დაამრგვალე უმაღლეს თანრიგამდე რიცხვები:
746 389
356 796
267 123
სახლი
(მერი ბოლქვაძე)
თოვს, უჰ, როგორ თოვს! რა სიჩუმეა
და რა სიმყუდროვე. მთები ჩუმად დგანან და იყურებიან. ადამიანები სახლებში შეყუჟულან.
სახლები საკვამურებიდან ფუმფულა, თბილ ბოლს სვეტებივით უშვებენ. თოვლის ფანტელები თავს
ეხვევიან სიცივეში მიყუჩებულ სახლებს.
ყველა სახლში ბუხარი ანთია, ყველა
სახლის ბუხარში კვერი ცხვება, ტახტზე ბალღები გორაობენ; ხან იცინიან, ხან ტირიან. მარტო
ერთი სახლი დგას მოწყენილი. ამ სახლში არც ბუხარი ანთია, არც კვერი ცხვება, არც ონავარი
ბალღები ჟრიამულობენ. სახლი ტყის პირას დგას და პატრონს ელის; რამდენი ხანია მარტოა.
ნეტავ რისთვის წავიდნენ და ნეტავ რატომ არ ბრუნდებიან?
ეზოში არავინ ჭაჭანებს, ქათმის
ნაფეხურებიც არ ატყვია თოვლიან მიწას; აბა, მარტო სახლი ვის რად უნდა, თუ პატრონი არსად
არის. სახლს გააკანკალა. სცივა. სულ ასე მარტო რომ დარჩეს?
-აბა, გაიხედე, ჩვენიანი არავინ
მოდის?- ეს მერამდენედ სთხოვს ბეღურა ჩიტს. ჩიტს სახლი ეცოდება და პასუხობს: -არავინაა...
და უცებ თოვლის ხრაშუნი მოისმის.
მელია გამოჩნდა. -მელია, მელაკუდა! - გაუხარდა სახლს- მოდი, ჩემთან იცხოვრე, მარტო
ყოფნა აღარ შემიძლია!
-არა, მაგოდენა სახლში რა
გავაკეთო, გავიყინები. ჩემი სორო სჯობს, პატარაა და თბილია. სახლი შეეხვეწა: - აანთე ბუხარი, შენც გათბები და მეც!
- არ შემიძლია, ცეცხლის დანთება
მარტო ადამიანებმა იციან!- თქვა მელამ და სასწრაფოდ გაიქცა.
ახლა კურდღელმა ჩამოურბინა სახლს. -კურდღელო, კურდღელო, მოდი, ჩემთან იცხოვრე! - კურდღელსაც
დაუძახა სახლმა.
-მოვიდოდი, მაგრამ მაგოდენა სახლში
რა გავაკეთო. სიცივით გავიყინები. ჩემი სორო მირჩევნია, პატარაა
და თბილია.
-მოდი ბუხარი აანთე, შენც გათბები
და მეც! - სთხოვა სახლმა. -ცეცხლის ანთება მარტო ადამიანებმა იციან! - თქვა კურდღელმა
და გაიქცა. მერე ფისო გამოჩნდა. - იჰ, ამას სიცივეში რა გააჩერებს, თბილ ადგილს ეძებს.
უცებ ქარი ამოვარდა, ჭუჭრუტანებიდან სახლში შეძვრა და ისე დაუსტვინა,ჩიტებს შეეშინდათ.
-ესღა მაკლდა! - მოიბუზა სახლი. -მე ვიქნები შენთან! - შეთავაზა ქარმა. -ვიცი, შენ სიამოვნებით იცხოვრებდი ჩემთან, მაგრამ
რა გაგიძლებს, ყირაზე დამაყენებ!- იუარა სახლმა.
-უუუუუ! აი, ეს კი მატარებელია! ყოველდღე დადის. ამ სახლში
კი არავინ მოჰყავს, თუმცა სულ ჰპირდება, მოგიყვანო. ახლაც ჩამოდგა სადგურში. მერე ისევ
აკივლდა და წავიდა. -წავიდა, რა ენაღვლება,
თვითონ სულ სავსეა ხალხით! - ამოიოხრა სახლმა. ქარმა უფრო დაუბერა, კიდევ დაუსტვინა
ჭუჭრუტანებში. ჩიტმა კიდევ გაიხედა გზაზე.
- ბიჭოს! ვიღაცები გამოჩნდნენ.
აქაურებს არა ჰგვანან. სამნი მოდიან: ქალი, კაცი და ბავშვი. წინ ქალი მოდის, უკან
- კაცი, შუაში ბავშვი ჩაუყენებიათ. გვერდით ძაღლიც მოჰყვებათ. ჭიშკარს მოადგნენ, არც
დაუძახიათ, პირდაპირ შემოვიდნენ ეზოში...
-ჩვენი სახლი! - ხელები გაშალა
გოგონამ. მერე ტაში შემოჰკრა, პირველი ავარდა კიბეზე, თან ძაღლი მიჰყვა. მერე კაცი
ავიდა და კარები გააღო. კაცმა ბარგი აზიდა.
- უჰ, როგორ ცივა! - ოთახში ფეხი
შედგა თუ არა, თქვა გოგონამ. - უჰ, როგორ ცივა! - თქვეს ქალმა და კაცმაც. ძაღლიც ალბათ
ამას იტყოდა, ლაპარაკი რომ შეძლებოდა. გოგონასთან ერთად ოთახებს დაურბინა და ყველაფერი
გულმოდგინედ დაყნოსა. ქალმა დარაბები დააღო, ოთახი განათდა. კაცმა შეშა მოიტანა და
ცეცხლი დაანთო.
ოთახში სითბო დატრიალდა.გაიხარა
სახლმა. ქარს მოერია. ჭუჭრუტანებიდანაც კი არ შემოუშვა. გაყინული ფანჯრის მინები დაიორთქლა
და ნელ-ნელა წყლის წვეთები გაჩნდა. წვეთები ღაპაღუპით ჩამოცვივდნენ მინაზე.
- სახლი ტირის!- თქვა გოგონამ. ოთახში სიჩუმე
ჩამოვარდა. მარტო ხმელი შეშა ტკაცუნობდა ბუხარში.
- რა იყო ანი? - შეეშინდა დედას.
- სახლი ტირის... სიხარულისგან ტირის... - თავისთვის ჩურჩულებდა გოგონა. დედას კი ხმამაღლა
უპასუხა : - არაფერი, რა უნდა იყოს. დედაც დაწყნარდა და საქმე განაგრძო. მერე ადგა,
ფანჯარასთან მივიდა, მინას წვეთები ცრემლებივით შეუმშრალა. სახლში თითქოს კიდევ უფრო
დათბა. გოგონა იდგა და გასცქეროდა, როგორ უერთდებოდა მათი სახლის კვამლი სხვა სახლების
საკვამურებიდან ამოსულ ბოლს, მაღლა, ძალიან მაღლა ცაში რომ უჩინარდებოდა. სახე სიხარულის
ღიმილმა გაუნათა და ბოლს ცასთან მისატანი სურვილი ჩაუთქვა: გთხოვ, ყოველთვის ერთად
ვიყოთ: დედა, მამა, ჩვენი ძაღლი და ჩვენი თბილი სახლი.
1)რით განსხვავდებოდა ეს
სახლი სხვა სახლებისაგან?--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
2)რატომ
არის სახლი მოწყენილი?--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
3)
მელიას შემდეგ, რამ ჩამოურბინა სახლს?-----------------------------------------
4)მოთხრობის
მიხედვით, რისი გაკეთება ვერ შეძლეს ცხოველებმა, რაც მხოლოდ ადამიანს შეუძლია?-----------------------------------------------------------
5)სად
ჩანს, რომ სახლს მარტო დარჩენის ეშინია?----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
6)რატომ
არ მოინდომა სახლმა, რომ ქარს ეცხოვრა მასთან?----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
7)სახლს
რომ ლაპარაკი შეძლებოდა, რას ეტყოდა ადამიანებს?----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
8)როგორი
იყო გოგონა? დაასაბუთე ტექსტიდან!---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
9)რას
ურჩევდი სახლის ახალ ბინადრებს?----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
10)მოძებნე
ტექსტში, რას იტყოდა ძაღლი, ლაპარაკი რომ შეძლებოდა---------------------------------------------------------------------------------------------------------
11)რა
არის ამ ამბავში დაუჯერებელი?---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
12)როგორ
გადმოგვცა ავტორმა სახლის სიხარული?----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
13)სად
ჩანს, რომ გოგონა მზრუნველი იყო?---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
14)რა
სურვილი ჩაუთქვა გოგონამ ბოლს, ცასთან მისატანი?-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
გრამატიკა
1)შემოხაზე
ვითარების ზმნისზედა:
წყლის
წვეთები ღაპაღუპით ჩამოცვივდა მიწაზე.
2)მიუწერე,
რომელ ბრუნვაშია:
კურდღელმა---------------------------- სვეტებად--------------------------
მთები------------------------------------ სახლი------------------------------
ქათმის----------------------------------- ადამიანებო------------------------
მატარებელს----------------------------
3)
შემოხაზე არსებითი სახელი:
ახლა
კურდღელმა ჩამოურბინა სახლს.
4)შემოხაზე
ზედსართავი სახელი:
სახლები
საკვამურიდან ფუმფულა კვამლს უშვებენ.
5)შემოხაზე
ზმნები:
კაცმა
შეშა შემოიტანა და ცეცხლი დაანთო.
6)მოძებნე
ტექსტში მსგავსი სიტყვები:
შემალულან----------------------------- ეხვეწება-------------------------
დამშვიდდა----------------------------- თვალს
ეფარებოდა-----------------------
7)რას
ნიშნავს : ,,ეზოში არავინ ჭაჭანებს“?
ა)არავინ
ყვირის ბ)არავინ ჩანს გ)არავინ იმალება
8)გაასწორე
შეცდომები და ისე გადაწერე: ,,სახლი ტყისპირას დგას და პატრონს ელის. ძაღლმა ყველაფერი
გულ მოდგინედ დაყნოსა. მელა სასწრაფოთ გაიქცა.მალე ეზოში შემოვიდენ.----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
8)ამოწერე
ტექსტიდან 5არსებითი სახელი და 5 ზმნა
ციკლოპი და სათვალე (ლელა ქისტაური)
იყო ერთი პატარა კუნძული. ამ პატარა
კუნძულზე ცხოვრობდა პატარა ციკლოპი. ციკლოპს მხოლოდ ცალი თვალი ჰქონდა... და ისიც ცხვირის
ზემოთ.
ციკლოპს ძალიან უყვარდა პლაჟზე ყოფნა.
იჯდა და ქვიშისაგან ციხე - კოშკებს აშენებდა. მაგრამ კუნძულზე ძალიან ცხელოდა. მზე
სულ აცხუნებდა და აცხუნებდა. ციკლოპს მზეზე ის ცალი თვალიც ეხუჭებოდა.
ციკლოპმა მეგობარ მაიმუნს ჰკითხა
რჩევა. - მზის სათვალე უნდა იშოვო! - უთხრა მაიმუნმა. - დიდი მადლობა, მეგობარო! -
დაიძახა ციკლოპმა და მაღაზიისკენ გაიქცა.
-მზის სათვალე გაქვთ?
- ჰკითხა ციკლოპმა გამყიდველ თოლიას.
-როგორ არა, აი მზის სათვალეები.
თქვენ როგორი გნებავთ?
- მე ისეთი სათვალე მინდა, რომ მზეში
თვალი არ დამეხუჭოს, - უთხრა ციკლოპმა.
- აი, ამ თაროზე აწყვია. აირჩიეთ და
მოისინჯეთ. სარკეც აქვეა, - უთხრა თოლიამ და თავისთვის ჩაიცინა.
ციკლოპმა სათვალე აიღო და... მიხვდა,
რომ ასეთ სათვალეს ვერ გაიკეთებდა. - მე ხომ ცალთვალა ვარ. გაქვთ ისეთი სათვალე, რომელსაც
ერთი თვალი აქვს? - ჰკითხა ციკლოპმა თოლიას. - არა, სამწუხაროდ ასეთი სათვალე არ გვაქვს,
- უპასუხა თოლიამ.
ციკლოპი დაღონებული გამოვიდა მაღაზიიდან.
ციკლოპმა სხვა მეგობრებსაც ჰკითხა რჩევა.
- ღამღამობით უნდა იარო! - უთხრა ღამურამ.
-ქვის ქვეშ უნდა შეძვრე! - უთხრა ხვლიკმა.
- სჯობს კეპი იყიდო! - უთხრა კუმ.
ციკლოპმა თვალი მოწკურა
და ჩაფიქრდა. ახლაც ფიქრობს : ღამღამობით იაროს, ქვის ქვეშ შეძვრეს, თუ კეპი იყიდოს?
კითხვები
ტექსტის გააზრებისათვის:
1)
სად
ცხოვრობდა ციკლოპი?---------------------------------------------------------
2)
რით
განსხვავდებოდა ციკლოპი სხვებისგან?-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
3)
რა
უყვარდა მას ძალიან? რატომ?---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
4)
რატომ
აწუხებდა ციკლოპს მზე?----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
5)
რატომ
ვერ გაიკეთებდა ციკლოპი ჩვეულებრივ სათვალეს?--------------------------------------------------------------------------------------------------------------
6)
რამ
დააღონა მაღაზიიდან გამოსული ციკლოპი?---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
7)
რა
ურჩიეს მას:
მაიმუნმა-------------------------------------------------------------------------------
ღამურამ-------------------------------------------------------------------------------
ხვლიკმა-------------------------------------------------------------------------------
კუმ--------------------------------------------------------------------------------------
8)
შენ
რას ურჩევ ციკლოპს, როგორ მოიქცეს?----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
9)
შემოხაზე
მოქმედების აღმნიშვნელი სიტყვა:
,,ციკლოპი დაღონებული გამოვიდა მაღაზიიდან.“
10)შემოხაზე
არსებითი სახელი:
,,ღამღამობით უნდა იარო - უთხრა ღამურამ.“
11)შეადგინე
წინადადებები სიტყვებზე: სათვალე, რჩევა, მზე.
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
12)დათვალე,
რამდენი თანხმოვანია სიტყვებში და მიუწერე:
ცხოვრობდა----- აცხუნებდა----- ცალთვალა-----