Saturday, May 2, 2015

ჯიპრაიდის ანგარიშები

ანგარიში
ღონისძიების დასახელება : G-PRIED საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი. ჩამტარებელი ორგანიზაცია: USAID, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ტრენინგი : ,,კითხვის სწავლება დაწყებით საფეხურზე“. ჩატარების დრო: ზესტაფონის რაიონი, სოფ. დილიკაურის საჯარო სკოლა.ხანგრძლივობა: 8 დღე, გაზაფხული-შემოდგომა, ორ კვირაში- ერთი შეხვედრა. (4დღე გაზაფხულზე, 4 შემოდგომაზე, დღეში- 7 საათი) ტრენერები: მალვინა შანიძე და ხათუნა ფირცხალაშვილი.
  მიზნები და ამოცანები : კითხვის სწავლება, სწავლის თანამედროვე (ინტეგრირებული და დიფერენცირებული ) მიდგომების დანერგვა საქართველოს საჯარო სკოლების დაწყებით საფეხურზე. პროგრამის წარმატებულად განხორციელების შედეგად უნდა გაუმჯობესდეს მოსწავლეთა მიღწევები, როგორც ქართულ, ისე არაქართულევან სკოლებში, მშობლიურ ენასა და ლიტერატურაში, კითხვასა და სხვადასხვა საგანში.
                                                                    I დღე (7 აპრილი)
მიზანი და ამოცანები: ტრენერებისა და ტრენინგის მონაწილე კოლეგების გაცნობა; ტრენინგ-პროგრამის მიზნებისა და შინაარსის გაგება; კითხვის სწავლების კუთხით საკუთარი მიდგომებისა და საჭიროებების გააზრება; სამოდელო გაკვეთილში პრაქტიკული მონაწილეობის გზით კითხვის ინტერაქტიური და კონსტრუქტივისტუ-ლი ხედვის გააზრება; კითხვის კომპლექსური უნარის შემადგენელი კომპონენტების, მათ შორის ურთიერთმიმართების და განვითარების ტრაექტორიის გაცნობიერება.
რეზიუმე : გავეცანით PIRSL-2011 კითხვითი წიგნიერების საერთაშორისო კვლევის შედეგებს. მივიღეთ ინფორმაცია პროექტის შესახებ. PIRSL -ში ყურადღება გამახვილებულია კითხვაში, მოსწავლის წიგნიერების სამ ასპექტზე: 1)კითხვის მიზანი; 2)გაგება-გააზრების პროცესი 3)ქცევები და დამოკიდებულება კითხვისადმი.
ხოლო  შეფასება კონცენტრირებულია კითხვის ორ ძირითად მიზანზე: ა) კითხვა ლიტერატურული გამოცდილების მიღებისათვის; ბ)კითხვა ინფორმაციის მიღებისა და გამოყენებისათვის.
                     მოსმენილი ინფორმაციის შედეგად შევავსეთ სქემა ,,რა გავიგეთ? რა გავაკეთოთ? რა გვჭირდება? შემდეგ ვიმუშავეთ თვითშეფასების ტესტზე (წიგნიერების პრეტესტი).  საკითხთა უმრავლესობა ჩემთვის ნაცნობი იყო, კარგად გავართვი თავი, მაგრამ მაინც შემხვდა ისეთი  კითხვები, რომლებზეც ბუნდოვანი პასუხები გავეცი.
                     ძალიან საინტერესო და ბევრისმომცემი იყო ჩემთვის ტრენერის მიერ მოწოდებული  სამოდელო გაკვეთილი ,,კუ და კატა“ ჩვენ მოსწავლეების როლში ვიყავით. გაკვეთილი სამფაზიანი იყო. პროვოცირება მოხდა ილუსტრაციით, დაშიფრული ტექსტის დეკოდირებით, ეფექტურად იყო შერჩეული შესწავლილის გაგება- გააზრებისათვის საჭირო აქტივობები. გავაცნობიერეთ, რომ თუ გვინდა შედეგზე გასვლა, აუცილებლად უნდა დავიცვათ გაკვეთილი მიმდინარეობის სამივე ფაზა: 1) წაკითხვამდე  2)კითხვის დროს  3) წაკითხვის შემდეგ. გავაანალიზეთ პირველი, ან მესამე ფაზის იგნორირებამ რა პრობლემები შეიძლება  გამოიწვიოს.
                     შემდეგი აქტივობა იყო ,,კითხვის ხუთი კომპონენტი“, რომლებიც აუცილებელია კარგი კითხვისათვის:
·         ფონოლოგიური უნარ-ჩვევები
·         ანბანის ცოდნა
·         ლექსიკური მარაგი
·         გაწაფული კითხვა
·         გაგება-გააზრებ
ხუთკაციან ჯგუფებში შევქმენით ,,კითხვის ცოცხალი ქანდაკება“, რომელშიც გამოვხატეთ კითხვის არსი და მისი კომპონენტები.
მივიღეთ ინფორმაცია, თუ როგორ უნდა ვაწარმოოთ ტრენინგის ამსახველი მასალების პორთფოლიო და რამდენად მნიშვნელოვანია იგი ჩვენთვის. მასში თავმოყრილი  ჩვენი ნამუშევრები და თეორიული მასალა დაგვეხმარება გავაუმჯობესოთ საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკა და შედეგად- ჩვენი მოსწავლეები ბევრად უფრო წარნატებულნი გავხადოთ.
                        სამუშაო დღის ბოლოს, შევაფასეთ ტრენინგი, დავაზუსტეთ, რა იყო ჩენთვის  მნიშვნელოვანი, რას გავაუმჯობესებდით და რაზე გვსურდა დამატებითი ინფორმაციის მირება.
   ღონისძიების მნიშვნელოვნების დასაბუთება : ჩემთვის მნიშვნელოვანი და ახალი იყო კითხვის სწავლის კუთხით საკუთარი მიდგომებისა და საჭიროებების გააზრება; სამოდელო გაკვეთილში პრაქტიკული მონაწილეობით კითხვის ინტერაქტიური და კონსტრუქტივისტული ხედვის გაცნობიერება; კითხვის კომპლექსური უნარის შემადგენელ კომპონენტებს შორის ურთიერთმიმართების დანახვა.
                         ტრენინგმა ჩემს გამოცდილება შემატა ახალი, ეფექტური სტრატეგიები. შეძენილ ცოდნას და ახალ უნარებს აუცილებლად გამოვიყენებ პრაქტიკაში: დავგეგმავ და ჩავატარებ სამფაზიან გაკვეთილებს, ვიზრუნებ მოსწავლეებში კითხვის ხუთივე კომპონენტის კომპლექსური განვითარებისათვის. აქტიურად ვითანამშროლებ კოლეგებთან. ერთად დავგეგმავთ და ჩავატარებთ სამოდელო გაკვეთილებს ინოვაციური მეთოდების გამოყენებით.
                                       ხელმოწერა :                       / ნ. გურეშიძე /
               


                       თარიღი : 29 აპრილი                                        
                        


                                                 II დღე   (21 აპრილი)
მიზანი და ამოცანები : სამოდელო გაკვეთილებში მონაწილეობის გზით კითხვის სწავლების დაბალანსებული და ინტეგრირებული მოდგომების მიმოხილვა და გააზრება. ფონოლოგიური უნარ-ჩვევების განვითარებაზე ორიენტირებული გაკვეთილების დაგეგმვისა და ჩატარებისათვის საჭირო  მრავალფეროვანი მეთოდებისა და რესურსების გაცნობა. პირველ კლასში წერა-კითხვის სწავლების სხვადასხვა პერიოდის ტრადიციული და ინოვაციური მეთოდების გაცნობა. მოსწავლისათვის პასუხისმგებლობის ნაბიჯ-ნაბიჯ გადაცემის მოდელისა და მისი კითხვის სწავლებაში განხორციეკლების საშუალებების გააზრება. წინასაანბანო პერიოდის ეფექტური ორგანიზებისათვის საჭირო ძირითადი აქტივობების , მეთოდებისა და რესურსების გაცნობა. კითხვის შესწავლის ხელშემწყობი გარემოს ორგანიზება და ეფექტური სასწავლო რესურსების დამზადების სწავლება.
რეზიუმე : საშინაო დავალების პრეზენტაციის შემდეგ, მონაწილეობა მივიღეთ ტრენერის მიერ ჩატარებულ სამფაზიან, დაბალანსებულ მიდგომაზე აგებულ გაკვეთილში. ტრენერმა მასწავლებლის როლი მოირგო, ჩვენ- მოსწავლეების. გაკვეთილზე გამოყენებული იყო ეფექტური მეთოდები : სლაიდ-შოუ, საჩვენებელი კითხვა, ერთობლივი კითხვა და ერთობლივი წერა.გაკვეთილი იყო ემოციურად დატვირთული, შერჩეული აქტივობები კი იმდენად შთამბეჭდავი და ეფექტური,რომ შეძლო ჩვენი სამუშაო პროცესში მაქსიმალური ჩართვა და მუდმივი მოტივირება.
                  გაკვეთილის შემდეგ მოვაწყვეთ დისკუსია/დებრიფინგი (შეჯამება).გავიაზ-რეთ, თუ რას მოიცავს დაბალანსებული სწავლების ძირითადი აქტივობები და მეთოდები.შემდეგ განვიხილეთ კითხვის სწავლების კონცეპტუალური ჩარჩო, სადაც ჩანდა, როგორ ეფექტურად იყენებს მასწავლებელი ინოვაციურ მეთოდს ,,მე-კალამი“.იგი ეხებოდა ამბის კლასის მიერ ერთობლივად შეთხზვას და გააზრებას. მასწავლებელი ასრულებდა ,,კალმის“ ფუნქციას, დაფაზე წერდა ბავშვების მიერ მოფიქრებულ ავთენტურ ტექსტს.გავეცანით დაბალანსებულ (მთელი- ნაწილი-მთელი) მიდგომას, პასუხისმგებლობის ნაბიჯ-ნაბიჯ გადაცემის მოდელს. ვნახეთ ფილმი, რომელიც მასწავლებელმა წარმართა აქტივობით ,,მე-კალამი“.
                         მორიგ აქტივობად ტრენერებმა შემოგვთავაზეს მართული პრაქტიკა მცირე  მცირე ჯგუფებში. დავგეგმეთ გაკვეთილები ტრენინგზე ნანახისა და მოსმენილის გათვალისწინებით. გამოვიყენეთ ინოვაციური აქტივობები, გავაკეთეთ პრეზენტაციები. ძალიან საინტერესო იყო თითოეული ჯგუფის მოსმენა, გამოცდილებისა და ახლადმიღებული ცოდნის ურთიერთგაზიარება. კოდევ ერთხელ
დავრწმუნდით, რომ შეუძლებელი არაფერია, მთავარია სწორად დაგეგმო გაკვეთილი და აუცილებლად გაიზრდება მოსწავლეთა აქტივობის ხარისხი.
                             მრავალფეროვანი და მართლაც საქმიანი ტრენინგი დასრულდა დღის შეფასებით.
ღონისძიების მნიშვნელოვნების დასაბუთება : ჩემთვის ახალი იყო კითხვის სწავლების დაბალანსებული მიდგომა, ინოვაციური მეთოდები, როგორიცაა ერთობლივი წერა და ენობრივი პრაქტიკა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო სადემონსტრაციო გაკვეთილი და მართული პრაქტიკა მცირე ჯგუფებში. ტრენინგმა აშკარად გაამდიდრა ჩემი გამოცდილება, ვისწავლე როგორ შევქმნა ძალიან მარტივად სასწავლო რესურსები, რაც გამიადვილებს შედეგზე გასვლას.ეს იყო პრაქტიკული სწავლება, რის ნაკლებობასაც განვიცდიდით დღემდე მასწავლებლები. რა თქმა უნდა ახალ მიდგომებს დავნერგავ ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში.
                         ხელმოწერა:                           /ნინო გურეშიძე/
                          თარიღი : 25 აპრილი, 2013  წელი










                                           ტრენინგის მესამე დღე
მიზანი: მასწავლებლებმა შეძლონ სამოდელო აქტივობებში მონაწილეობის გზით, გამართული/გაწაფული კითხვის კომპონენტის სწავლა-სწავლებასთან დაკავშირებული საკითხების გააზრება, მხატვრული ტექსტების გაგება -გააზრების სწავლებისათვის გარემოს ორგანიზება, ეფექტური მეთოდებისა და საჭირო რესურსების გამოყენება.
ამოცანები: გამოხმაურება შეფასების ბარათებზე, საშინაო დავალების პრეზენტაცია, გამართული/გაწაფული კითხვა-სადემონსტრაციო აქტივობა, მხატვრული ტექსტის გაგება-გააზრება(განსაზღვრება, მნიშვნელობა, განვითარების გზა)-სადემონსტრაციო აქტივობა. გაგება-გააზრების სტრატეგიების გაცნობა. მართული პრაქტიკა მცირე ჯგუფებში: მონაწილეთა მიერ გაკვეთილების/აქტივობების დაგეგმვა.ეფექტური მეთოდების, გარემოსა და რესურსების  გაცნობა მხატვრული ტექსტის წაკითხვის სწავლებისათვის. დღის შეფასება,საშინაო დავალება.
რეზიუმე: ტრენინგი დაიწყო სამუშაო დღის განრიგის გაცნობით. შემდეგ ტრენერებმა გააკეთეს კომენტარები ჩვენს მიერ დატოვებულ შეფასების ბარათებზე და გადავედით საშინაო დავალების პრეზენტაციაზე. წარმოვადგინეთ ინოვაციური მეთოდებით ჩატარებული გაკვეთილების სცენარები,გამოვფინეთ გამოყენებული  ეფექტური თვალსაჩინოებები, რომლებმაც გაგვიადვილა შედეგზე გასვლა. გამოიკვეთა საერთო აზრი, რომ ახალი მიდგომებით ჩატარებული, დაბალანსებული სწავლების პრინციპზე დაყრდნობით მომზადებული გაკვეთილები არის საინტერესო, ხალისიანი და შედეგიანი.
                        შემდეგ ეტაპზე ჩაგვიტარდა სადემონსტრაციო აქტივობა გამართული/გაწაფული კითხვის განსაზღვრების, მნიშვნელობისა და განვითარების გააზრების მიზნით. მოწოდებულმა თეორიულმა მასალამ საშუალება მოგვცა დაგვეზუსტებინა ჩვენი ცოდნა საკითხთან დაკავშირებით და მიგვეღო ახალი ინფორ-
მაცია. ტრენერი დაგვეხმარა გაგვეცნობიერებინა, თუ რას ნიშნავს ტექსტის გაგება-გააზრება. მივიღეთ მონაწილეობა დისკუსიაში და გამოვთქვით ჩვენი მოსაზრებები. შემდეგ ვიმუშავეთ ჯგუფებში და მივედით დასკვნამდე, რომ წაკითხულის გააზრება სამ სხვადასხვა დონეზეა შესაძლებელი: 1)სიტყვასიტყვით გაგების დონეზე  2)დასკვნის გამოტანის (ჩაწვდომის დონეზე) და 3)კრიტიკული შეფასების დონეზე.
             შემდეგი აქტივობა დაეთმო გაგება-გააზრების სტრატეგიებზე მუშაობას. ვისწავლეთ ტეფი რაფაელის (QAR) მეთოდი, რომელიც საშუალებას იძლევა ტექსტის გააზრებისას ბლუმის ტაქსონომიის ზედა ზღვარზე. კერძოდ, მოსწავლე კითხვებზე პასუხის გაცემისას ჯერ ტექსტში მოცემულ ინფორმაციას იყენებს,  შემდეგ ფიქრობს და პასუხს პოულობს რამდენიმე ადგილას, მომდევნო ეტაპზე ცდილობს ჩაწვდეს ქვეტექტს, მას, რაც ტექსტში არ დევს, მაგრამ იგულისხმება და ბოლოს გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას, აზრს, იშველიებს გამოცდილებას წაკითხულის ირგვლივ და ახდენს ფაქტის, ან მოვლენის შეფასებას.
                     ვნახეთ სამოდელო გაკვეთილი ,,კუსუნას ციხე-სიმაგრე“, რომელიც ჩემთვის იყო აღმოჩენა. სასიამოვნოდ გავოცდი, თურმე სწორად დასმული კითხვები როგორ ეხმარება ბავშვს წაკითხულის გააზრებასა და შეფასებაში. ჩვენ მოსწავლეების როლში ვიყავით და ჯგუფებში ვიმუშავეთ ტექსტებზე ტეფი რაფაელის მეთოდის გა-მოყენებით. გავაკეთეთ დასკვნები, თუ რა არის საჭირო გაგება-გააზრებაზე ორიენტირებული სწავლებისათვის დაწყებით კლასებში.
                 ტრენინგის შემდეგი ეტაპი დაეთმო მართულ პრაქტიკას მცირე ჯგუფებში. მონაწილეებმა საკუთარი გამოცდილებისა და ტრენინგზე გაცნობილი მასალის გაანალიზების შედეგად დავგეგმეთ გაგება-გააზრებაზე გამიზნული გაკვეთილები სამფაზიანი მოდელის მიხედვით. პრეზენტაციების დროს ჯგუფებმა წარმოვადგინეთ ვრცლად გაკვეთილის სხვადასხვა ფაზები,აქცენტი გავაკეთეთ კითხვებზე: რატომ შევარჩიეთ ეს ტექსტი, რატომ ავირჩიეთ დაგეგმილი მეთოდები/აქტივობები და დავასაბუთეთ, თუ როგორ შეუწყობდა ხელს ეს აქტივობები მოსწავლეთა გაგება-გააზ
რების უნარებისა და სტრატეგიების დაუფლებას.
                     ბოლოს ტრენერებისაგან მივიღეთ ტრენინგებს შორის შესასრულებელი დავალებები და შევაფასეთ სამუშაო დღე.
ღონისძიების მნიშვნელოვნების დასაბუთება: ჩემთვის მნიშვნელოვანი და ახალი იყო ტექსტის გაგება-გააზრებისათვის საჭირო ეფექტური სტრატეგიები. განსაკუთრებით მომეწონა სამოდელო გაკვეთილი ,,კუსუნას ციხე-სიმაგრე“. დღევანდელმა ტრენინგმა კიდევ უფრო გაამდიდრა ჩემი გამოცდილება. ყოველთვის მაფიქრებდა ის ფაქტი, რომ მოსწავლეებს უჭირდათ ტექსტის გააზრება. ტრენინგზე მიღებულ ცოდნას ეფექტურად გამოვიყენებ გაკვეთილებზე. ახლებურად დავგეგმავ მათ და მჯერა, შედეგიც არ დააყოვნებს. მე და ჩემი კოლეგები დავესწრებით ერთმანეთს გაკვეთილებზე, დავაკვირდებით, როგორ შეიცვლება სწავლის ხარისხი და შედეგებს გავაანალიზებთ  კათედრაზე . ვფიქრობ, ამგვარი მუშაობა აუცილებლად სასიკეთოდ აისახება ჩვენი მოსწავლეების ცოდნის დონეზე.
                                  ხელმოწერა :                                          / ნინო გურეშიძე /
                                                თარიღი: 14 აპრილი, 2013 წელი


                      ტრენინგის მეოთხე დღე- 26 მაისი
მიზანი და ამოცანები : გამოხმაურება შეფასების ბარათებზე; საშინაო დავალების პრეზენტაცია; საინფორმაციო-შემეცნებითი ტექსტის გაგება-გააზრება; სადემონსტრაციო აქტივობა, გაგება-გააზრების სტრატეგიები. კითხვის კომპონენტი: ლექსიკური მარაგი. ტექსტი, როგორც კითხვისა და წერის სწავლების ძირითადი რესურსი. მართული პრაქტიკა მცირე ჯგუფებში : მონაწილეთა მიერ გაკვეთილების/აქტივობების დაგეგმვა. ეფექტური მეთოდები, გარემო და რესურსები საინფორმაციო-შემეცნებითი ტექსტის წაკითხვის სწავლებისათვის. ტრენინგის პირველი მოდულის შეფასება. საშინაო დავალება.
მისაღწევი შედეგები: ტრენინგის მონაწილეებმა შეძლონ საინფორმაციო-შემეცნებითი ტექსტის გაგაება-გააზრების სწავლებისათვის ხელშემწყობი გარემოს ორგანიზება, ეფექტური მეთოდებისა და საჭირო რესურსების გამოყენება; გაიაზრონ ლექსიკური მარაგის მნიშვნელობა კითხვის გაგება-გააზრების პროცესში; გააცნობიერონ სასწავლო დანიშნულების ტექსტის მნიშვნელოვანი მახასიათებლები; შეძლონ კითხვის სწავლებისათვის შესაფერისი ტექსტების/ წიგნების შერჩევა და დამზადება.
რეზიუმე : ტრენინგი დაიწყო შეფასების ბარათების განხილვით. შემდეგ მოვახდინეთ საშინაო დავალების პრეზენტაცია. ჯგუფებში გავუზიარეთ ჩვენს მიერ შესრულებული დავალებები კოლეგებს და ჯგუფიდან ერთმა გავაკეთეთ პრეზენტაციები.
                        შემდეგ ვიმუშავეთ საინფორმაციო-შემეცნებითი ტექსტის გაგება-გააზრებაზე. დავაზუსტეთ, რამ გაართულა ტექსტის გაგება. გავმართეთ დისკუსია თემაზე : რა არის საჭირო ტექსტის სათანადოდ გაგება-გააზრებისათვის. წავიკითხეთ ბატონ პაატა პაპავას სტატია : „როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს ინფორმაციულ ტექსტთან მუშაობაში“ და ავტორს შეკითხვები დავუსვით წერილობით. ტრენერი დაგვპირდა, რომ ამ შეკითხვებს გადასცემდა ადრესატს.
                     მომდევნო ეტაპზე , როგორც მოსწავლეებმა, მონაწილეობა მივიღეთ სამოდელო გაკვეთილში. ეს იყო საინფორმაციო-შემეცნებით ტექსტზე აგებული გაკვეთილი, რომელიც კითხვისა და წერის სხვადასხვა უნარის განვითარებაზე იყო ორიენტირებული.
                     სადემონსტრაციო გაკვეთილზე გამოყენებული მეთოდების შესახებ მიღებული ცოდნის შეჯამებისა და გამთლიანების მიზნით, ჯგუფებში შევავსეთ სტრატეგიების სქემები გაკვეთილის თითოეულ ფაზაზე გამოყენებული ახალი მეთოდების / სტრატეგიების გათვალისწინებით. შემდეგ ვიმსჯელეთ თემაზე : რა არის ლექსიკა და რატომ არის იგი მნიშვნელოვანი? ჯგუფებში ჩამოვწერეთ ლექსიკურ რუბრიკებში შემავალი ისეთი სიტყვები, რომელთა ცოდნაც, ჩვენი აზრით, სასურველია სკოლაში შემსვლელი ბავშვისათვის. სამუშაოს დასრულების შემდეგ ჯგუფთან ერთად გავაკეთეთ სიების პრეზენტაციები. განვიხილეთ ტექსტი : „ ბავშვის ენობრივი განვითარება (სკოლამდელი განათლების პროგრამიდან ), ვიმსჯელეთ ლექსიკური მარაგის განვითარების მიმართულებით კითხვის დაწყების საფეხურზე  მისაღწევ შედეგებზე .
                        ტრენინგი გაგრძელდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების  ეროვნული ცენტრის მიერ შექმნილი ფილმით : „მნიშვნელოვანი სიტყვები“, სერიიდან „კითხვის ეფექტური მეთოდები“. ფილმის ნახვის შემდეგ ჩავერთეთ დისკუსიაში. ვიმსჯელეთ გამოყენებული მეთოდებისა და აქტივობების, ასევე მსგავსი აქტივობების  კლასში განხორციელების შესახებ.
                      საკუთარი გამოცდილებისა და ტრენინგზე გაცნობილი მასალის გაანალიზების შედეგად, ჯგუფთან ერთად დავგეგმეთ გაგება-გააზრებაზე გამიზნუ- ლი გაკვეთილები სამფაზიანი მოდელის მიხედვით. გაკვეთილის გეგმაში შევიტანეთ ლექსიკურ  მარაგზე მუშაობის აქტივობები. პრეზენტაციების დროს დავასაბუთეთ, რატომ შევარჩიეთ ეს მეთოდები /აქტივობები და როგორ შეუწყობს ხელს ისინი მოსწავლეთა გაგება-გააზრების უნარებისა და სტრატეგიების დაუფლებას.
                 დღის ბოლოს მივიღეთ მომდევნო ტრენინგამდე  შესასრულებელი დავალებები და შევაფასეთ ტრენინგის პირველი  მოდული.
ღონისძიების მნიშვნელოვნების დასაბუთება : ტრენინგი, როგორც ყოველთვის, იყო ძალიან საინტერესო , სიახლეებით სავსე და ბევრისმომცემი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო საინფორმაციო ტექსტის გაგება-გააზრებასთან დაკავშირებული სამოდელო გაკვეთილში მონაწილეობა, რადგან მოსწავლეებს ყველაზე მეტად მსგავსი ტიპის ტექსტების გაგება უჭირთ. ვისწავლე ახალი სტრატეგიები, როგორიცაა: „ სიტყვების გამომძიებელი“ და „სემანტიკურ თვისებათა ანალიზი“. ეფექტური იყო  გაკვეთილზე მიღებული ინფორმაციის შედეგად „მახასიათებლების ცხრილის“ შევსება, რაც მოსწავლეებს საშუალებას მისცემს დააზუსტონ გაკვეთილზე მიღებული ცოდნა.ვისწავლე, როგორ შეიძლება დავეხმარო მოსწავლეებს ლექსიკური მარაგის გამდიდრებაში.
                         ტრენინგმა მნიშვნელოვნად გაამდიდრა ჩემი პედაგოგიური გამოცდილება. მიღებულ ცოდნას აქტიურად გამოვიყენებ გაკვეთილებზე სწავლა-სწავლების გაადვილების მიზნით. ვეცდები, ბავშვებს არასაგაკვეთილო პროცესშიც დავეხმარო და  შევურჩიო მათ საბავშვო ლიტერატურა მათი ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით. ფაქტია, რომ სწორად შერჩეული საკითხავი მასალა ავითარებს აზროვნებას და ამდიდრებს ლექსიკურ მარაგსაც.
                                ხელმოწერა :                                       / ნინო გურეშიძე /
                                 თარიღი :       6 ივნისი, 2013 წელი


ტესტები ქართულში

   სახლი  (მერი ბოლქვაძე)
                  თოვს, უჰ, როგორ თოვს! რა სიჩუმეა და რა სიმყუდროვე. მთები ჩუმად დგანან და იყურებიან. ადამიანები სახლებში შეყუჟულან. სახლები საკვამურებიდან ფუმფულა, თბილ ბოლს სვეტებივით უშვებენ. თოვლის ფანტელები თავს ეხვევიან სიცივეში მიყუჩებულ სახლებს.
                   ყველა სახლში ბუხარი ანთია, ყველა სახლის ბუხარში კვერი ცხვება, ტახტზე ბალღები გორაობენ; ხან იცინიან, ხან ტირიან. მარტო ერთი სახლი დგას მოწყენილი. ამ სახლში არც ბუხარი ანთია, არც კვერი ცხვება, არც ონავარი ბალღები ჟრიამულობენ. სახლი ტყის პირას დგას და პატრონს ელის; რამდენი ხანია მარტოა. ნეტავ რისთვის წავიდნენ და ნეტავ რატომ არ ბრუნდებიან?
                     ეზოში არავინ ჭაჭანებს, ქათმის ნაფეხურებიც არ ატყვია თოვლიან მიწას; აბა, მარტო სახლი ვის რად უნდა, თუ პატრონი არსად არის. სახლს გააკანკალა. სცივა. სულ ასე მარტო რომ დარჩეს?
                    -აბა, გაიხედე, ჩვენიანი არავინ მოდის?- ეს მერამდენედ სთხოვს ბეღურა ჩიტს. ჩიტს სახლი ეცოდება და პასუხობს: -არავინაა...
                    და უცებ თოვლის ხრაშუნი მოისმის. მელია გამოჩნდა. -მელია, მელაკუდა! - გაუხარდა სახლს- მოდი, ჩემთან იცხოვრე, მარტო ყოფნა აღარ შემიძლია!
                    -არა, მაგოდენა სახლში რა გავაკეთო, გავიყინები. ჩემი სორო სჯობს, პატარაა და თბილია. სახლი შეეხვეწა:  - აანთე ბუხარი, შენც გათბები და მეც!
                   - არ შემიძლია, ცეცხლის დანთება მარტო ადამიანებმა იციან!- თქვა მელამ და სასწრაფოდ გაიქცა.
                    ახლა კურდღელმა ჩამოურბინა სახლს.  -კურდღელო, კურდღელო, მოდი, ჩემთან იცხოვრე! - კურდღელსაც დაუძახა სახლმა.
                   -მოვიდოდი, მაგრამ მაგოდენა სახლში რა გავაკეთო. სიცივით გავიყინები. ჩემი სორო მირჩევნია, პატარაა და თბილია.
                   -მოდი ბუხარი აანთე, შენც გათბები და მეც! - სთხოვა სახლმა. -ცეცხლის ანთება მარტო ადამიანებმა იციან! - თქვა კურდღელმა და გაიქცა. მერე ფისო გამოჩნდა. - იჰ, ამას სიცივეში რა გააჩერებს, თბილ ადგილს ეძებს. უცებ ქარი ამოვარდა, ჭუჭრუტანებიდან სახლში შეძვრა და ისე დაუსტვინა,ჩიტებს შეეშინდათ.
                  -ესღა მაკლდა! - მოიბუზა სახლი.  -მე ვიქნები შენთან! - შეთავაზა ქარმა.  -ვიცი, შენ სიამოვნებით იცხოვრებდი ჩემთან, მაგრამ რა გაგიძლებს, ყირაზე დამაყენებ!- იუარა სახლმა.
                  -უუუუუ!  აი, ეს კი მატარებელია! ყოველდღე დადის. ამ სახლში კი არავინ მოჰყავს, თუმცა სულ ჰპირდება, მოგიყვანო. ახლაც ჩამოდგა სადგურში. მერე ისევ აკივლდა და წავიდა.   -წავიდა, რა ენაღვლება, თვითონ სულ სავსეა ხალხით! - ამოიოხრა სახლმა. ქარმა უფრო დაუბერა, კიდევ დაუსტვინა ჭუჭრუტანებში. ჩიტმა კიდევ გაიხედა გზაზე.
                   - ბიჭოს! ვიღაცები გამოჩნდნენ. აქაურებს არა ჰგვანან. სამნი მოდიან: ქალი, კაცი და ბავშვი. წინ ქალი მოდის, უკან - კაცი, შუაში ბავშვი ჩაუყენებიათ. გვერდით ძაღლიც მოჰყვებათ. ჭიშკარს მოადგნენ, არც დაუძახიათ, პირდაპირ შემოვიდნენ ეზოში...
                  -ჩვენი სახლი! - ხელები გაშალა გოგონამ. მერე ტაში შემოჰკრა, პირველი ავარდა კიბეზე, თან ძაღლი მიჰყვა. მერე კაცი ავიდა და კარები გააღო. კაცმა ბარგი აზიდა.
                  - უჰ, როგორ ცივა! - ოთახში ფეხი შედგა თუ არა, თქვა გოგონამ. - უჰ, როგორ ცივა! - თქვეს ქალმა და კაცმაც. ძაღლიც ალბათ ამას იტყოდა, ლაპარაკი რომ შეძლებოდა. გოგონასთან ერთად ოთახებს დაურბინა და ყველაფერი გულმოდგინედ დაყნოსა. ქალმა დარაბები დააღო, ოთახი განათდა. კაცმა შეშა მოიტანა და ცეცხლი დაანთო.
                   ოთახში სითბო დატრიალდა.გაიხარა სახლმა. ქარს მოერია. ჭუჭრუტანებიდანაც კი არ შემოუშვა. გაყინული ფანჯრის მინები დაიორთქლა და ნელ-ნელა წყლის წვეთები გაჩნდა. წვეთები ღაპაღუპით ჩამოცვივდნენ მინაზე.
                   - სახლი ტირის!- თქვა გოგონამ. ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა. მარტო ხმელი შეშა ტკაცუნობდა ბუხარში.
                   - რა იყო ანი? - შეეშინდა დედას. - სახლი ტირის... სიხარულისგან ტირის... - თავისთვის ჩურჩულებდა გოგონა. დედას კი ხმამაღლა უპასუხა : - არაფერი, რა უნდა იყოს. დედაც დაწყნარდა და საქმე განაგრძო. მერე ადგა, ფანჯარასთან მივიდა, მინას წვეთები ცრემლებივით შეუმშრალა. სახლში თითქოს კიდევ უფრო დათბა. გოგონა იდგა და გასცქეროდა, როგორ უერთდებოდა მათი სახლის კვამლი სხვა სახლების საკვამურებიდან ამოსულ ბოლს, მაღლა, ძალიან მაღლა ცაში რომ უჩინარდებოდა. სახე სიხარულის ღიმილმა გაუნათა და ბოლს ცასთან მისატანი სურვილი ჩაუთქვა: გთხოვ, ყოველთვის ერთად ვიყოთ: დედა, მამა, ჩვენი ძაღლი და ჩვენი თბილი სახლი.
1)რით განსხვავდებოდა ეს სახლი სხვა სახლებისაგან?--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
2)რატომ არის სახლი მოწყენილი?--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
3) მელიას შემდეგ, რამ ჩამოურბინა სახლს?-----------------------------------------
4)მოთხრობის მიხედვით, რისი გაკეთება ვერ შეძლეს ცხოველებმა, რაც მხოლოდ ადამიანს შეუძლია?-----------------------------------------------------------
5)სად ჩანს, რომ სახლს მარტო დარჩენის ეშინია?----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
6)რატომ არ მოინდომა სახლმა, რომ ქარს ეცხოვრა მასთან?----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
7)სახლს რომ ლაპარაკი შეძლებოდა, რას ეტყოდა ადამიანებს?----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
8)როგორი იყო გოგონა? დაასაბუთე ტექსტიდან!---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
9)რას ურჩევდი სახლის ახალ ბინადრებს?----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
10)მოძებნე ტექსტში, რას იტყოდა ძაღლი, ლაპარაკი რომ შეძლებოდა---------------------------------------------------------------------------------------------------------
11)რა არის ამ ამბავში დაუჯერებელი?---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
12)როგორ გადმოგვცა ავტორმა სახლის სიხარული?----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
13)სად ჩანს, რომ გოგონა მზრუნველი იყო?---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
14)რა სურვილი ჩაუთქვა გოგონამ ბოლს, ცასთან მისატანი?-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
                                           გრამატიკა
1)შემოხაზე ვითარების ზმნისზედა:
წყლის წვეთები ღაპაღუპით ჩამოცვივდა მიწაზე.
2)მიუწერე, რომელ ბრუნვაშია:
კურდღელმა----------------------------                   სვეტებად--------------------------
მთები------------------------------------                   სახლი------------------------------
ქათმის-----------------------------------                   ადამიანებო------------------------
მატარებელს----------------------------
3) შემოხაზე არსებითი სახელი:
ახლა კურდღელმა ჩამოურბინა სახლს.
4)შემოხაზე ზედსართავი სახელი:
სახლები საკვამურიდან ფუმფულა კვამლს უშვებენ.
5)შემოხაზე ზმნები:
კაცმა შეშა შემოიტანა და ცეცხლი დაანთო.   
6)მოძებნე ტექსტში მსგავსი სიტყვები:
შემალულან-----------------------------       ეხვეწება-------------------------
დამშვიდდა-----------------------------       თვალს ეფარებოდა-----------------------
7)რას ნიშნავს :  ,,ეზოში არავინ ჭაჭანებს“?
ა)არავინ ყვირის               ბ)არავინ ჩანს                გ)არავინ იმალება
8)გაასწორე შეცდომები და ისე გადაწერე: ,,სახლი ტყისპირას დგას და პატრონს ელის. ძაღლმა ყველაფერი გულ მოდგინედ დაყნოსა. მელა სასწრაფოთ გაიქცა.მალე ეზოში შემოვიდენ.----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
8)ამოწერე ტექსტიდან  5არსებითი სახელი და 5 ზმნა



                          ციკლოპი და სათვალე   (ლელა ქისტაური)
                იყო ერთი პატარა კუნძული. ამ პატარა კუნძულზე ცხოვრობდა პატარა ციკლოპი. ციკლოპს მხოლოდ ცალი თვალი ჰქონდა... და ისიც ცხვირის ზემოთ.
                 ციკლოპს ძალიან უყვარდა პლაჟზე ყოფნა. იჯდა და ქვიშისაგან ციხე - კოშკებს აშენებდა. მაგრამ კუნძულზე ძალიან ცხელოდა. მზე სულ აცხუნებდა და აცხუნებდა. ციკლოპს მზეზე ის ცალი თვალიც ეხუჭებოდა.
                  ციკლოპმა მეგობარ მაიმუნს ჰკითხა რჩევა. - მზის სათვალე უნდა იშოვო! - უთხრა მაიმუნმა. - დიდი მადლობა, მეგობარო! - დაიძახა ციკლოპმა და მაღაზიისკენ გაიქცა.
-მზის სათვალე გაქვთ? - ჰკითხა ციკლოპმა გამყიდველ თოლიას.
-როგორ არა, აი მზის სათვალეები. თქვენ როგორი გნებავთ?
               - მე ისეთი სათვალე მინდა, რომ მზეში თვალი არ დამეხუჭოს, - უთხრა ციკლოპმა.
               - აი, ამ თაროზე აწყვია. აირჩიეთ და მოისინჯეთ. სარკეც აქვეა, - უთხრა თოლიამ და თავისთვის ჩაიცინა.
                ციკლოპმა სათვალე აიღო და... მიხვდა, რომ ასეთ სათვალეს ვერ გაიკეთებდა. - მე ხომ ცალთვალა ვარ. გაქვთ ისეთი სათვალე, რომელსაც ერთი თვალი აქვს? - ჰკითხა ციკლოპმა თოლიას. - არა, სამწუხაროდ ასეთი სათვალე არ გვაქვს, - უპასუხა თოლიამ.
                ციკლოპი დაღონებული გამოვიდა მაღაზიიდან. ციკლოპმა სხვა მეგობრებსაც ჰკითხა რჩევა.
              - ღამღამობით უნდა იარო! - უთხრა ღამურამ.
              -ქვის ქვეშ უნდა შეძვრე! - უთხრა ხვლიკმა.
              - სჯობს კეპი იყიდო! - უთხრა კუმ.
ციკლოპმა თვალი მოწკურა და ჩაფიქრდა. ახლაც ფიქრობს : ღამღამობით იაროს, ქვის ქვეშ შეძვრეს, თუ კეპი იყიდოს?

                        
                      კითხვები ტექსტის გააზრებისათვის:

1)    სად ცხოვრობდა ციკლოპი?---------------------------------------------------------
2)    რით განსხვავდებოდა ციკლოპი სხვებისგან?-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
3)    რა უყვარდა მას ძალიან? რატომ?---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
4)    რატომ აწუხებდა ციკლოპს მზე?----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
5)    რატომ ვერ გაიკეთებდა ციკლოპი ჩვეულებრივ სათვალეს?--------------------------------------------------------------------------------------------------------------
6)    რამ დააღონა მაღაზიიდან გამოსული ციკლოპი?---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
7)    რა ურჩიეს მას:
მაიმუნმა-------------------------------------------------------------------------------
ღამურამ-------------------------------------------------------------------------------
ხვლიკმა-------------------------------------------------------------------------------
კუმ--------------------------------------------------------------------------------------
8)    შენ რას ურჩევ ციკლოპს, როგორ მოიქცეს?----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
9)    შემოხაზე მოქმედების აღმნიშვნელი სიტყვა:
,,ციკლოპი დაღონებული გამოვიდა მაღაზიიდან.“
    10)შემოხაზე არსებითი სახელი:
            ,,ღამღამობით უნდა იარო - უთხრა ღამურამ.“
    11)შეადგინე წინადადებები სიტყვებზე:  სათვალე, რჩევა, მზე.
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
    12)დათვალე, რამდენი თანხმოვანია სიტყვებში და მიუწერე:
ცხოვრობდა-----                         აცხუნებდა-----                            ცალთვალა-----                      


         









ტესტები მათემატიკაში

   მათემატიკის ტესტი-IV კლასი, I სემესტრი 2013 წელი
1)ჩაწერე რიცხვები:
ოთხას ორი ათასი----------------                ასი ათას ერთი-------------------
ას ორმოცი ათასი-----------------                შვიდასი ათას სამასი--------------
2)დაალაგე ზრდადობით:
65 729,   72 009,   652 431,   914 302,   70 825,   92 538
3)მიუწერე, რომელი თანრიგის ერთეულს გვიჩვენებს ციფრი 5 შემდეგ რიცხვებში:
25 271---------------          797 523-----------------             580 487------------------
12 065---------------          7958--------------------              156 200------------------
4)შეასრულე მიმატება ქვეშმიწერით:
57 804+6965               120 992+52 318                 780 047+205 963
5)გამოაკელი რიცხვები ქვეშმიწერით:
47 307-15 479              80 403-7 429                     900 000-48 906
6)        ანას-----50 ლარი
            წიგნი---8 ლ.85თ.
            ალბომი----27ლ.78 თ.
რამდენს დაუბრუნებენ ანას ხურდას?


7)იპოვე უცნობი კომპონენტი:
X-18 425=709                          5000-X=2704                          X+37 429=609423







ტესტები ბუნებაში

ტესტები                                        
ბუნება- III  კლასი-2012 წელი
1)რა ჰქვია ვარსკვლავებიან ცას?
ა)გალაქტიკა   ბ)მეტეორიტი  გ)თანავარსკვლავედი
2)როდის არის ჩრდილი ყველაზე მოკლე?
ა)დილით   ბ)შუადღისას   გ)საღამოს
3) ჩამოწერე სიცოცხლის ნიშნები:

4)გაანაწილე ცხოველები ცხრილში კვების მიხედვით:
             ირემი   კურდღელი    მგელი     ღორი
          მელა    ლომი   ზღარბი   დათვი    ჟირაფი
ბალახისმჭამელი
ხორცისმჭამელი
ნაირმჭამელი










5)ჩამოწერე სუნთქვის ორგანოები:

6)ჩამოწერე, რით მოძრაობენ ცოცხალი ორგანიზმები:

7)რა ჰქვია ყვავილის ტკბილ წვენს?
ა)ბადაგი       2)ნექტარი       3)ნესტარი
8)რით  ხდება ყვავილების დამტვერვა?

9)რა ჰქვია თევზის კვერცხს?
ა) თავკომბალა   ბ)ლიფსიტა   გ)ქვირითი
10) დააჯგუფე ცხოველები ცხრილში გამრავლების
მიხედვით:   ბაყაყი, თაგვი, დელფინი, გველი, არწივი,
                        ირემი, ძაღლი, ვეშაპი, თევზი, მერცხალი
კვერცხისმდებელი
ცოცხლადმშობი











11)ჩამოწერე მთის ნაწილები

12)ერთმანეთზე  გადაბმული მთები ქმნის:
ა)უღელტეხილს   ბ)ზეგანს   გ)ქედს
13)რომელია საქართველოში:
ა)ყველაზე ლამაზი ტბა-------------------------------------
ბ)ყველაზე ღრმა ტბა-----------------------------------------
გ)ყველაზე გრძელი მდინარე-------------------------------
 14)   რომელია მსოფლიოში:
ა)ყველაზე ღრმა ტბა-----------------------------------------
ბ)ყველაზე დიდი ტბა----------------------------------------
გ)ყველაზე გრძელი მდინარე-------------------------------
15)ეთანხმები, თუ არა?
მზე დიდი ვარსკვლავია-----------
დედამიწა მზის გარშემო ბრუნავს-------------
სხვადასხვა საგანს სხვადასხვა ფერის ჩრდილი აქვს----
ციცაბო კალთაზე უფრო ადვილია ასვლა-----------------
მთა ბორცვზე მაღალია--------------------
თეთრი დათვი უდაბნოს ბინადარია----------------
16)რა ჰქვია ღარს, რომელშიც მდინარე მიედინება:
ა)სათავე    ბ)შესართავი    გ)კალაპოტი
17)რით განსხვავდება ტბა წყალსაცავისგან?

18)რომელი ტბაა მლაშე, გამდინარე, თუ გაუმდინარი?

19)რა ფერითაა აღნიშნული რუკაზე მლაშე ტბები?
ა)ცისფერით    ბ)იასამნისფერით    გ)მწვანით
20)რაში სჭირდება ცხოველებს თავშესაფარი?

21)რომელი ცხოველები დაფრენენ ფრინველების გარდა?
22)რა ერქვა ადრე შავ ზღვას?-------------------------------
23)რისთვის ვიყენებთ გეგმას?------------------------------------------------------------------------------------------------24)რა არის აუცილებელი იმისთვის, რომ გავიგოთ რა ობიექტებია გამოსახული გეგმაზე?
ა)პირობითი ნიშნები   ბ)რუკა      გ)გლობუსი
25)დაწერე, რას გააკეთებ ბუნების დასაცავად როცა გაიზრდები: