Saturday, January 4, 2014

პროექტები

                                              პროექტის განაცხადი
პროექტის ხელმძღვანელი
ნინო გურეშიძე
პროექტში მონაწილენი
ნინო გურეშიძე, ნინო ლოლაძე, ფიქრია ტალახაძე, მაია ჭიპაშვილი
დასაწყისი
4 მარტი
დასასრული
7 მარტი
ბიუჯეტი /რესურსები
სამუშაო მასალით ბავშვებს ვუზრუნველვყოფთ პედაგოგები. თაბახის ფურცლები, ფერადი ქაღალდები, ფერადი ფანქრები, წებო, მაკრატელი, ინტერნეტი
მიზანი
საით გვსურს წასვლა?
რას გვინდა მივაღწიოთ?
პატარები გააცნობიერებენ დედის როლსა და მნიშვნელობას, დააზუსტებენ, როგორ უნდა მოიქცნენ, რომ დედა გაახარონ და ამაგი დაუფასონ. დედისადმი სიყვარულს და განწყობას გადმოსცემენ ნახატებში, დაამზადებენ მისალოც ბარათებს, აპლიკაციის გამოყენებით ააწყობენ სარვამარტო თაიგულებს; მონაწილეობას მიიღებენ თემასთან დაკავშირებით მოწყობილ კონკურსში, შეისწავლიან ლექსებს დედაზე, წაიკითხავენ შერჩეულ მოთხრობებს და იმსჯელებენ მათ მორალზე
არსებული მდგომარეობა
რა მდგომარეობაა ამ მომენტისათვის? რა პრობლემები არსებობს?
ამ მომენტისათვის ბავშვები გამოხატავენ სურვილს პროექტის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობისას.შესასრულებელ ამოცანებს დავგეგმავთ მათი ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით. პრობლემაა სკოლაში ინტერნეტის არქონა, მაგრამ ვიმუშავებთ სახლებში.
განსახორციელებელი ამოცანები
რა უნდა გაკეთდეს?
რა დროში?
რა თანმიმდევრობით?
                                    4 მარტი
ა)ხატვა თემაზე ,,ჩემი დედიკო“
ბ)მისალოცი ბარათების დამზადება
(პასუხისმგებელი განხორციელებაზე: მაია ჭიპაშვილი)
                                       5 მარტი
                   დისკუსია თემებზე: 
ა) ,,როდის გრძნობს დედა თავს ბედნიერად“
ბ),,რას შევცვლიდი ჩემს ქევებში დედა რომ გავახარო“
გ),,რას ვუსურვებ დედას?“
9) პასუხისმგებელი განხორციელებაზე: ნ. ლოლაძე
                                          6 მარტი
კონკურსი: ,,აი, ნამდვილი შვილი, აი, ვის უყვარს დედა“
ა)კროსვორდის ,,გილოცავ დედა“ შევსება
ბ)სიტყვა ,,დედას“ გამოყენებით სიტყვების შედგენა
გ)დაშიფრული სიტყვის ,,სიხარული“ გამოცნობა
დ) ცხოველების და ფრინველების გამოცნობა მითითებული ნიშნების მიხედვით
ე)აპლიკაციის გამოყენებით სარვამარტო თაიგულების აწყობა
პასუხისმგებელი განხორციელებაზე: ნ. გურეშიძე
                                7 მარტი
კლასის საათი: ,,ქალი ბევრია ამ ქვეყანაზე, მაგრამ დედა კი       მართლა ღმერთია“
ა)დედაზე ლექსების თქმა და მოთხრობების წაკითხვა
ბ)პროექტის შეჯამება
პასუხისმგებელი ჩატარებაზე: ფიქრია ტალახაძე

შედეგი
ბოლოს რა შედეგზე გვსურს გასვლა?
პროექტის შედეგად ბავშვები უფრო მეტად დააფასებენ დედის ამაგს; ეცდებიან მოიქცნენ უკეთესად, რომ დედა გაახარონ. დედას მიუძღვნიან თავიანთი ხელით დამზადებულ მისალოც ბარათებს და ნახატებს. დაგეგმილ აქტივობებზე მუშაობისას განავითარებენ სახელოვნებო და საკომუნიკაციო უნარ-ჩვევებს.
შეფასება
როგორ, რა ინსტრუმენტებით განვსაზღვრავთ, როგორ მიმდინარეობს მუშაობის პროცესი და გავედით, თუ არა შედეგზე?
პროექტს შევაფასებინებ კოლეგებს. ჯგუფის წევრები დავაკვირდებით ერთმანეთის მუშაობას პროექტის მიმდინარეობისასაც სპეციალური შეფასების რუბრიკების საშუალებით



                                            


                                         პროექტის  ანგარიში
პროექტის დასახელება:  ,,ქალი ბევრია ამ ქვეყანაზე, მაგრამ დედა კი მართლა ღმერთია“
პრობლემის განსაზღვრა და მისი აქტუალურობის  დასაბუთება: გვსურდა სათანადოდ აგვეღნიშნა დედის დღე 3 მარტი და ქალთა საერთაშორისო დღე 8 მარტი.დედის თემა არასოდეს კარგავს აქტუალურობას, მით უმეტეს სპეციალურად მისთვის დაწესებულ საზეიმო დღეებში. ბავშვებს შევუქმენით სათანადო გარემო და მივეცით შესაძლებლობა კიდევ ერთხელ გამოეხატათ დედის სიყვარული და პატივისცემა.
მიზანი:  პროექტის მიზანი იყო დავხმარებოდით მოსწავლეებს იმის გაცნობიერებაში, რომ გადაუხდელი და შეუფასებელია დედის ამაგი; შეგვექმნა მათთვის მოტივაცია დედის, ქალისადმი მზრუნველობითი დამოკიდებულების გამოხატვის,დაგვეფიქრებინა პატარები, თუ როგორ ჯობია მოიქცნენ დედის გასახარებლად; მიეღოთ მონაწილეობა ჩვენს მიერ დაგეგმილ აქტივობებში; შედეგად- თვითონაც შექმნოდათ ხალისიანი განწყობა და დედაც გაეხარებინათ პროექტის ფარგლებში შექმნილითავიანთი ნამუშევრებით.
ამოცანები და განხორციელების გზები :  დასახული მიზნის მისაღწევად დავგეგმეთ და შევასრულეთ შემდეგი ამოცანები :
              4 მარტს შევკრიბეთ დაწყებითი კლასის ყველა მოსწავლე,დავურიგეთ სამუშაო მასალები და ვთხოვეთ  ჯერ შეესრულებინათ ნახატები თემაზე: ,,ჩემი დედიკო“, შემდეგ კი დედისათვის მისალოცი ბარათები დაემზადებინათ.ბავშვებმა ძალიან საინტერესო ნამუშევრები შექმნეს. ნახატებში გადმოსცეს დიდი სიყვარული დედისადმი და გამოხატეს საზეიმო განწყობა-ამაზე მეტყველებდა მათ მიერ გამოყენებული  ნათელი ფერები. პატარების მიერ დამზადებული მისალოცი ბარათები კი სავსე იყო კეთილი სურვილებით. გამორჩეულად კარგი ნამუშევრების ავტორები იყვნენ:  ლიკა და თენგიზ კამკამიძეები, კესო ჩხიკვაძე, მარიამ კვირიკაშვილი და ხატია შველიძე.
                      5 მარტს ბავშვებს შევთავაზეთ დისკუსია თემებზე:
1)      ,,როდის გრძნობს დედა თავს ბედნიერად“
2)      ,,რას შევცვლიდი ჩემს ქცევებში დედა რომ გავახარო“
3)      ,,რას ვუსურვებ დედას“
      მოსწავლეები აქტიურად ჩაებნენ დისკუსიაში. მათი პასუხები იყო ძალიან
გულწრფელი.კარგად ჰქონდათ გააზრებული, თუ რა ახარებს დედას და რა შეუძლიათ მათ გააკეთონ მისი ბედნიერებისათვის. გაიხსენეს თავიანთი ცხოვრებიდან ისეთი შემთხვევები, როცა ნებით, თუ უნებლიედ დედას გული ატკინეს. ბავშვები დაგვპირდნენ, რომ მომავალში გაცილებით უკეთესად მოიქცევიან, რათა დედამ თავი ბედნიერად იგრძნოს და დიდხანს იცოცხლოს. მრავალფეროვანი და საინტერესო იყო მათი სურვილები დედისადმი: ხატიას სურს დედას დიდი და ნათელი სახლი ჰქონდეს; ანას დედიკოსთვის ლამაზი კაბები უნდა; მარიამს იმდენი ფული, რომ ძამიკო მოარჩინოს და დედას ეს დარდი დაავიწყოს; ლიკას უნდა დედა სულ ხალისიანი იყოს და არასოდეს დაიღალოს, ამიტომ აპირებს საოჯახო საქმეები თვითონ გააკეთოს; კესო ოცნებობს დედა არასოდეს გახდეს ავად, არ დაბერდეს და სულ ახალგაზრდა და ლამაზი იყოს...
                        6 მარტი პროექტის ყველა მონაწილისათვის ძალიან ემოციური და ხალისიანი გამოდგა. ბავშვები დილიდანვე მოუთბენლად ელოდნენ კონკურსის ,,აი, ნამდვილი შვილი, აი,ვის უყვარს დედა“-ს  დაწყებას. გაკვეთილების შემდეგ შევიკრიბეთ, დავყავით მოსწავლეები თანაბარი სიძლიერის გუნგებად და გავაცანით კონკურსის პირობები. გუნდებმა თვითონ დაირქვეს სახელები: ია(ლიდერი- კესო ჩხიკვაძე) ,  ყოჩივარდა (ლიდერი- მარიამ კვირიკაშვილი) და ენძელა( ლიდერი- ლიკა კამკამიძე). პატარებმა შესანიშნავად გაართვეს თავი დავალებებს და თითქმის ერთნა-
ირი ქულები დაიმსახურეს. აი კონკურსის შედეგების ცხრილი :
                         აქტივობები
     ია
ენძელა
ყოჩივარდა
,,დედა“-ს გამოყენებით  სიტყვების მოფიქრება
10
8
8
კროსვორდი ,,გილოცავ, დედა!“
11
10
10
გამოცნობა დასახელებული ნიშნებით
8
7
8
რებუსი : ,,იცოცხლე, დედა!“
3
5
5
სიტყვის გასაღების პოვნა
5
5
5
აპლიკაციის გამოყენებით თაიგულის ,,აწყობა“
6
10
17
საბოლოო შედეგი
43
45
43

როგორც შედეგებიდან ჩანს, გაიმარჯვა ლიკა კამკამიძის გუნდმა ,,ენძელა“-მ.                       
                  7 მარტს, პროექტის დასკვნით ეტაპზე, ჩავატარეთ კლასის საათი : ,,ქალი ბევრია ამ ქვეყანაზე, მაგრამ დედა კი- მართლა ღმერთია!“. მოსწავლეებმა კლასების მიხედვით წარმოადგინეს მხატვრული კომპოზიციები: ლექსები დედაზე და მინი-სპექტაკლები, წაიკითხეს თემასთან დაკავშირებული მოთხრობები. ბოლოს შევაჯამეთ პროექტის ფარგლებში შესრულებული აქტივობები. ბავშვებს გადავეცით თავიანთი ნამუშევრები- ნახატები და მისალოცი ბარათები და ვთხოვეთ ეჩუქებინათ დედიკოებისათვის. მოსწავლეებმა გამოხატეს კმაყოფილება პროექტში მონაწილეობასთან დაკავშირებით და დიდი სურვილი მომავალში მსგავს ღონისძიებებში აქტიურად ჩაბმის.
                                                   ხელმოწერა :                              /ნ. გურეშიძე /
                                                      თარიღი : 13 მარტი, 2013 წელი






















92-67


38+45


    7x9


56:8


14-6


 7+9


 342+457



100-17








           იპოვე    სიტყვის გასაღები :

                                   ხ-----63
                                    ლ-----799
                                     უ------16
                                     ი-------83
                                     რ------8
                                     ა-------7
                                     ს-------25




 გაზაფხულის მახარობელი ყვავილი--------------

ფრინველი, რომელიც ხეზე არასოდეს მჯდარა----------

ფრინველი, რომელიც კვერცხს სხვის ბუდეში დებს-----

შინაური ცხოველი, სახლის დარაჯი--------------------

ყველაზე მშიშარა ცხოველი---------------------

ყველაზე ნელა მოსიარულე ცხოველი-------------

,,ძილისგუდა“ ცხოველი---------------

 ყველაზე გრძელკისერა ცხოველი-----------------------

ფრთებიანი ცხოველი------------
ფრინველი, რომელიც ბუდეს მაღალ კლდეზე იკეთებს-----------------------------------

                                       
                                                პროექტის განაცხადი
პროექტის ხელმძღვანელი
ნინო გურეშიძე
პროექტის მონაწილენი
პედაგოგები: ნინო გურეშიძე, ნინო ლოლაძე, ფიქრია ტალახაძე, მაია ჭიპაშვილი, ლელა ბარბაქაძე, დაწყებითი კლასის ყველა მოსწავლე
დასაწყისი
1 დეკემბერი
დასასრული
21 დეკემბერი
ბიუჯეტი/რესურსები
მასწავლებლები თვითონ შევიძენთ სამუშაო მასალას, (ფერადი ქაღალდები და წებო, ბაიას კოსტუმისათვის ნაძვის ხის ციმციმა მანათობელი). საახალწლო საჩუქრებისათვის დირექცია დაგვაფინანსებს 100 ლარით
მიზანი
საით გვსურს წასვლა?
რას გვინდა მივაღწიოთ?
გვსურს სკოლაში საახალწლო განწყობის შექმნა,ბავშვების გახარება, მათთვის სახელოვნებო უნარების განვითარება, საახალწლო სპეკტაკლის დადგმა, მოსწავლეთა დაჯილდოება შესაბამის ნომინაციებში
არსებული მდგომარეობა
რა მდგომარებაა ამ დროის-
თვის? რა პრობლემები არსე-
ბობს?
მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი კლასების მორთვის, სურთ სპექტაკლში მონაწილეობა, თოვლის ბაბუასაგან ელოდებიან საახალწლო საჩუქრებს. პრობლემაა რესურსების მოძიება, სცენარის შექმნა, მოსწავლეთათვის კოსტუმების შერჩევა





განსახორციელებელი
ამოცანები
რა უნდა გაკეთდეს? რა თანმიმდევრობით? რა დროში?
მოვიძევთ საჭირო რესურსებს,დავეხმარებით ბავშვებს საახალწლო აქსესუარების დამზადებაში და კლასების მორთვაში, შეადგენენ აფიშას სპექტაკლისთვის, გააფორმებენ მოსაწვევ ბარათებს. პარალელურად ვიმუშავებთ სპექტაკლის სცენარზე, რეგულარულად ჩავატარებთ რეპეტიციებს. ამ აქტივობების შესასრულებლად საჭიროა 3 კვირა.
შედეგი
ბოლოს რა შედეგზე გვსურს გასვლა?

პროექტის ბოლოს, 21დეკემბერს ჩავატარებთ შემაჯამებელ ღონისძიებას. მოვიწვევთ სტუმრებს და მათაც შევუქმნით საახალწლო განწყობას.მოს-
წავლეები წარმოაჩენენ თავიან ცოდნას და უნარ-
ჩვევებს,როგორიცაა: გამართული მეტყველება, ფანტაზია,ემოციის გამოხატვის უნარი, შემოქმედებითობა,სახელოვნებო უნარები (ცეკვა და სიმღერა)
შეფასება
როგორ, რა ინსტრუმენტებით განვსაზრღვრავთ, როგორ მიმდინარეობს მუშაობის პროცესი და გავედით თუ არა შედეგზე?
პროექტს შევაფასებინებ კოლეგებს, ჯგუფის წევრები ერთმანეთის მუშაობას შევაფასებთ პროექტის მიმდინარეობისასაც სპეცილური კითხვარების საშუალებით.
(შეფასების რუბრიკები თან ერთვის)








                                პროექტის ანგარიში
ღონისძიების დასახელება : პროექტი ,,ახალი წლის მოლოდინში“
პროექტის ხანგრძლივობა : 3კვირა (1 დეკემბრიდან 21 დეკემბრის ჩათვლით)
მიზანი და ამოცანები: პროექტის მიზანი იყო სკოლაში საახალწლო განწყობის შექმნა, მოსწავლეებში სახელოვნებო უნარების განვითარება, მათი ფანტაზიით საახალწლო აქსესუარების დამზადება და კლასების მორთვა,სპექტაკლისათვის აფიშის შექმნა, მშობლებისა და მასწავლებლებისათვის მოსაწვევი ბარათების გაფორმება, საახალწლო სპექტაკლის ,,ოპერაცია ციცინათელა“მომზადება და ჩატარება, დეკორაციების დამზადება და სცენის მირთვა.
რეზიუმე : შევიკრიბეთ დაწყებითი კლასის მასწავლებლები და ვიმსჯელეთ, თუ რა სახის პროექტი დაგვეგემა საახალწლოდ, რათა მაქსიმალურად ჩაგვება მოსწავლეები სამუშაო პროცესში, აგვემაღლებინა მათში საახალწლო განწყობა და რაც შეიძლება მეტი სიხარული მოგვეტანა ბავშვებისათვის. აღმოჩნდა, რომ ტრადიციადქცეული კლასების მორთვის ინიციატივა წელსაც უკვე თვითონ ბავშვებიდან მოდიოდა. ფიქრია ტალახაძემ გვამცნო, რომ მის მოსწავლეებს ძალიან უნდათ საახალწლოდ სპექტაკლში მიიღონ მონაწილეობა, აფიშის დამზადებასაც აპირებენო. მე გავაკეთე პროექტის  განაცხადი,სავარაუდო აქტივობებით. კოლეგებმა ჩემი აზრი ერთხმად მოიწონეს. დავაზუსტეთ განსახორციელებელი ამოცანები, განვსაზღვრეთ მოსალოდნელი შედეგები და გავინაწილეთ დავალებები, შევთანხმდით პროექტის სათაურზეც. გადავწყვიტეთ, რომ საახალწლო აქსესუარების დამზადებასა და კლასების მორთვაში ჩვენ-ჩვენს სადამრიგებლო კლასებს თვითონ გავუწევდით დახმარებას და მონიტორინგს. მე ვითავე სპექტაკლის შერჩევა და სცენარის მომზადება. მაია ჭიპაშვილი


დაგვპირდა, რომ ბავშვებს როლებს გაუნაწილებდა. მუსიკის პედაგოგმა ლელა ბარბაქაძემ სპექტაკლის მუსიკალურად გაფორმება დაივალა. შევთანხმდით, რომ ჯერ ჩვენს მოსწავლეებს დავეხმარებოდით როლების სწავლაში, შემდეგ კი მორიგეობით ჩავატარებდით რეპეტიციებს. ნინო ლოლაძემ გამოიჩინა ინიციატივა, რომ სკოლის დირექტორს და სამეურვეო საბჭოს თხოვდა, შესაძლებლობის ფარგლებში, სკოლის საკუთარი შემოსავლიდან (იგულისხმება თაფლის რეალიზაციიდან შემოსული თანხა) გამოეყო გარკვეული თანხა საახალწლო საჩუქრების შესაძენად. უზრუნველყოფდა მის შეძენას და ადგილზე მოტანას. ფიქრია ტალახაძემ დაივალა, რომ ბავშვებს დაეხმარებოდა მოსაწვევებისა და აფიშის დამზადებაში, თან უზრუნველყოფდა პროექტის მიმდინარეობის მნიშვნელოვანი ეტაპების  დაფიქსირებას ციფრული ფოტოაპარატით.  დავგეგმეთ პროექტის წარმატებით შესრულებისათვის საჭირო აქტივობები და დავასკვენით, რომ მათი რეალიზებისათვის საჭირო იყო სამი კვირა--1დეკემბრიდან 21 დეკემბრის ჩათვლით.პროექტის ხელმძღვანელობა დამევალა მე.
                     მოვიძიე ღონისძიებების მასალები, შევარჩიე სპექტაკლი : ,,ოპერაცია ციცინათელა“, მოვამზადე სცენარი ჩვენი მოსწავლეების შესაძლებლობების გათვალისწინებით. ლელა ბარბაქაძემ შეარჩია შესაბამისი სიმღერები, რომლებმაც კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახადა სცენარი. მაია ჭიპაშვილმა მოსწავლეთა სურვილებისა და ჩვენი  რეკომენდაციების გათვალისწინებით გაანაწილა როლები და დავიწყეთ მუშაობა გეგმის მიხედვით. გაკვეთილების შემდეგ სიამოვნებით რჩებოდნენ ბავშვები და ვამზადებდით საახალწლო აქსესუარებს, ვრთავდით კლასებს, ვატარებდით რეპეტიციებს.ბავშვებმა თანდათან დახვეწეს მეტყველება, კარგად მოირგეს თავიანთი როლები და დადგა დრო მოსაწვევებისა და აფიშის დამზადებისა. ფიქრია მასწავლებლის დახმარებით პატარებმა ეს სურვილიც



აისრულეს. თვითონ დაარიგეს მოსაწვევები, აფიშაც დაამაგრეს შემოსასვლელში და შემდეგ სცენის გაფორმებაზე დაიწყეს ზრუნვა. ნინო ლოლაძემ აქტიური მხარდაჭერა მიიღო სკოლის დირექტორ იზოლდა ოკრიბელაშვილისაგან, რომელმაც 100 ლარი გამოყო ჩვენი თხოვნის დასაკმაყოფილებლად  და ღონისძიების წინ ლამაზად შეფუთული საახალწლო საჩუქრები მზად იყო ბავშვების გულის გასახარებლად.დირექციასთან შეთანხმებითვე გავამზადეთ  სიგელები სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულთათვის.
                        დადგა პროექტის ყველაზე მნიშვნელოვანი დღე- 21 დეკემბერი. დილიდანვე იგრძნობოდა საქმიანი ფუსფუსი და სიხარულის მოლოდინი. ლამაზ კოსტუმებში იყვნენ გამოწყობილები: ციცინათელების დედოფალი ბაია და სალამურა, მედიდური კრუელა და ბურატინო, მეფე და დედოფალი...სცენაზე უკვე დამდგარიყო ახალი წელი. მოწვეული სტუმრების სახეებზეც გარემოს შესაფერისი განწყობა იხატებოდა და აი, დაიწყო სპექტაკლი! ყველანი ზღაპრების ჯადოსნურ სამყაროში გადავედით, პატარა მსახიობებთან ერთად განვიცდიდით,მათთან ერთად ვწუხდით დაკარგულ ციცინათელებზე, ვბრაზობდით კრუელას ოინებზე და გავიხარეთ ამბის კეთილი დასასრულით. მაყუებელი მოწონების ნიშნად ტაშს არ იშურებდა. სპექტაკლის ბოლოს მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სიგელებით, ყველას გადაეცა საახალწლო საჩუქარი.
  ღონისძიების მნიშვნელოვნების  დასაბუთება: ეს პროექტი მნიშვნელოვანი იყო ჩემთვისაც , ჩემი კოლეგებისთვისაც, მოსწავლეებისა და მშობლებისთვისაც. მასწავლებლებმა შევიძინეთ პროექტზე მუშაობის გამოცდილება, გავამტკიცეთ გუნდურად მუშაობის უნარი და მივაღწიეთ დასახულ მიზანს. მოსწავლეებმა გააუმჯობესეს სოციალური და სახელოვნებო უნარ-ჩვევები,შევძელით მთელ სკოლაში შეგვექმნა საახალწლო განწყობა. მშობლები ძალიან კმაყოფილნი



დარჩნენ თავიანთი შვილების შემოქმედების ნახვით და იმის კიდევ ერთხელ გაცნობიერებით, თუ როგორ ზრუნავენ  მასწავლებლები მათი შვილების გასახარებლად და  იმ უნარების გასამტკიცებლად, რაც მომავალში ხელს შეუწყობს მათ ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას.
                     პროექტზე მომუშავე მასწავლებლებს შეგვექმნა მოტივაცია მომავალში კიდევ სიამოვნებით შევასრულოთ მსგავსი ღონისძიებები.
თარიღი :      21 დეკემბერი,  2012 წელი
ხელმოწერა :  ნინო გურეშიძე








                               პროექტის განაცხადი
პროექტის ხელმძღვანელი : ნინო გურეშიძე
პროექტში მონაწილენი : პედაგოგები: ნინო გურეშიძე, ნინო ლოლაძე, ფიქრია ტალახაძე, მაია ჭიპაშვილი, ლელა ბარბაქაძე, დ/კ ყველა მოსწავლე
დასაწყისი : 3 დეკემბერი, 2013 წელი
დასასრული : 20 დეკემბერი, 2013 წელი
ბიუჯეტი/რესურსები : ფერადი ქაღალდები, წებო, მაკრატელი, თაბახის ფურცლები,(ნაწილი გაგვინაწილა დირექციამ სასწავლო წლის დასაწყისში, ნაწილს შევიძენთ მასწავლებლები), საახალწლო საჩუქრები, ტკბილეულობა და ხილი პაკეტებში დაფასოებული (შეიძენს დირექცია)
მიზანი : სკოლაში საახალწლო განწყობის შექმნა, მოსწავლეებისათვის სახელოვნებო და შემოქმედებითი უნარების განვითარება, საახალწლო საჩუქრების დარიგება.
არსებული მდგომარეობა : პროექტის განხორციელებისათვის საჭიროა დაგეგმილი აქტივობების ჩასატარებელი რესურსების შექმნა, სცენარის მომზადება და მუსიკალურად გაფორმება.
განსახორციელებელი ამოცანები :
·         სცენარის მომზადება------------3-4  . 12
·         ბავშვებისათვის როლების განაწილება-------------5 . 12
·         რეპეტიციების ჩატარება--------------------პროექტის განმავლობაში
·         ფილმის ,,მარტო სახლში“ ნახვა--------------12 .12
·         კონკურსი ,,საზრიანი ფიფქები“-------------13 .12
·         ჩანახატი ,,წერილი თოვლის პაპას“--------------16 .12
·         კლასების მორთვა----------------18.12
·         სცენის მოწყობა და მონაწილეთათვის აქსესუარების დამზადება---19 .12
·         სპექტაკლის ჩატარება---------------20 .12
მისაღწევი შედეგი : მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვებიან დაგეგმილ აქტივობებში, განამტკიცებენ სახელოვნებო უნარებს, გახალისდებიან, ბედნიერად
იგრძნობენ თავს, ექნებათ საშუალება აიხდინონ ,,მსახიობობის“ სურვილი, მიიღებენ საჩუქრებს.
შეფასება : პროექტს შევაფასებინებ კოლეგებს. ჯგუფის წევრები პროექტის მიმდინარეობისასაც შევაფასებთ ერთმანეთის მუშაობას სპეციალური კითხვარების საშუალებით.
                                                        

                                ჩატარებული ღონისძიების ანგარიში
პროექტის დასახელება : ,, წელო, წელო, ახალო, კვლავ რა უნდა გვახარო?!“
პრობლემის განსაზღვრა და მისი აქტუალობის დასაბუთება : ახალი წელი ყველა ბავშვისათვის საოცნებო და სანატრელია. ელოდებიან თოვლის პაპას, ნუგბარ სასუსნავებს, საახალწლო საჩუქრებს,ახალ წელს და თავიანთი გულწრფელი, ბავშვური ოცნებების ასრულებას.მსურდა მათი სურვილები ნაწილობრივ მაინც ამეხდინა და მათ წინასაახალწლო გამწყობაზეც მეზრუნა.შევძელით და  პროექტის განმავლობაში რამოდენიმე დღე მათთვის ნამდვილ ზეიმად ვაქციეთ.
მიზანი : ტრადიციადქცეული წინასაახალწლო აქტივობების შესრულება, საახალწლო განწყობის შექმნა, ბავშვების გახარება, მათი სახელოვნებო და შემოქმედებითი უნარების განვითარება.
განხორციელების გზები :
ამოცანები
დრო
რესურსები
შედეგი
პასუხისმგებელი
პირი
სცენარის შექმნა
3-4. 12
ი.მალაციძის ,,გულით სატარებელი საჩუქარი“ და ,,საახალწლო ზღაპარი“
ამ ორი ნაწარმოების გაერთიანებით შევქმენი სცენარი სპექტაკლისათვის
ნინო გურეშიძე
სპექტაკლის მუსიკალური გაფორმება
5. 12
პიანინო
საბავშვო სიმღერების კრებული
სცენარის შინაარსის გათვალისწინებით შეირჩა სიმღერები
ლელა ბარბაქაძე
ბავშვებისათვის როლების განაწილება
6.12
სცენარი
მოსწავლეებს დაურიგდათ როლები მათი სურვილისა და შესაძლებლობების მიხედვით
ფიქრია ტალახაძე
მაია ჭიპაშვილი
რეპეტიციების ჩატარება
კვირაში 3-ჯერ
სააქტო დარბაზი
პიანინო
რეგულარულად ვატარებდით რეპეტიციებს
მონაცვლეობით,მონაწ.მასწ.
ფილმის ,,მარტო სახლში“ ნახვა
12.12
კომპიუტერი,
დისკი ,,მარტო სახლში“
ბავშვებმა ძალიან ისიამოვნეს ფილმის ნახვით
ფიქრია ტალახაძე
ნინო ლოლაძე
კონკურსი : ,,საზრიანი ფიფქები“
13.12
თოვლის პაპას დაჭრილი სურათები, ქაღალდის ნაძვის ხეები,კროსვორდები რებუსები, გამოსაჭრელი სათამაშოები,ნაბეჭდი დავალებები, წებო, მაკრატელი, თაბახის ფურცლები
ბავშვებმა დიდი მონდომებით  შეასრულეს  სახალისო და მრავალფეროვანი საკონკურსო დავალებები
ნინო გურეშიძე
მაია ჭიპაშვილი
ჩანახატი:   ,,წერილი თოვლისპაპას
16.12
თაბახის ფურცლები, პასტა, ფერადი ფანქრები
ბავშვებმა საინტერესო წერილები მიწერეს თოვლის პაპას
ნონო ლოლაძე
კლასების მორთვა
18.12
ფერადი ქაღალდები, წებო, მაკრატელი,მუყაო
მოსწავლეებმა დაამზადეს საახალწლო აქსესუარები და მორთეს კლასები
პრ. მონაწილე მასწავლებლები
სცენისა და მონაწილეთათვის კოსტუმების მომზადება
19.12
ფერადი და პრიალა ქაღალდები, მავთული, წვიმები, მაკრატელი, ბუშტები
პატარებთან ერთად მოვაწყვეთ სცენა, დავამზადეთ კარლსონის პროპელერი, ბურატინოს ცხვირი და გასაღები, მოვარგეთ კოსტუმები ,,მსახიობებს“
ნინო გურეშიძე ფიქრია ტალახაძე
სპექტაკლის ,,საახალწლო ზღაპარი“ ჩატარება
20.12
სააქტო დარბაზი, პიანინო, დამსწრე საზოგადოება
ჩატარდა სპექტაკლი
ნინო გურეშიძე ლელა ბარბაქაძე
რეზიუმე : მსგავსი საახალწლო პროექტები ჩვენს სკოლაში უკვე ტრადიციად არის ქცეული. ამიტომ ბავშვების მხრიდან უკვე იყო მზაობა და მოლოდინი პროექტში აქტიურად ჩართვის. მათთან ერთად შევარჩიე სათაურიც : ,,წელო, წელო, ახალო, კვლავ რა უნდა გვახარო?!“. პირველ რიგში დავიწყე ფიქრი სცენარზე. ინტერნეტში მოვიძიე ირმა მალაციძის სცენარი : ,,საახალწლო ზღაპარი“; ავიღე მისივე მოთხრობა :,,გულით სატარებელი საჩუქარი“და ორივე ნაწარმოების შეჯერებით შევქმენი ძალიან ლამაზი სცენარი, რომელიც მუსიკალურად გამიფორმა მუსიკის მასწავლებელმა ლელა ბარბაქაძემ.უკვე დასრულებული სცენარი ბავშვებს გააცნეს ფიქრია ტალახაძემ და მაია ჭიპაშვილმა და გააუნაწილეს როლები.კვირაში სამჯერ მონაცვლეობით ვატარებდით რეპეტიციებს და პატარებს ვეხმარებოდით ნამდვილ მსახიობებად ქცეულიყვნენ. პარალელურად ვახორციელებდით დაგეგმილ აქტივობებს : მოვაწყვეთ ერთობლივი ჩვენება ფილმისა ,,მარტო სახლში“, რომელმაც ძალიან გაახალისა ბავშვები; ჩავატარეთ კონკურსი : საზრიანი ფიფქები“, რომელიც პატარებისათვის პროექტის ფარგლებში ჩატარებულ აქტივობებს შორის ყველაზე საინტერესო და სასურველი აღმოჩნდა.კონკურსი ითვალისწინებდა :  ნაძვის ხეების მორთვას, გამოცნობას დასახელებული ნიშნების მიხედვით, საახალწლო რებუსის ამოხსნას, თოვლის ბაბუას აწყობას, კროსვორდის შევსებას, ლექსების დასრულებას.ბავშვები დავყავით 3 გუნდად, დაირქვეს სახელები : ,,გუნდა“ (კაპიტანი-საბა დეკანოსიძე), ,,ფიფქი“(კაპიტანი- თენგიზ კამკამიძე) და ,,თოვლი“(კაპიტანი-კესო ჩხიკვაძე). საბოლოოდ, ასეთი შედეგები მივიღეთ : I ადგილი-ფიფქი, 33 ქულა. II  ადგილი-თოვლი, 32 ქულა. III ადგილი-გუნდა-30 ქულა.
             18 დეკემბერს დავასრულეთ კლასების მორთვა. ბავშვებმა სიამოვნებით დაამზადეს ფერადი ჯაჭვები, გირლანდები, ფიფქები, ნაძვის ხეები, თოვლის ბაბუა... ძალიან მოწონდათ მორთული კლასები. ახალმა გარემომ მათი წინასაახალწლო განწყობა კიდევ უფრო აამაღლა. სპექტაკლის წინა დღეს, მოსწავლეებმა ჩვენთან ერთად დაამზადეს აქსესუარები ,,მსახიობებისთვის“ ,მოვამზადეთ სცენა, შევურჩიეთ კოსტუმები თოვლის პაპას, თოვლის ბებოს და ყინულის დედოფალს.
                     პროექტის დასკვნით ეტაპზე, 20 დეკემბერს, მოვიწვიეთ მშობლები, მასწავლებლები და უფროსკლასელები. დამსწრე საზოგადოება მოიხიბლა პატარების შემოქმედებით. სპექტაკლმა დიდი ოვაციები გამოიწვია.სკოლის დირექტორმა ქ-მა იზოლდა ოკრიბელაშვილმა პროექტის მონაწილე მასწავლებლები სიგელებით დაგვაჯილდოვა, პატარებმა კი მიიღეს თოვლის ბაბუას ,,გამოგზავნილი“ საჩუქრები : ხილი და ტკბილეულობა.
ღონისძიების მნიშვნელოვნების დასაბუთება : პროექტმა მიზანს მიაღწია-შევძელით ბავშვების გახალისება, აისრულეს მსახიობობის სურვილი, ჩაბმულები იყვნენ მათთვის საინტერესო აქტივობებში, განამტკიცეს სახელოვნებო და შემოქმედებითი უნარები, მიიღეს საჩუქრები. მშობლები კი კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ მათი შვილების ბედი საიმედო ხელშია,  ჩვენ მათთან ერთად ვზრუნავთ მათი პატარების კარგ განწყობაზე და ესთეტიკურ აღზრდაზე.
                  ხელმოწერა: ნინო გურეშიძე
                      თარიღი:     27 დეკემბერი, 2013 წელი





















                                    











                                      

პროექტის განაცხადი
პროექტის ხელმძღვანელი : ნინო გურეშიძე
პროექტში მონაწილენი : მეოთხე კლასის მოსწავლეები : კესო ჩხიკვაძე, თენგიზ კამკამიძე, თორნიკე ნანიტაშვილი, თემურ შველიძე.
დასაწყისი: 3 თებერვალი
დასასრული : 20 თებერვალი
რესურსები : თაბახის ფურცლები, პასტა, ფოტოაპარატი.
მიზანი : მინდა ბავშვებს შეექმნათ წარმოდგენა უახლოესი წარსულის შესახებ; კერძოდ, რით ერთობოდნენ მათი თანატოლები, რა ღირებულებებს ცემდნენ პატივს, რა ტრადიციები ჰქონდათ, რა იყო მათი საყვარელი საქმიანობა...და ეს ყველაფერი მინდა გაიგონ მათი უახლოესი ადამიანების - ბებიების რეალური ცხოვრებიდან. ერთ დროს ბებიაც ხომ მათი ტოლი იყო! მსურს პარალელები გაავლონ წარსულსა და დღევანდელობას შორის, ანუ მიღებული ინფორმაცია დაუკავშირონ თავიანთ რეალურ ცხოვრებას და გააკეთონ შესაბამისი კომენტარები.
არსებული მდგომარეობა : ბავშვებს თითქმის არა აქვთ ინფორმაცია უახლოესი წარსულის შესახებ. როცა სწავლობენ ისეთ ნაწარმოებებს, სადაც გადმოცემულია მათი ბებიების ბავშვობისდროინდელი რეალობა, უჩნდებათ კითხვები : როგორი სათამაშოები ჰქონდათ ძველად, რა ტრადიციები არსებობდა, როგორ ძლებდნენ მობილურისა და კომპიუტერის გარეშე... როგორც ჩანს, ბებიებიც ნაკლებად უყვებიან  თავიანთ ბავშვობაზე, ან თვითონ იმდენად აყოლილები არიან თანამედროვე ეპოქის აჩქარებულ ტემპს, რომ უფროსების საუბრების მოსმენას კომპიუტერთან და ტელევიზორთან ჯდომა ურჩევნიათ.
განსახორციელებელი ამოცანები : მოვამზადებ ,,ორმხრივ“  ბარათებს. ბარათი გაიყოფა 2 ნაწილად, პირველ ნაწილში-  ,,ძველად“ - ბავშვები ჩაწერენ ბებიების მონათხრობს. მეორე ნაწილში- ,,ახლა“- გააკეთებენ კომენტარებს თავიანთი რეალური ცხოვრებიდან.
 კითხვები ბებიებისათვის :
·         რომელი თამაშები იყო მათ ბავშვობაში პოპულარული და როგორი სათამაშოები ჰქონდათ?
·         რომელ დღესასწაულებს ზეიმობდნენ და როგორ? რომელი იყო მათთვის გამორჩეული?
·         რა იყო მათი საყვარელი საქმიანობა?
·         რომელი მოთხრობა, ლექსი და სიმღერა მოწონდათ ყველაზე მეტად?
·         როგორი იყო მათი ბავშვობისდროინდელი სკოლა?
მოსწავლეებს თითოეულ ბარათზე სამუშაოდ მიეცემათ 2 დღე, მესამე დღე დაეთმობა პრეზენტაციებს. სულ 5 პრეზენტაცია შედგება.
შედეგი : მოსწავლეები მიიღებენ მათთვის საინტერესო ინფორმაციას უახლოესი წარსულის შესახებ, რაც დაეხმარებათ შესწავლილ, თუ შესასწავლ ნაწარმოებებში გადმოცემული ეპოქის უკეთ გაგებაში. მიეცემათ შანსი ,,სხვა“ კუთხით გაიცნონ უახლოესი ადამიანები- თავიანთი ბებიები; განამტკიცებენ წერითი აზროვნებისა და საპრეზენტაციო უნარებს. ერთმანეთის პრეზენტაციების მოსმენისას კიდევ უფრო გაიმდიდრებენ ცოდნას პროექტით გათვალისწინებული საკითხების შესახებ.
შეფასება : პროექტის პრეზენტაციას გავაკეთებ სასკოლო კონფერენციაზე და შევაფასებინებ კოლეგებს.

                              თარიღი : 31 იანვარი, 2014 წელი



                                                 პროექტის ანგარიში
პროექტის დასახელება : ,,ძველად და ახლა, ანუ ,,როცა ბებო ჩემი ტოლი იყო...“
პრობლემის განსაზღვრა და მისი აქტუალობის  დასაბუთება : ბავშვები სწავლობენ ისეთ ნაწარმოებებს, სადაც ასახულია რეალური ცხოვრებისეული ამბები უახლოესი წარსულიდან: როგორ და რით თამაშობდნენ მათი თანატოლები, როგორ ზეიმობდნენ სხვადასხვა დღესასწაულებს, რა ახარებდათ, რა ღირებულებებს სცემდნენ პატივს... მოსწავლეებს თითქმის არ აქვთ ინფორმაცია მსგავს საკითხებზე და ამიტომ უამრავ კითხვას სვამენ. ძალიან აინტერესებთ, როგორი იყო ცხოვრება თანამედროვე მიღწევების გარეშე. მეც მინდოდა უკეთ გაეცნობიერებინათ საიდან მოვდივართ და პარალელები გაევლოთ თანადროულობასთან. ლიტერატურული პერსონაჟის შესახებ წაკითხულზე ბევრად უფრო გასაგები მათთვის თავიანთი ბებიების მონათხრობი იქნებოდა. ამიტომ მოვიფიქრე და ბავშვებთან ერთად დავგეგმე ეს პროექტი, მათგან ხშირად დასმული კითხვების გათვალისწინებით.
მიზანი: მოსწავლეებმა მიიღონ ინფორმაცია მათთვის საინტერესო კითხვებზე, შეძლონ ძველი და ახალი დროის შედარება გარკვეულ თემებზე დაყრდნობით, განამტკიცონ წერითი აზროვნებისა და პრეზენტაციის უნარები.
ამოცანები და განხორციელების გზები: შეავსონ ,,ორმხრივი“ ბარათები -,,ძველად და ახლა“
N
          ძველად
                ახლა
საჭირო დრო
1.
რომელი თამაშები იყო პოპულარული და როგორი სათამაშოებით თამაშობდნენ?
შენ რომელი თამაში მოგწონს ყველაზე მეტად? რომელია შენი საყვარელი სათამაშო?
3-4 .02
2.
პრეზენტაცია

5. 02
3.
რომელ დღესასწაულებს ზეიმობდნენ და როგორ?
შენს ოჯახში რომელ დღესასწაულებს აღნიშნავთ?
6-7. 07
4.
პრეზენტაცია

10. 02
5.
როგორი იყო ბებიების ბავშვობისდროინდელი სკოლა?
როგორია შენი სკოლა?
11-12. 02
6.
პრეზენტაცია

13. 02
7.
რა იყო ბებიების საყვარელი საქმიანობა?
შენ რისი კეთება მოგწონს ყველაზე მეტად?
14-15.02
8.
პრეზენტაცია

17. 02
9.
რომელი ლექსი, მოთხრობა და სიმღერა მოსწონდა ბებოს ბავშვობაში?
შენ რომელი ნაწარმოები მოგწონს ყველაზე მეტად და რატომ?
18-19. 02
10.
პრეზენტაცია

20. 02
11.
პროექტის შეჯამება

21.02

რეზიუმე : პროექტის დასაწყისშივე იგრძნობოდა ბავშვების მხრიდან დაინტერესება და ბოლომდე დარჩნენ მოტივირებულნი. ძალიან მოეწონათ, რომ მათგან ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხებს მიიღებდნენ საყვარელი ბებიებისგან. სიამოვნებით მოირგეს ,,ჟურნალისტის“ როლი და დაიწყო ,,საქმიანი“ დღეები... მეც და ჩემი მოსწავლეებიც განსაკუთრებით ველოდებოდით პრეზენტაციებისთვის განკუთვნილ დროს. ბავშვებს ერთი სული ჰქონდათ გაეზიარებინათ ერთმანეთისთვის თავიანთი ნამუშევრები. ინტერესით ისმენდნენ თანატოლების მონათხრობსაც. საყვარელი თამაშის შესახებ ბებიების აზრი ერთმანეთს დაემთხვა- ყველას ,,კენჭაობა“ მოსწონდა.  აი, რა ჩააწერინა კესო ჩხიკვაძეს  ბებიამ, ქალბატონმა მარიკამ : ,,ავიღებდით ხუთ მრგვალ ქვას, (კენჭს); ყველას ერქვა თავისი სახელი : თითოლა, ოროლა, სამოლა, ოთხოლა და ხუთოლა. ამ კენჭებით ვასრულებდით მოძრაობებს: თითისმია, ბოყოლა, ძაღლა და ცქვლიფა. თამაშის დროს ხდებოდა კაფაობა: ავაგდებდით კენჭებს და ხუთივე უნდა დავარდნილიყო ხელის მტევანზე ზემოდან. ვინც მეტი კენჭის დაჭერას მოახერხებდა, ის იყო გამარჯვებული“. სათამაშოებიც თითქმის ერთნაირი ჰქონიათ: თემურ შველიძის ბებია, ქალბატონი ნარგიზი, ჩალის ღეროსაგან გაკეთებული აკვნით და ასევე ჩალის თოჯინით თამაშობდა,თორნიკეს ბებო თვითონ კერავდა თურმე თოჯინებს და მათ აყალოს ხაჭაპურებს ,,უცხობდა“, თენგიზის ბებიას ძალიან უყვარდა თავისი ნახერხით გატენილი ნაჭრის თოჯინა და სიმღერებით ,,აძინებდა“. პრეზენტაციებისას ბავშვებმა ისაუბრეს თავიანთი საყვარელი თამაშებისა  და სათამაშოების შესახებ. მოსწონთ თამაშები: ,,თეთრი დათვი“, ,,დამალობანა“, ყველა თავის სახლში“, და კომპიუტერული თამაშები.
როგორც გაირკვა, ბებიების თაობა ძველად ზეიმობდა ახალ წელს, შობას, კორკოტობას, აღდგომას, გიორგობას, 8 მარტს. ნაწყვეტი თემურის ბებიას ნაამბობიდან: ,,ყველაზე მეტად აღდგომა მიყვარდა, წითელ კვერცხებს მჩუქნიდნენ და იმიტომ. ბავშვებს ახალ ტანსაცმელს გვაცმევდნენ და მთელი სოფელი სასაფლაოზე გავდიოდით. ამ დღეს არავის შიოდა“. ბავშვებმა კი ყველაზე სასურველ დღესასწაულად ახალი წელი მიიჩნიეს; ახარებთ სავსე სუფრა, მაშხალების გასროლა, ნაძვის ხეების მორთვა და მეკვლედ წასვლა. ისევ თემურის ჩანაწერიდან : ,,ვნატრობ თოვლის ბაბუამ მოაგნოს ჩემს სახლს და საჩუქრები მომიტანოს“.
                   ბებიებისდროინდელი სკოლების შესახებ გაკეთებული პრეზენტაციების მოსმენისას, ცხადი გახდა , რომ უფროსების მონაყოლი ერთმანეთს დაემთხვა: სწავლობდნენ ხის სკოლებში, ატარებდნენ ფორმას და წითელ ყელსახვევებს, ჰყავდათ მკაცრი მასწავლებლები და მუდმივად ეშინოდათ დასჯის. კლასები მრავალრიცხოვანი იყო. თენგიზის ბებიას კლასში 33 ბავშვი ყოფილა, თემურის ბებოს ხის ორსართულიან სკოლაში კი 400 ბავშვი სწავლობდა თურმე! ნაწყვეტი თორნიკეს ბებიას მონათხრობიდან : ,,ხის სკოლაში ვსწავლობდი. კლასები ძლივს იტევდა მოსწავლეებს. ,,ოთხი“ და ,,ხუთი“ საუკეთესო შეფასება იყო. გვეცვა სპეციალური ფორმები, ვატარებდით პიონერის წითელ ყელსახვევს. მასწავლებლები ისეთი მკაცრები იყვნენ, უმნიშვნელო წვრილმანისთვისაც კი გვსჯიდნენ“.
                     საინტერესო აღმოჩნდა შემდეგი პრეზენტაცია თემაზე: ,,რა იყო ბებიების საყვარელი საქმიანობა და შენ რისი კეთება მოგწონს ყველაზე მეტად?”. თურმე კესოს ბებიას აბრეშუმის ჭიების მოვლა უყვარდა, თენგიზის ბებოს ცხოველებზე ზრუნვა სიამოვნებდა და ამიტომ აირჩია პროფესიად  ვეტექიმობა, თემურის და თორნიკეს ბებიების აზრი ერთმანეთს დაემთხვა- ორივეს საყვარელი საქმიანობა თონეში პურის ცხობა ყოფილა  თურმე. ნაწყვეტი თორნიკეს ბებიას ნაამბობიდან: ,,პატარა ვიყავი, როცა თონეში პურის გამოცხობა ვისწავლე. მოვიტანდი ფიჩხს, მამა დამინთებდა თონეს და ცეცხლი რომ ჩანელდებოდა, ჩავაკრავდი პურებს. თუ ვინმე გამოივლიდა,იქვე, თონის თავზე დავამტვრევდით ცხელ პურს და ზედ ყველს ვაყოლებდით“.
                      როგორც აღმოჩნდა, ბავშვებს მოსწონთ შეშის მოზიდვა და დაჩეხვა, ყანის გაწმენდა, წიგნების კითხვა. აი რა დაწერა თემურმა: ,,განსაკუთრებით ხარების გაძღოლა მიყვარს. ამხელა ხარებს ჩემს ჭკუაზე ვატარებ და თან საქმესაც ვაკეთებ“
                      პროექტის ბოლო ეტაპზე, მოსწავლეებმა წარმოადგინეს პასუხები კითხვებზე: ,,რომელი სიმღერა, ლექსი, ან მოთხრობა მოსწონდა ბებოს ბავშვობაში და შენ რომელი ნაწარმოები მოგწონს? რატომ?“ . ბებიების საყვარელი ნაწარმოებები ყოფილა: ,, იავნანამ რა ჰქმნა?“, ,,შვლის ნუკრის ნაამბობი“, ,,გოგია უიშვილი“, ,,თხა და გიგო“ ; ლექსები: ,,ვარდს გაეფურჩქნა კოკორი“, ,,ორშაბათობით აშენდა“, სიმღერები: ,,თუ ასე ტურფა იყავი“, ,,იავნანა“,  ,,დიალო დარიალაო“ , ,,გაფრინდი, შავო მერცხალო“. თენგოს ბებია: ,,თხა და გიგო იმიტომ მომწონდა, რომ მასში სიზარმაცეა დაგმობილი. სულ ვცდილობდი გიგოს არ დავმსგავსებოდი და კარგად მესწავლა.“ თორნიკეს ბებია: ,, ყველაზე მეტად ჰამლეტ გონაშვილის სიმღერები მიყვარდა, სასიამოვნო ხმა ჰქონდა და  ტკბილად მღეროდა“. თემურის ბებია : ,, შვლის ნუკრის ნაამბობი იყო  ჩემი საყვარელი მოთხრობა.სულ ვფიქრობდი, ნეტავ გაიზარდოს და მონადირეს არსად გადაეყაროსმეთქი“. ბავშვების ჩანაწერებიდან -  თენგიზი: ,,მიყვარს ლექსი ,,ვინ დათვალოს“, ძალიან ვაჟკაცურია და იმიტომ. მასში დაფასებულია ქართველების გმირული წარსული. მეც მინდა, როცა გავიზრდები გმირი გავხდე და სამშობლო ვასახელო“. თემური: ,, ჩემი საყვარელი ნაწარმოებია ,,სალამურას თავგადასავალი“. სალამურა ბაიას ყველაფერში ეხმარება, ძალიან გამბედავი და მამაცია. მინდა ბაიასთანა მეგობარი მყავდეს და სალამურასავით მაგარი ბიჭი ვიყო“.  კესო: ,, ძალიან მიყვარს  ,,პიტერი და ვენდი“, ბევრი უცნაური და საინტერესო ამბები ხდება და იმიტომ“.
                პროექტის შეჯამებისას ბავშვებმა გაანალიზეს პრეზენტაციების დროს მოსმენილი ინფორმაცია, დაახარისხეს მონაცემები თითოეულ კითხვასთან დაკავშირებით  და გააკეთეს სათანადო დასკვნები.
                                      ხელმოწერა : ნინო გურეშიძე
                                      თარიღი : 22 თებერვალი
            




                                                                             















                                                    პროექტის ანგარიში
პროექტის დასახელება: ,,შენს ამაგს ვინ გადაიხდის, საყვარელო დედა!“
პროექტის ხელმძღვანელი: ნინო გურეშიძე
პროექტში მონაწილენი : ნინო ლოლაძე, მაია ჭიპაშვილი, ფიქრია ტალახაძე, დ/კლასების ყველა მოსწავლე
დასაწყისი : 4 მარტი
დასასრული: 7 მარტი
რესურსები : თაბახის ფურცლები, პასტა, სახატავი მასალა,წებო, მაკრატელი, პროექტორი, ლეპტოპი, დისკი ,,ბემბი“ , ფერადი ქაღალდები, პლაკატი ,,სურვილების ხე“, ტორტის ილუსტრაციები, სტიკერები.
ბიუჯეტი : თაბახის ფურცლებს, წებოს და ფერად ქაღალდებს შევიძენ თვითონ. რაც მოსამზადებელია აქტივობებისათვის, დავამზადებ ბუკის საშუალებით.
პრობლემის განსაზღვრა და მისი აქტუალურობის დასაბუთება : ბავშვები დიდი ინტერესით ელოდნენ მოახლოებული დედის დღის აღსანიშნავად წელს რა აქტივობებს დავგეგმავდით. შევიკრიბეთ მოსწავლეებთან ერთად და ვიმსჯელეთ შესასრულებელი ამოცანების შესახებ. მაქსიმალურად გავითვალისწინეთ პატარების ინტერესები და სავარაუდო აქტივობებიდან შევარჩიეთ მხოლოდ ისინი, რომლებმაც ბავშვების ყურადღება დაიმსახურა.
მიზანი :   გააცნობიერონ, რომ დედის ზრუნვა და ამაგი შეუფასებელია. დაფიქრდნენ, რა ახარებს მათ დედიკოს და როგორი საქციელით ტკენენ მას გულს. შეძლონ თავიანთი დამოკიდებულების გამოხატვა ლექსებში, ჩანაწერებში და ნახატებში. მონაწილეობა მიიღონ სახალისო აქტივობებში. განამტკიცონ წერითი აზროვნების, ფანტაზიის, სახელოვნებო და საპრეზენტაციო უნარები, შეექმნათ სადღესასწაულო განწყობა.
განსახორციელებელი ამოცანები :
#
                    აქტივობები
   დრო
პასუხისმგებელი
შესრულებაზე
1.
ა) ,,რას ვუსურვებ ჩემს დედიკოს“
ბ),,დაასრულე ფრაზები“

4.03

ნ. გურეშიძე
2.
ხატვა შთაბეჭდილებით- წაკითხული ეპიზოდის ილუსტრირება

5.03

ფ. ტალახაძე
3.
ა)დავეხმაროთ ცხოველებს შვილების პოვნაში;
ბ)მიწოდებული ილუსტრაციებით ერთობლივი ზღაპრის შეთხზვა;
გ)აპლიკაცია ,,თაიგული დედას“
დ),,გამოვუცხოთ ტორტი დედას


6. 03


მ.ჭიპაშვილი
4.
ა)მულტფილმის- ,,ბემბი“ ნახვა
ბ)მხატვრული კომპოზიცია: ,,გილოცავ, დედა“

7. 03

ნ. ლოლაძე
რეზიუმე: პროექტი დავიწყეთ აქტივობით ,,რას ვუსურვებ ჩემს დედიკოს“. დაფაზე დავამაგრე ,,სურვილების ხე“, რომელზეც პატარებმა დაამაგრეს ფერად სტიკერებზე დაწერილი თავიანთი სურვილები, რომლებშიაც გამოხატეს გულწრფელი სიყვარული და უზომო სითბო დედებისადმი. შემდეგ ბავშვებმა შეავსეს კითხვარი -                  დაასრულეთ ფრაზები :
·        დედიკო გახარებულია, როცა მე-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
·        დედა გულნატკენი რჩება, თუ მე-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
·        მე მინდა, რომ ჩემი დედიკო------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
·        როცა დიდი გავიზრდები, მე ჩემს დედიკოს-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
არასოდეს დავივიწყებ დედის-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
              მეორე დღეს, 5 მარტს, შევკრიბეთ პატარები და წავუკითხე ნაწყვეტი ვაჟა-ფშაველას ,,შვლის ნუკრის ნაამბობიდან“. მოსმენილის შთაბეჭდილებით დახატეს ,,დედა-შვილის“ შეხვედრა, სადაც კარგად ასახეს თავიანთი განწყობა და ემოციები.
                6 მარტი საკონკურსო აქტივობებს დავუთმეთ, რომელიც ყველაზე მეტად ახალისებთ ხოლმე ბავშვებს. ცხოველებს ,,აპოვნინეს“ შვილები- მათ ილუსტრაციებს მიუწებეს მათივე შვილების სახელები; მოიფიქრეს სარვამარტო ზღაპარი შერჩეულ ფოტოკოლაჟზე, ,,გამოუცხვეს“ დედას ტორტები- შეთავაზებული ინგრედიენტების ჩამონათვალიდან შეარჩიეს მხოლოდ ისინი, რაც საჭიროა ტორტის გამოსაცხობად და დააწებეს ფორმატზე ტორტების ილუსტრაციების გვერდით; ბოლოს კი აპლიკაციის საშუალებით დედას აუწყვეს მშვენიერი თაიგულები. სულ სამი გუნდი იყო: ია, ვარდი და ტიტა. ყველაზე მეტი ქულა დააგროვა გუნდმა-,,ვარდი“ (ლიდერი: კესო ჩხიკვაძე)
       პროექტის დასკვნით ეტაპზე, 7 მარტს, შევიკრიბეთ სკოლის სააქტო დარბაზში. ბავშვებმა წაიკითხეს ლექსები და კიდევ ერთხელ გამოხატეს დედიკოების  მიმართ უსაზღვრო სითბო და პატივისცემა. ბოლოს სიამოვნებით ნახეს მულტიპლიკაციური ფილმი ,,ბემბი“ და გაგვიზიარეს თავიანთი შთაბეჭდილებები.
                                   ხელმოწერა: ნინო გურეშიძე
                                   თარიღი: 10 მარტი, 2014 წელი




























                                      პროექტის ანგარიში
ღონისძიების დასახელება : პროექტი ,,შეიცან თავი შენი“.
დასაწყისი: 17 მარტი
დასასრული: 1 აპრილი
რესურსები: თაბახის ფურცლები, პასტები, საბავშვო მოთხრობების კრებული, წებოვანი ლენტი, ფერადი ფანქრები
მიზანი: მინდოდა მოსწავლეები დაფიქრებულიყვნენ თავიანთ რეალურ ცხოვრებაზე, როგორები არიან, რა ახარებთ, რა აწუხებთ, შეეფასებინათ ის ადამიანები, ვისთანაც უწევთ ურთიერთობა: მეგობარი, მასწავლებელი, მშობლები, თანატოლები და უფროსები; ემსჯელათ იმ სირთულეებზე, რომლებიც ხვდებათ მათთან ურთიერთობის დროს და მოეძებნათ მათი გადაჭრის გზები.
განსახორციელებელი ამოცანები:
·         17 მარტი-ა) ერთობლივი კითხვა:
                                1) ვაჟა-ფშაველა: ,,ის კი არ არის ბიჭობა“
                                2)ილია ჭავჭავაძე: ,,კაცად მაშინ ხარ საქები“
                                        3) ხალხური ,,კარგი ვარ, ამას ნუ იტყვი!“
                     ბ)დისკუსია თემაზე: ,,რა არის საამაყო საქციელი?“
·         18 მარტი-,,როგორი ვარ მე“-კითხვარის შევსება
·         19 მარტი-ა)ერთობლივი კითხვა:
1)      შ. ასანიშვილი ,,ახალ კვალზე“
2)      ვ. კახაძე ,,ძმები“
ბ) დისკუსია თემაზე: ,,რას ნიშნავს ძმობა და კარგი შვილობა“
·         20 მარტი-,,მე და ჩემი ოჯახი“-კითხვარის შევსება
·         21 მარტი-ა)ერთობლივი კითხვა:
                                   1)ი. ევდოშვილი ,,გულითადი მეგობრობა“
                                            2)ეზოპე ,,ორი ამხანაგი“
ბ)დისკუსია თემაზე: ,,რას ნიშნავს ნამდვილი მეგობრობა“
·         24 მარტი- ,,მე და ჩემი მეგობარი“-კითხვარის შევსება
·         25 მარტი-ა) ერთობლივი კითხვა:
1)      ი. ტალიაშვილი ,,აღმზრდელი“
2)      კ. კობერიძე ,,პირველი გაკვეთილი“
                       ბ) დისკუსია თემაზე: ,,როგორი უნდა იყოს აღმზრდელი“
·         26 მარტი- ,,მე და ჩემი მასწავლებელი“-კითხვარის შევსება
·         27 მარტი- ა) ერთობლივი კითხვა:
                                           ქ. ჭილაშვილი ,,დიდი ხუთიანი“
                      ბ)დისკუსია თემაზე:  ,,როგორ უნდა მოვიქცეთ თანატოლებთან ურთიერთობის დროს“
·         28 მარტი- ,,მე და ჩემი თანატოლები“-კითხვარის შევსება
·         31 მარტი- ა) ერთობლივი კითხვა:
                                                      დ.ჯავახიშვილი ,,გაიცანით ბიძია სევა“
                     ბ) დიკუსია თემაზე ,,რით განსხვავდებიან ჩვენგან უფროსები“
·         1 აპრილი - ,,მე  და უფროსები“-კითხვარის შევსება
მოსალოდნელი შედეგი: ბავშვები გააცნობიერებენ საკუთარ ,,მეს“,  მიეჩვევიან ფიქრს, მსჯელობას, საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვას, ჩამოუყალიბდებათ სწორი წარმოდგენები სასურველი ქცევების შესახებ , თავიდან აიცილებენ შესაძლო კონფლიქტებს,  განამტკიცებენ წერითი აზროვნებისა და საპრეზენტაციო უნარებს.
რეზიუმე: პროექტმა მოსწავლეებში დიდი დაინტერესება გამოიწვია. ხალისით ებმებოდნენ შეთავაზებულ აქტივობებში. პროექტის ფარგლებში ერთობლივად წავიკითხეთ შერჩეული მოთხრობები, გავმართეთ დისკუსიები, გამოტანილი დასკვნების საფუძველზე ბავშვებმა შეავსეს შესაბამისი კითხვარები, შექმნეს თემასთან დაკავშირებული ნახატები, გააკეთეს პრეზენტაციები.
                                   როგორი ვარ მე?
v  თვისებები, რომელიც ჩემში მომწონს------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
v  თვისებები, რომელიც არ მომწონს ჩემში--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
v  საქმე, რომელიც ყველაზე კარგად გამომდის, არის--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
v  საქმე, რომლის კეთებაც არ მსიამოვნებს, არის--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
v  მე მახარებს--------------------------------------------------------------------------------
v  ჩემი დარდია------------------------------------------------------------------------------
v  ჩემი დიდი სურვილია-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
v  კარგად მოვიქეცი, როცა----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
v  ვნანობ ჩემს საქციელს, როცა----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
                                       ავტოპორტრეტი
ჩემი გარეგნული ნიშნები:
-------------------------------------
-------------------------------------
-------------------------------------
-------------------------------------
-------------------------------------
-------------------------------------
-------------------------------------
-------------------------------------
-------------------------------------
-------------------------------------
-------------------------------------

                               მე და ჩემი მეგობარი
v  რას ნიშნავს ,,მეგობრობა“?-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
v  როგორი გინდა იყოს შენი მეგობარი?------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
v  რა შეგიძლია გააკეთო მეგობრის გულისთვის?-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
v  მეგობარმა თუ გაწყენინა, როგორ მოიქცევი?---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
v  გაიხსენე შემთხვევა, როცა მეგობარი დაგეხმარა გასაჭირში-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
v  გაიხსენე, შენ თუ დახმარებიხარ მეგობარს?--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
v  როგორ გესმის ,,ნამდვილი მეგობარი ჭირში იცნობაო“?-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
v  ვინ არის შენი მეგობარი? როგორია იგი?-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
               დახატე:   ,,ჩემი მეგობარი“
                            მე და ჩემი ოჯახი
v  რა სირთულეები გექმნება სახლში?----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
v  ესმით, თუ არა მშობლებს შენი?--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
v  როგორები არიან ისინი, მკაცრები, თუ დამთმობები?-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
v  მშობლები ცდილობენ შენი სურვილების შესრულებას?----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
v  როდის გიწონებენ საქციელს? როგორ? ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
v  როდის გსჯიან? როგორ?-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
v  გაიხსენე, როდის გაახარე მშობლები ყველაზე მეტად?--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
v  გაიხსენე, რა საქციელით ატკინე მათ გული?------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
                დახატე:  ,,ჩემი მშობლები“
                     მე და ჩემი მასწავლებელი
v  როგორი მასწავლებელი გინდა გყავდეს?------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
v  როგორია შენი მასწავლებელი?-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
v  როდის იმსახურებ მასწავლებლის შექებას?---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
v  როდის არის შენით მასწავლებელი უკმაყოფილო?------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
v  რომელი საგნის სწავლა გიადვილდება? რატომ?---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
v  რომელი საგნს სწავლა გიჭირს? რატომ?-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
შენ რომ მასწავლებელი იყო, როგორ მოექცეოდი ბავშვებს?--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
         დახატე: ,,ჩემი საყვარელი მასწავლებელი“
                              მე და ჩემი თანატოლები
v  რა სირთულეები გხვდება სკოლაში თანატოლებთან ურთიერთობისას?----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
v  შურთ, თუ არა თანატოლებს შენი წარმატება?-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
v  დასჯილხარ, თუ არა ვინმეს ნათქვამი ტყუილის გამო?------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
v  შენს მაგივრად სხვა თუ დაუსჯიათ?----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
v  როგორ იქცევი, როცა ვინმესთან კამათი მოგდის?-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
v  როგორ მოიქცევი, თუ ვინმემ შენი ნივთი დაუკითხავად აიღო?--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
v  თუ ვინმემ დაგაბეზღა, როგორ აუხსნი,რომ ეს ცუდი საქციელია?------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
v  გაიხსენე, როდის მოგექცნენ უსამართლოდ--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
v  გაიხსენე, როდის მოეწონათ თანატოლებს შენი საქციელი------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------                                                                                                                                     
                    დახატე:  ,,მე და ჩემი კლასელები“
                                   მე და უფროსები
·       რა მიგაჩნია ზრდილობიან ქცევად?---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
·       შენი აზრით, როგორ ბავშვზე ამბობენ უზრდელიაო?------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
·       დაწერე, როგორ უნდა მოიქცე უფროსებთან ურთიერთობის დროს-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
·       გაიხსენე შემთხვევა, როცა უფროსს უპატივცემულოდ მოექეცი------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
·       გაიხსენე შემთხვევა, როცა უფროსებისგან შექება დაიმსახურე-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
·       გაიხსენე და ჩამოწერე ,,ჯადოსნური სიტყვები“-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
·       მიუწერე გვერდით თავაზიანი მიმართვის ფორმები:
შემოდი!-----------------------------                          როგორ ხარ?-------------------------------
ჭამე!---------------------------------                           დამიცადე!---------------------------------
რა გინდა?---------------------------                            დაჯექი!-----------------------------------
წამოდი!-----------------------------                            მიდიხარ? ---------------------------------
                   
                         დახატე შენთვის მისაბაძი უფროსი ადამიანი.
                     მიუწერე, რა თვისებებით არის გამორჩეული.
                                                


























                                             პროექტის ანგარიში
პროექტის დასახელება:  ,,ჩემი პირველი წიგნი"
პროექტის ხელმძღვანელი: ნინო გურეშიძე
პროექტში მონაწილენი: II- IV კლასის მოსწავლეები
დასაწყისი: 2 აპრილი
დასასრული: 14 აპრილი
რესურსები: ილუსტრირებული საბავშვო წიგნები, თაბახის ფურცლები, ფერადი ფანქრები და ქარალდები, მაკრატელი, წებო, პასტები.
მიზანი: შეძლონ წიგნის სტრუქტურაში გარკვევა, განამტკიცონ ფანტაზიის, სახელოვნებო და შემოქმედებითი აზროვნების უნარები, შექმნან თავიანთი ,,პირველი წიგნი“.
მოსალოდნელი შედეგი: მოსწავლეები განავითარებენ წერით აზროვნებას, განამტკიცებენ პრეზენტაციის უნარს, საფუძველს ჩაუყრიან საკლასო ბიბლიოთეკას, თავიანთ შექმნილ წიგნებს წააკითხებენ სხვა კლასის მოსწავლეებსაც და რაც მთავარია, გაუღვივდებათ წიგნის, კითხვის სიყვარული.
განსახორციელებელი ამოცანები:
·        სკოლის ბიბლიოთეკაში სტუმრობა, ილუსტრირებული წიგნების დათვალიერება და შერჩეული წიგნის ერთობლივი კითხვა; - 2. 04
·        ,,შემოქმედებითი საათი“ : ბავსვების მიერ ამბების შეთხზვა;-3.04
·        შეთხზული ამბების ჩაწერა და ილუსტრირება; - 4-7. 04
·        წიგნების აკინძვა და თავფურცელის გაფორმება; - 8. 04
·        ,,ჩემი პირველი წიგნის“ პრეზენტაცია- ხმამაღალი კითხვა; - 14. 04
რეზიუმე: პროექტი დავიწყეთ სკოლის ბიბლიოთეკაში სტუმრობით. ბიბლიოთეკარმა დააინტერესა მოსწავლეები ილუსტრირებული, თანამედროვე საბავშვო წიგნებით. ესაუბრა წიგნის სტრუქტურაზე, (სათაური, ავტორი, სარჩევი, გამომცემლობა) მოვაწყვეთ შერჩეული ლიტერატურის კოლექტიური კითხვა. მეორე დღეს ჩავატარეთ ,,შემოქმედებითი საათი“. ბავშვებმა ძალიან საინტერესო ამბები მოიფიქრეს. მომდევნო დღეებში იმუშავეს წიგნების შექმნაზე: გადაწერეს, დაასურათეს, გააფორმეს ყდები და გააკეთეს პრეზენტაციები. პრეზენტაციების დროს დიდი ინტერესით უსმენდნენ ერთმანეთს და უხაროდათ, რომ თვითონ იყვნენ ამ არაჩვეულებრივი წიგნების ავტორები. პატარა მწერლებმა ხელნაკეთი წიგნებით მინი-ბიბლიოთეკა მოაწყვეს და გამოთქვეს სურვილი, სხვა კლასის მოსწავლეებსაც წააკითხონ თავიანთი მოფიქრებული
ამბები.
                                                  ნინო გურეშიძე

                                    15 აპრილი, 2014 წელი














                                              პროექტის ანგარიში
ღონისძიების დასახელება : პროექტი: ,,ჩემი საყვარელი ცხოველი“
პროექტის ხელმძღვანელი: ნინო გურეშიძე
პროექტში მონაწილენი: II-IV კლასის მოსწავლეები
პროექტზე მუშაობის დრო: 5 მაისიდან- 19 მაისის ჩათვლით
მიზანი: მოსწავლეებს ჩამოუყალიბდეთ ცხოველების მიმართ მზრუნველობითი დამოკიდებულება,შეძლონ მათზე დაკვირვება, საჭირო ინფორმაციის მოძიება, თემასთან დაკავშირებული ლიტერატურული ტექსტების გაგება-გააზრება, თავიანთი დამოკიდებულების ნახატებში გადმოცემა და შესაბამისი კომენტარების გაკეთება, განამტკიცონ საპრეზენტაციო უნარები.
შესასრულებელი ამოცანები:
·        საყვარელი ცხოველის ხატვა, მის შესახებ სპეციალური კითხვარისა და სქემის შევსება -5 მაისი
·        ცხოველებზე დაკვირვების შედეგების პრეზენტაცია-7 მაისი
·        ო. ოისელიანი ,,ასე მოკვდა მურია“  გაგება-გააზრება; შერჩეული ეპიზოდის ილუსტრირება და შესაბამისი კომენტარების გაკეთება- 8 მაისი
·        საყვარელი ცხოველის შესახებ მოძიებული ინფორმაციის პრეზენტაცია-13 მაისი
·        ვაჟა- ფშაველა ,,ძაღლმა ციკანი მოიგო“ გაგება-გააზრება, მითითებული ეპიზოდის ილუსტრირება სათანადო კომენტარებით- 14 მაისი
·        ბავშვების მიერ საყვარელ ცხოველებთან ერთად გადაღებული ფოტოებით ფოტოკოლაჟის ,,ჩვენ ცხოველების მეგობრები ვართ“  გაკეთება - 16 მაისი
·        პროექტის ფარგლებში დაგროვებული მასალების გამოყენებით ერთობლივი რესურსის :  ,,ჩემი საყვარელი ცხოველი“- შექმნა- 19 მაისი
რეზიუმე: პროექტმა ბავშვების დიდი დაინტერესება გამოიწვია. დაგეგმილ აქტივობებში სიხარულით მონაწილეობდნენ. აღმოჩნდა, რომ კესოს საყვარელი ცხოველია კურდღელი ,,ქათქათა“, თენგოსი - კატა ,,ბარონა“, დანარჩენებს ყველაზე მეტად ძაღლები უყვართ. ბავშვებმა ისაუბრეს საყვარელ ცხოველებზე, დახატეს ისინი, შეავსეს მათზე დაკვირვების სქემები და სპეციალური კითხვარები, გადაიღეს მათთან ერთად სურათები და მოვაწყვეთ ფოტოკოლაჟი; გაიაზრეს თემასთან დაკავშირებული მხატვრული ტექსტები და მიღებული შთაბეჭდილებები გადმოსცეს ნახატებში; ინტერნეტში მოიძიეს დამატებითი ინფორმაცია საყვარელი ცხოველის შესახებ და გააკეთეს პრეზენტაციები; წინასწარ დაგეგმილი არ გვქონდა, მაგრამ ისე გაითავისეს ეს ყველაფერი, რომ ლექსებიც კი შეთხზეს თავიანთ ოთხფეხა მეგობრებზე.
                         პროექტის შემაჯამებელ ეტაპზე,  დაგროვილი მასალების გამოყენებით, ბავშვებმა გააკეთეს კედლის გაზეთი ,, ჩემი საყვარელი ცხოველი“, სადაც განათავსეს შერჩეული ფოტოები, მოძიებული ინფორმაციები და თავიანთი დაწერილი ლექსები.
                                    19 მაისი, 2014 წელი

















                             
                                           პროექტის ანგარიში
ღონისძიების დასახელება: პროექტი: ,, ... საქართველო არი ესე!“
დასაწყისი: 20 მაისი
დასასრული: 13 ივნისი
პროექტის ხელმძღვანელი: ნინო გურეშიძე
პროექტში მონაწილენი: II-III-IV კლასის მოსწავლეები, კლასის ხელმძღვანელები: ნინო გურეშიძე, ნინო ლოლაძე და მაია ჭიპაშვილი, მუსიკის პედაგოგი :  ლელა ბარბაქაძე
რესურსები: ინტერნეტი, საქართველოს კუთხეების ამსახველი ფოტომასალა, ფლიფჩარტი, მარკერები, თაბახის ფურცლები, დისკზე ჩაწერილი თითოეული მხარისთვის დამახასიათებელი ცეკვები და სიმღერები, კომპიუტერი, პროექტორი, ეკრანი, რუკა: ,,ჩემი საქართველო“.
მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ ინფორმაციის მოძიება საქართველოს კუთხეების შესახებ, გაეცნონ კონკრეტული მხარისთვის დამახასიათებელ ცეკვებს და სიმღერებს; თვითონაც შეძლონ მუსიკალური ნომრების შესრულება; ყველა მხარეზე შეისწავლონ ლექსები; წარმოადგინონ ნაწყვეტები კლასიკოსების ნაწარმოებებიდან. ვიდეო-კოლაჟების დახმარებით ვირტუალურად იმოგზაურონ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში .
ამოცანები:
·        საქართველოს კუთხეების შესახებ ინფორმაციის მოძიება; 20-21 მაისი (პასუხისმგებელი შესრულებაზე- მოსწავლეები)
·        მოძიებული ინფორმაციების პრეზენტაცია; 2 ივნისი (პასუხისმგებელი შესრულებაზე-მაია ჭიპაშვილი)
·        კუთხეების დამახასიათებელი სიმღერების მოსმენა და შესწავლა; პროექტის განმავლობაში (პასუხისმგებელი შესრულებაზე- ლელა ბარბაქაძე)
·        ნაციონალური ცეკვების ჩვენება; 31 მაისი (პასუხისმგებელი შესრულებეზე-ნინო გურეშიძე)
·        საქართველოს კუთხეებზე ლექსების მოძიება და შესწავლა; პროექტის განმავლობაში (პასუხისმგებელი შესრულებაზე- ნინო ლოლაძე)
·        ჯგუფების მიერ თითოეული კუთხის წარმოდგენა;3-6 ივნისი (პასუხისმგებელი შესრულებაზე- მაია ჭიპაშვილი)
·        სცენარის: ,,საქართველო არის ესე!“ მომზადება და ბავშვებისათვის როლების განაწილება; 22 მაისი (პასუხისმგებელი შესრულებაზე- ნინო გურეშიძე)
·        საქართველოს მხარეების ამსახველი რუკისა და საპრეზენტაციო ღონისძიებისათვის რეკვიზიტების დამზადება; 10 ივნისი. (პასუხისმგებელი შესრულებაზე- ნინო ლოლაძე)
·        პროექტის დასკვნით ეტაპზე შემაჯამებელი ღონისძიების ჩატარება.  13 ივნისი ( პასუხისმგებელი შესრულებაზე-ნინო გურეშიძე)
რეზიუმე: პროექტი წარიმართა ძალიან საინტერესოდ. მოსწავლეები იყვნენ აქტიურები და მიტივირებულნი. პრეზენტაციების დროს უამრავი ინფორმაცია გაუზიარეს ერთმანეთს ჩვენი სამშობლოს კუთხეების შესახებ. შეისწავლეს სიმღერები, ლექსები, წარმოადგინეს მინი-სპექტაკლები ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, იაკობ გოგებაშვილის, გოდერძი ჩოხელის, კონსტანტინე გამსახურდიასა და ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებებიდან. ნახეს მხარეების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა, ეროვნული ცეკვები; ფლიფჩარტზე მოხაზეს საქართველოს რუკის კონტური , ფერადი ქაღალდებისაგან გამოჭრეს მხარეების მოდელები და ყოველი კუთხის გაცნობის შემდეგ აწებებდნენ სათანადო ადგილას. საბოლოოდ , რუკა მთლიანად აეწყო. ასე შეძლეს ბავშვებმა საქართველოს ,,გაერთიანება“და სიამოვნებით მიუძღვნეს მას დასკვნითი ღონისძიება. პროექტის პრეზენტაცია ძალიან წარმატებული აღმოჩნდა: პატარებმა შეძლეს და დარბაზში მყოფნიც ვირტუალურად ამოგზაურეს ჩვენი სამშობლოს ულამაზეს კუთხეებში. მოსწავლეებმა მაღალ დონეზე გამოავლინეს სასცენო უნარები და დაიმსახურეს დირექციისაგან სპეციალური სიგელები სხვადასხვა ნომინაციებში.
                                             16 ივნისი, 2014 წელი

                                        ნ. გურეშიძე

                     ბავშვების მიერ მოძიებული ინფორმაციები:                                       
                                                   
                                                 კახეთი
კახეთი მდებარეობს საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში. მისი ცენტრია თელავი. ქალაქები: სიღნაღი, ახმეტა, საგარეჯო, გურჯაანი, ლაგოდეხი, დედოფლისწყარო, თიანეთი, ყვარელი. კახეთშია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ტაძარი- ალავერდი, ბოდბის მონასტერი, დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, შუამთა და იყალთო. უამრავი მცენარე და ცხოველია დაცული ლაგოდეხის, ახმეტის, ვაშლოვანისა და მარიამჯვრის ნაკრძალებში. განთქმულია კახური ვაზი და მისგან დამზადებული ღვინო. უგემრიელესია კახური ჩურჩხელა, აქაური ფუტკარი ცნობილია განსაკუთრებული გემოსა და არომატის თაფლით.


                                               მთიულეთი
მთიულეთის ცენტრია დაბა ფასანაური. სოფლები თეთრი და შავი არაგვის ხეობებშია გაშენებული. აქ ბუნება მკაცრია, ხანგრძლივია და სუსხიანი ზამთარი, ჭირს მოსავლის მოყვანა. ნაკლებადდასახლებული სოფლები მაღალი მთების კალთებზეა შეფენილი. აქაური მოსახლეობა მეცხოველეობას მისდევს. მათ ბევრი ძროხა და ცხვარი ჰყავთ. მოჰყავთ ხორბალი და ფეტვი. როგორც აღმოსავლეთ კავკასიონის სხვა მთიან მხარეებში, აქაც ხელმარჯვე ხალხი ცხოვრობს. ისინი ამზადებენ ყანწებს, თელავენ ნაბდებს, ქსოვენ ფარდაგებს. ხევშია საქართველოში ყველაზე მაღლა მდებარე სოფელი - რესი. მკაცრ ბუნებას საოცრად უხდება მყინვარწვერი, რომლისკენ მიმავალ გზაზე  ხევის უმთავრესი სალოცავი - გერგეტის სამებაა აგებული.


                                        თუშ-ფშავ-ხევსურეთი
თუშეთი აღმოსავლეთ კავკასიონის ჩრდილოეთ ფერდობებზეა შეფენილი, ფშავი არაგვის ხეობაში მდებარეობს, ხევსურეთი კი კავკასიონის ქედით ორ ნაწილადაა გაყოფილი. თუშეთის სოფლებია დართლო, შენაქო და ომალო, ფშავის -მაღაროსკარი და ჩარგალი, ვაჟას მშობლიური სოფელი. ხევსურეთს ამშვენებს კლდეზე შეფენილი სოფლები: შატილი, ბარისახო და მუცო. ქალები დაოსტატებულები არიან ქარგვასა და ქსოვაში, მამაკაცების ძირითადი საქმიანობა მეცხვარეობაა. ასევე ამზადებენ ყანწებს და ვერცხლის სამკაულებს. სოფლებში დღემდეა შემორჩენილი ფიქლით აგებული ძველი კოშკები. მთის ლამაზი ბუნება, მინერალური წყაროები და სუფთა ჰაერი საუკეთესოა დასვენებისა და მოგზაურობისათვის.

                                                               იმერეთი
                 ლიხის ქედის დასავლეთით მდებარეობს იმერეთი. მისი მთავარი ქალაქია ქუთაისი, ზემო იმერეთის ქალაქებია ზესტაფონი, საჩხერე, ჭიათურა, ქვემო იმერეთის- ბაღდათი, თერჯოლა, ვანი, სამტრედია.
                   იმერეთში მოჰყავთ სიმინდი, კარგად ხარობს ვაზი, გაშენებულია ხილის ბაღები. აქ თითქმის ყველანაირ შინაურ ცხოველს შეხვდებით. ძროხის რძისაგან ამზადებენ საუკეთესო ყველს. უგემრიელესია იმერული ხაჭაპური. იმერლები თიხისაგან ძალიან ლამაზ ჭურჭელს ამზადებენ. მეთუნეობით განთქმულია სოფელი შროშა. იმერეთში მდებარეობს გელათის მონასტერი, ბაგრატის ტაძარი, უბისა, საყოველთაოდ ცნობილი სათაფლიის მღვიმე. იმერეთის მშვენიერ ბუნებას აჯამეთის, სათაფლიისა და კოლხეთის ნაკრძალებში იცავენ.

                                           რაჭა-ლეჩხუმი
ზღვის დონიდან რაჭის მაღალი მდებარეობის გამო ზამთარი აქ ცივი და ხანგრძლივია. რაჭა-ლეჩხუმის ქალაქებია ონი, ამბროლაური და ცაგერი. რაჭის მშვენებაა ნიკორწმინდის ულამაზესი ჩუქურთმებით დამშვენებული ტაძარი. აქვეა რაკეთის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია და ბარაკონის გუმბათოვანი ტაძარი. რაჭა-ლეჩხუმის უდიდესი მდინარეა რიონი, საქართველოს ამ კუთხეში ბევრია მინერალური წყაროები, მათი დამსახურებაცაა, რომ კურორტებს შოვსა და უწერას ყოველ წელს უამრავი დამსვენებელი ესტუმრება ხოლმე. რაჭა ცნობილია მევენახეობით. აქ ვაზის 60-მდე ჯიში ხარობს, რომელთაგან სახელგანთქმულია ხვანჭკარა. მოჰყავთ საუკეთესო ლობიო და კარტოფილი. ხილიც კარგი მოდის, ძირითადად ძროხას და ღორს აშენებენ. ჰყავთ ფრინველი და ფუტკარიც.

                                                 სამეგრელო
სამეგრელო საქართველოს დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. საქართველოს ეს მშვენიერი კუთხე წყლების სიუხვითაა ცნობილი. აქ 2400- ზე მეტი პატარა და დიდი მდინარეა, მათ შორის ენგური, ტეხური, ხობისწყალი და რიონი. დღეისათვის სამეგრელოში 9 ქალაქი და  350-ზე მეტი სოფელია, მათგან მთავარია ქალაქი - ზუგდიდი. ასევე მნიშვნელოვანია საპორტო ქალაქი ფოთი, რომელსაც საქართველოს ,,საზღვაო ჭიშკარს“ უწოდებენ.მეგრული სოფლები მდიდარია მოსავლით, თვალს ახარებს ჩაისა და ციტრუსის პლანტაციები, თავს იწონებს სიმინდი და დაფნა, კივი და ფეიხოა. მეგრელ გლეხს ძროხაც ბევრი ჰყავს და კამეჩიც, სწორედ მათი რძისაგან ამზადებენ ცნობილ მეგრულ სულგუნს, რომელსაც ტრადიციულად ღომთან ერთად მიირთმევენ. მნახველთა აღფრთოვანებას იწვევს მარტვილის გუმბათიანი ეკლესია, დადიანის სასახლე, ნოქალაქევი და ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი.
                                    გურია
გურია საქართველოს სამხრეთ- დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. მისი მთავარი ქალაქია ოზურგეთი, მდინარეები- სუფსა და ნატანები. აქ ჰავა თბილია, ხშირად წვიმს. ნიადაგი ნაყოფიერია, ყველგან სიმწვანეა. ჩაის პლანტაციები გურული პეიზაჟის შემადგენელი ნაწილია. გურიის  მთიანი კურორტია ბახმარო, სადაც განსაკუთრებით სუფთა ჰაერია. ცნობილია აქაური  მინერალური წყალი ნაბეღლავი, რომელსაც უამრავი სასარგებლო თვისება აქვს. საქართველოს სხვა კუთხეებთან შედარებით გურიაში ეკლესია-მონასტრები ცოტაა. ცნობილია ოზურგეთის რაიონში მდებარე შემოქმედის სამონასტრო კომპლექსი. გურულები საოცრად ნიჭიერი ხალხია. საქვეყნოდ არის ცნობილი მათი სიმღერები. გურულებს დამახასიათებელი იუმორი აქვთ, რაც კარგად აისახა ამ კუთხის ცნობილი შვილის, ნოდარ დუმბაძის შემოქმედებაში.

                                აფხაზეთი
აფხაზეთი საქართველოს უმშვენიერესი მხარეა. იგი ორ მდინარეს- ენგურსა და ფსოუს შორის მდებარეობს, შავ ზღვას 210 კილომეტრზე აკრავს და მისი სანაპირო ყველაზე თბილია. აქ მდებარეობს საქართველოში ყველაზე ლამაზი და ღრმა ტბა-რიწა. მისი სიღრმე 100 მეტრზე მეტია. აფხაზეთის მთავარი ქალაქია სოხუმი, კურორტებიდან ცნობილია გაგრა და ბიჭვინთა. ისტორიული ძეგლებიდან - ბედიისა და ახალი ათონის  მონასტრები, ბიჭვინთის სამონასტრო კომპლექსი, ილორის წმინდა გიორგის ეკლესია.  ახალი ათონის მღვიმის დარბაზები ერთხელ თუ ნახე, არასოდეს დაგავიწყდება. აქაური ბუნებრივი პირობები ადამიანებს სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის საშუალებას აძლევს უზარმაზარი ტერიტორიები უჭირავს ციტრუცებისა და თამბაქოს პლანტაციებს. აფხაზეთში ოდითგანვე მოჰყავდათ ყურძენი და სხვადასხვა სახის საუკეთესო ხილი.აფხაზებს, საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხის მსგავსად, ღვინის დაყენების უძველესი ტრადიციები აქვთ.

                                                      ქართლი
ქართლი მთათაშორის ბარში მდებარეობს. მისი მთავარი ქალაქია გორი, მდინარე- მტკვარი, თავისი შენაკადებით: ლიახვი, ქსანი და არაგვი. მხარის მშვენებაა ბაზალეთის, ყელისა და ერწოს ტბები. საქვეყნოდაა ცნობილი ქართლის ხილი: ვაშლი, მსხალი და ატამი. აქ უამრავი ისტორიული ციხე-სიმაგრე და ეკლესია-მონასტერია. მარტო მცხეთის შემოგარენი რად ღირს! მნახველს აღაფრთოვანებს სვეტიცხოვლის, სამთავროს, შიო-მღვიმისა და ზედაზნის მონასტრები. ქართლშია აგრეთვე ქვაში ნაკვეთი საოცარი ციხე- ქალაქი უფლისციხე, სამთავისისა და ყინწვისის ეკლესიები, ქსნისა და გორის ციხე. ცნობილი საკურორტო ადგილია ბორჯომის ხეობა. საუცხოო პეიზაჟებითა და მინერალური წყაროებით ის უამრავ ტურისტს იზიდავს. აქ ზამთარ- ზაფხულ შეგიძლია დაისვენო და გაჯანსაღდე.













                                             პროექტის ანგარიში
პროექტის დასახელება: ,,საინფორმაციო ტექსტების გაგება-გააზრება“
პროექტის ხელმძღვანელი: ნინო გურეშიძე
პროექტში მონაწილენი: პედაგოგები: მაია ჭიპაშვილი და ნინო ლოლაძე; მესამე და მეოთხე კლასის მოსწავლეები.
დასაწყისი: 1 ოქტომბერი
დასასრული: 28 ნოემბერი.
რესურსები: საინფორმაციო ტექსტები თანდართული გასააზრებელი ტესტებით, თაბახის ფურცლები, შემაჯამებელი ვიქტორინებისათვის საჭირო კითხვარები,პასტები.
პრობლემის განსაზღვრა და მისი აქტუალობის დასაბუთება: მოსწავლეებს განსაკუთრებით უჭირთ საინფორმაციო ხასიათის ტექსტების გაგება- გააზრება. ეს კი ხდება მიზეზი ინფორმაციის გაუაზრებლად დაზეპირების ისეთი დისციპლინების შესწავლისას, რომლებიც ძირითადად ინფორმაციის მიწოდებაზეა ორიენტირებული.
პროექტის მიზანი: ხელი შევუწყოთ მოსწავლეებში საინფორმაციო ტექსტების გააზრებულად სწავლას. პროექტის ფარგლებში, ბავშვები ასევე გააუმჯობესებენ კითხვის  უნარს, შეძლებენ მიღებული ინფორმაციის დახარისხებას, განამტკიცებენ მოსაზრებისა და ფაქტის განსხვავების, წაკითხულის შეფასებისა და დასკვნების გამოტანის უნარებს.
ამოცანები და განხორციელების გზები:
#
             აქტივობები
დრო
პასუხისმგებელი შესრულებაზე
1.
ტექსტის გააზრება:  ,,როგორ ჩნდება სეტყვა“
1.10
ნ. გურეშიძე
2
ტექსტის გააზრება:  ,,კოლიბრი“
9.10
მ. ჭიპაშვილი
3.
ტექსტის გააზრება:  ,,კვამლი“
16.10
ნ. ლოლაძე
4.
ტექსტის გააზრება: ,,ნაძვი“
23.10
ნ. გურეშიძე
5.
შემაჯამებელი ვიქტორინა 1  : ,,რა ვისწავლე ახალი?“
29.10
ნ. გურეშიძე
6.
ტექსტის გააზრება : ,, მიკრობები ყველგან ცხოვრობენ“
4.11
მ. ჭიპაშვილი
7.
ტექსტის გააზრება : ,,ძვლები“
14.11
ნ. გურეშიძე
8.
ტექსტის გააზრება:  ,,მაინც რამდენხანს ცოცხლობს პეპელა?“
20.11
ნ. ლოლაძე
9.
ტექსტის გააზრება : ,,ცხოველების კბილები“
24.11
მ. ჭიპაშვილი
10.
შემაჯამებელი ვიქტორინა 2 ,,რა ვისწავლე ახალი?“
27.11
ნ. გურეშიძე
11.
პროექტის შეჯამება
28.11
ნ. გურეშიძე

რეზიუმე :პროექტზე მუშაობა დავიწყე საჭირო ლიტერატურის მოძიებით. საინფორმაციო ხასიათის ტექსტებიდან შევარჩიე  8 ტექსტი, სირთულის მიხედვით. თითოეული მათგანისთვის შევადგინე გასააზრებელი ტესტები. ტესტები მოიცავდა სხვადასხვა ტიპის კითხვებს, რომელიც ბავშვებისაგან მოითხოვდა:
·         მოქმედებათა თანმიმდევრობის ამოცნობა;
·         ძირითადი იდეისა და დეტალების ამოცნობა;
·         ინფორმაციის კლასიფიკაცია;
·         შედარება და დაპირისპირება;
·         ავტორის მიზნის ამოცნობა;
·         დასკვნების გამოტანა;
·         მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დამყარება;
·         ტექსტის შემადგენელი ნაწილების ცოდნა;
·         მოსაზრებისა და ფაქტის განსხვავება.
                     პროექტი გავთვალე 8 კვირაზე, კვირაში ვმუშაობდით 1 ტექსტზე. თვის ბოლოს კი ვატარებდით შემაჯამებელ ვიქტორინებს მიღებული ცოდნისა და უნარების გამოვლენის მიზნით. ჩატარდა ორი ვიქტორინა, რომელთა მიმდინარეობისას განსაკუთრებით მაღალი იყო მოსწავლეთა აქტივობის დონე. პროექტმა მიზანს მიაღწია, ამაზე მეტყველებს მოსწავლეთა ნამუშევრები. მნიშვნელოვნად გაიზარდა მათი გაგება- გააზრების დონე. საინტერესო იყო პროექტის დასკვნითი ეტაპი - შეჯამება. მოსწავლეებმა დადებითად შეაფასეს განხორციელებული აქტივობები და გამოთქვეს სურვილი მომავალში მსგავს პროექტებში მონაწილეობის. ნასიამოვნები იყვნენ იმითაც, რომ უამრავი საინტერესო ფაქტი გაიგეს და გაიაზრეს. ერთმანეთს კითხვებს უსვამდნენ იმის გასარკვევად, რამდენად კარგად ახსოვდათ წაკითხული ტექსტებიდან მიღებული ინფორმაცია. პროექტში მონაწილე მასწავლებლებიც კმაყოფილები დავრჩით ერთობლივი მუშაობის ამგვარი ფორმით. ჩვენ  საშუალება მოგვეცა ერთმანეთისთვის გაგვეზიარებინა ჩვენი გამოცდილება, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებმა კი -კარგად განავითარეს სოციალური უნარ-ჩვევები. გადავწყვიტეთ, კვლავ ერთობლივად ვიმუშაოთ მომდევნო, მსგავს პროექტზე: ,,ეს რამდენი შეძლებიათ ამ პატარა სასვენ ნიშნებს!“
                     დაწყებითი კლასების მასწავლებელი: ნინო გურეშიძე
                                   2 დეკემბერი, 2014 წელი.








                         ანგარში ღონისძიების ჩატარების შესახებ
ღონისძიების ჩატარების დღე: 4 დეკემბერი
სკოლა:  ბაზალეთის საჯარო                                        კლასი:  დ/კლასების ყველა მოსწავლე
მასწავლებელი : ნინო გურეშიძე                                საგანი : ქართული
თემა: მკითხველთა თეატრი:  ,,მუხლუხოს ბოტები“ , ავტორები: ლ. ცუცქირიძე და პაატა პაპავა.
მისაღწევი შედეგები: მოსწავლეებმა შეძლონ ტექსტის სასცენო მეტყველებით წარმოდგენა.
საკვანძო მეთოდები:
·        საჩვენებელი კითხვა;
·        ექოს ტიპის კითხვა;
·        როლებად კითხვა
·        მკითხველთა თეატრი
რესურსები:
v  როლებად განაწილებული ტექსი;
v  რეკვიზიტები სცენისთვის;
v  მწერების ილუსტრაციები
ღონისძიების შედეგები:
მოსწავლეები ძალიან დაინტერესდნენ შეთავაზებული აქტივობით. ტექსტის გაგება-გააზრების შემდეგ, ბავშვების ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინებით, გავანაწილეთ როლები და დავიწყეთ მუშაობა. როცა ბავშვები იმდენად გაიწაფნენ კითხვაში, რომ თითქმის ზეპირად ისწავლეს თავიანთი სათქმელი, დავიწყეთ რეკვიზიტების გაკეთება და სცენის მოწყობა. მართლაც ლამაზი და სცენარზე მორგებული გარემო გამოგვივიდა. მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი ამ პროცესებში. დავამზადეთ აფიშა და მოსაწვევები. მოვიწვიეთ მშობლები, მასწავლებლები და სკოლის დანარჩენი მოსწავლეები. ,,მკითხველთა თეატრი“ წარმატებული აღმოჩნდა- პატარებმა ყველას მოწონება და შექება დაიმსახურეს.







                                                                  პროექტის ანგარიში
პროექტის დასახელება: ,,როგორ ხვდებიან ახალ წელს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში“
პროექტის ხელმძღვანელი: ნინო გურეშიძე
პროექტში მონაწილენი : პედაგოგები: ფიქრია ტალახაძე, მაია ჭიპაშვილი, ნინო ლოლაძე და დაწყებითი კლასის ყველა მოსწავლე
დასაწყისი: 1 დეკემბერი
დასასრული: 29 დეკემბერი
რესურსები: ინტერნეტი, ბუკი, პროექტორი, თაბახის ფურცლები, მარკერები, ფერადი ქაღალდები, წებო, მაკრატელი, ნაძვის ხე, ჩიჩილაკები, ფერადი ბუშტები, საჩუქრები მოსწავლეებისთვის (ხილი და ტკბილეული)
პროექტის მიზანი: მოსწავლეთა ინტერესის დაკმაყოფილება, თუ როგორ ზეიმობენ ახალ წელს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში; ინფორმაციის მოძიებისა და პრეზენტაციის უნარის განმტკიცება; მოსწავლეთა მიერ მოძიებულ ინფორმაციებზე და ფოტოებზე დაყრდნობით,  ვიდეორგოლების ერთობლივად დამზადება; საახალწლო ლექსების შესწავლა; დასკვნითი ღონისძიების ჩატარება და საახალწლო განწყობის შექმნა.
ამოცანები და განხორციელების გზები:
N
                 აქტივობები
დრო
პასუხისმგებელი შესრულებაზე
1
მოსწავლეების მიერ ინფორმაციისა და შესაბამისი ფოტომასალის მოძიება
1-5   XII
ფ. ტალახაძე
2
პრეზენტაცია
8  XII
ნ. ლოლაძე
3
ბავშვებისათვის საახალწლო ლექსების განაწილება და რეპეტიციების მოწყობა
თვის მანძილზე
ნ. გურეშიძე
4
ვიდეორგოლების შექმნა
19-24  XII
ნ. გურეშიძე
5
კლასების მოსართავად და სცენისათვის საახალწლო აქსესუარების დამზადება
25  XII
მ. ჭიპაშვილი
6
პროექტის პრეზენტაცია
29  XII
ფ. ტალახაძე
რეზიუმე: ბავშვები სწავლობენ ნაწარმოებებს, სადაც მოთხრობილია საახალწლო ტრადიციების შესახებ,  რომელმაც  მათი დაინტერესება გამოიწვია. კითხულობდნენ, კიდევ რა სახის განსხვავებული წეს-ჩვეულებები არსებობს და სად როგორ ხვდებიან ახალ წელსო. მათი ინტერესების გათვალისწინებით დავგეგმე და განვახორციელე ეს პროექტი, რომელშიც, კოლეგებთან შეთანხმების შედეგად, ჩავრთე ჩვენი სკოლის დაწყებითი კლასების ყველა მოსწავლე.
                       გავინაწილეთ დავალებები და დაიწყო საქმიანი დღეები. მოსწავლეები დავყავით 5 ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს ვთხოვეთ ინტერნეტში მოეძია ინფორმაცია  და  შესაბამისი ფოტომასალა:
I ჯგუფი - ქართლ-კახეთი და იმერეთი
II ჯგუფი - გურია, სამეგრელო, რაჭა, ლეჩხუმი
III ჯგუფი - სვანეთი, თუშეთი, ხევი და მთიულეთი
IV ჯგუფი - აფხაზეთი, სამაჩაბლო, საინგილო, ფშავი და ხევსურეთი
V ჯგუფი - სამცხე-ჯავახეთი და აჭარა
               ბავშვები ერთი კვირის განმავლობაში ერთმანეთს უზიარებდნენ მოძიებულ მასალებს, აჯერებდნენ აზრებს და კვირის ბოლოს მოვაწყვეთ პრეზენტაციები. ძალიან საინტერესო მასალები დაგვიგროვდა, რომლის გამოყენებითაც ერთობლივად დავამზადეთ 5 ვიდეორგოლი. პარალელურად, შესასწავლად გაინაწილეს საახალწლო ლექსები და რეგულარულად ტარდებოდა რეპეტიციები. მოსწავლეებმა, ჩვენი დახმარებით, დაამზადეს საახალწლო აქსესუარები, რომელთა გამოყენებით მორთეს კლასები და მოამზადეს სცენა დასკვნითი ღონისძიებისთვის.
                 დირექცია დაგვეხმარა საახალწლო განწყობის შექმნაში: ბავშვებს შეუძინა დიდი, ლამაზი ნაძვის ხე და საახალწლო საჩუქრები. განსაკუთრებით საინტერესო იყო  დასკვნითი ღონისძიება - პროექტის პრეზენტაცია, მასწავლებლების, უფროსკლასელებისა და მოწვეული სტუმრების წინაშე. ვიდეორგოლების ფონზე, პროექტში მონაწილე ჯგუფები ზეპირად საუბრობდნენ მათ მიერ შერჩეულ საქართველოს მხარეებში არსებული საახალწლო ტრადიციების შესახებ და თავიანთ გამოსვლას ალამაზებდნენ გამომეტყველებით წაკითხული ლექსებით. პატარებმა დამსწრეთაგან მოწონება დაიმსახურეს, თოვლის ბაბუისგან კი - საჩუქრები.
                პროექტმა მიზანს მიაღწია- შესანიშნავად ჩატარებული პრეზენტაცია, რომლის დროსაც ბავშვებმა კარგად წარმოაჩინეს პროექტის ფარგლებში მიღებული ცოდნა, უამრავი ბედნიერი სახე და დარბაზიდან წამოსული დადებითი ემოცია, ამის ნათელი მაგალითი იყო.








                                                       პროექტის ანგარიში
პროექტის დასახელება: ,,ეს რამდენი შეძლებიათ, ამ პატარა სასვენ ნიშნებს“
პროექტის ხელმძღვანელი: ნინო გურეშიძე
პროექტში მონაწილენი: პედაგოგები: ნინო ლოლაძე, ფიქრია ტალახაძე, მაია ჭიპაშვილი და II-III-IV კლასის მოსწავლეები.
დასაწყისი: 19 იანვარი, 2015 წელი
დასასრული: 19 თებერვალი
რესურსები: თაბახის ფურცლები, ფლიპჩარტი, მარკერები, დაფა, ცარცი,  პასტები, ნაბეჭდი ტექსტები დონეების მიხედვით.
პროექტის მიზანი:  მოსწავლეებმა გაიაზრონ სასვენი ნიშნების დანიშნულება და მათი გამოყენების აუცილებლობა. შეძლონ წერის დროს მათი საჭიროებისამებრ დასმა, კითხვისას კი-სასვენ ნიშნებთან სათანადო ინტონაციების დაცვა.
ამოცანები და განხორციელების გზები:
N
                             აქტივობები
დრო
პასუხისმგებელი შესრულებაზე
1
,,სამახსოვროს“ გაცნობა და თითოეული მოსწავლისათვის გადაცემა;
19.01
ნ.გურეშიძე
2
სხვადასხვა დონის ტექსტებზე მუშაობა - სასვენი ნიშნების დასმა (II-ირემი და ვენახი, III - აღმზრდელი, IV- ჩიტები გამებუტნენ)
23.01
ნ.ლოლაძე
3
დაშვებული შეცდომების ერთობლივი გაანალიზება-გასწორება
26.01
ფ. ტალახაძე
4
ერთობლივი კითხვა ინტონაციების დაცვით (II -კრეჭანა,  III - ერთი დღე გაზაფხულის ცაზე, IV - ხატაური ჩემია)
2.02
მ. ჭიპაშვილი
5
სხვადასხვა დონის ტექსტებზე მუშაობა - სასვენი ნიშნების დასმა (II - ბეჯითი და ზარმაცი,  III - დათვი და მელა, IV - ერთი მანეთის შოვნა)
5.02
ნ. ლოლაძე
6
ნამუშევართა პრეზენტაცია
12.02
ფ. ტალახაძე
7
ერთობლივი კითხვა ინტონაციების დაცვით (II- გაზაფხულია, გაზაფხულია!  III  - ლომი და მელა, IV - ღვია.)
16.02
მ. ჭიპაშვილი
8
პროექტის შეჯამება
19.02
ნ.გურეშიძე

რეზიუმე : პროექტზე მუშაობის დაწყებამდე მასში ჩართულმა მასწავლებლებმა მოვამზადეთ  სასვენი ნიშნების გამოყენების წესების შესახებ ,,სამახსოვროები“ - რომლებიც დიდ ფორმატზე დაწერილი გავაკარით ყველა კლასში, თაბახის ფურცლებზე დაბეჭდილი კი დავურიგეთ ყველა მოსწავლეს.  ასევე  მოვამზადეთ სხვადასხვა დონის და სახის ტექსტები, გავინაწილეთ დავალებები და დავიწყეთ მუშაობა.
           დასაწყისში მოსწავლეებს წავაკითხეთ  ისეთი ტექსტი, სადაც არასწორად იყო დასმული სასვენი ნიშნები. მიხვდნენ, რომ აზრი გაუგებარი გახდა. ბავშვებმა შეძლეს ერთობლივად, სამახსოვროებზე დაყრდნობით, სასვენი ნიშნების თავის ადგილზე დაბრუნება და ტექსტის გამართვა. მომდევნო ეტაპზე ინდივიდუალურად, ჯერ სასვენ ნიშნებს სვამდნენ ტექსტში, შემდეგ კი სათანადო ინტონაციებით კითხვაში ვვარჯიშობდით. თითოეულ დაშვებულ შეცდომას ერთად ვაანალიზებდით, მსჯელობის შედეგად ბავშვები თვითონვე ასწორებდნენ მათ.
                    პროექტის შეჯამებისას, ცხადი გახდა, რომ გაცილებით გაუმჯობესდა წერის დროს სასვენი ნიშნების მართებულად  გამოყენების მაჩვენებელი, ასევე ამაღლდა ინტონაციებით კითხვის ხარისხიც. მოსწავლეები ასაბუთებდნენ, რატომ დასვეს კონკრეტულ შემთხვევაში ესა, თუ ის სავენი ნიშანი, ან კითვისას რატომ შეცვალეს ინტონაცია. მონაწილენი კმაყოფილნი დავრჩით პროექტის ფარგლებში მიღებული შედეგებით. მასწავლებლები შევთანხმდით, რომ ანალოგიური სახის მუშაობა გავაგრძელოთ უკვე კლასებში და არ მოვადუნოთ ყურადღება ამ მხრივ.
                                        ნინო გურეშიძე,  19. 02. 2015 წელი

                   








             









        





2 comments:

  1. მშვენიერია , ყოჩაღ , ქალბატონო ნინო!

    ReplyDelete
  2. ძალიან მშრომელი პედაგოგი ბრძანდებით ქალბატონო ნინო . წარმატებებს გისურვებთ,

    ReplyDelete