სამოდელო გაკვეთილის გეგმა
საგანი-ქართული ენა და ლიტერატურა
კლასი-მეოთხე
თემა- ოფოფების წვეულება
რესურსები- ნაბეჭდი ტექსტი, ილუსტრაცია,
ფლიფჩარტი, მარკერები, სიტყვის ვერბალური და ვიზუალური ასოციაციების სქემები, ბარათები,
პასტა, დაფა, ცარცი
გამოყენებული მეთოდები და აქტივობები:
·
ტექსტის წინასწარი მიმოხილვა
·
ვარაუდების გამოთქმა
·
მნიშვნელოვანი სიტყვები
·
შესაძლო წინადადებები საკვანძო სიტყვების გამოყენებით
·
სიტყვებზე რეაგირება (მონიშვნა და ფიზიკური მოქმედება)
·
სიტყვის ვერბალური და ვიზუალური ასოციაციების სქემა
·
მასწავლებლის მიერ ხმამაღლა წაკითხვა
·
წყვილებში წაკითხვა
·
ინდივიდუალური, ჩუმი კითხვა
·
დისკუსია (სხვადასხვა დონის შეკითხვების დასმით)
·
ტექსტზე მუშაობა
·
ფუნქციური წერა
კავშირი ესგ-თან:
1)მოსწავლეს შეუძლია
კითხვის ზოგიერთი სტრატეგიის გამოყენება
2)მოსწავლეს შეუძლია
წაკითხულის გაგება და გააზრება
3)მოსწავლეს შეუძლია
წაკითხულის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა
I ფაზა-წაკითხვამდე-დღეს ჩვენ ძალიან
საინტერესო მოთხრობა უნდა წავიკითხოთ. მისი სათაურია ,,ოფოფების წვეულება“ (ანუ, რატომ
გათავდა ტყის მარკეტში რძე“). რა იცით ოფოფის შესახებ? სად ცხოვრობს? როგორია? გინახავთ?
ვაჩვენებ ილუსტრაციას. რას გვატყობინებს მინაწერი სათაურის ქვეშ? როგორ ფიქრობთ, რაზე
იქნება საუბარი ტექსტში? ბავშვების ვარაუდების მოსმენის შემდეგ, ვაჩვენებ ფლიფჩარტზე
დაწერილ მნიშვნელოვან სიტყვებს, რომელიც ტექსტში შეგვხვდება:
ჩაჩი, კულინარიული რეცეპტების წიგნი, მარკეტი, შარფი, სურსათი.თითოეულ სიტყვას ვკითხულობ
გარკვევით, ხმამაღლა. საჭიროების მიხედვით ვეხმარები მოსწავლეებს მათი მნიშვნელობის
დაზუსტებაში. ამ სიტყვების გამოყენებით დამოუკიდებლად ადგენენ წინადადებებს, რომლებიც,
სავარაუდოდ. შეხვდებათ ტექსტში, ანუ ,,შესაძლო წინადადებებს“. შემდეგ ვაცნობ სქემას:
სიტყვა/ცნება
|
სურათი/ ილუსტრაცია
|
განმარტება
|
მახასიათებელი/ჩემი ასოციაცია
|
კონკრეტულ მაგალითზე (ჩაჩი), ვაჩვენებ ბავშვებს სქემის
შევსების პროცედურას.შევახსენებ მათ, რომ ანალოგიურად შეავსებენ სქემებს ტექსტის კითხვის
დროს.პარალელურად, უნდა მონიშნონ მნიშვნელოვანი სიტყვები და ასწიონ ხელი მათი პოვნის
შემთხვევაში (სიტყვებზე ფიზიკური მოქმედება).
II ფაზა - კითხვის დროს - პირველ აბზაცს ვკითხულობ
სანიმუშოდ. კვლავ გამოთქვამენ ვარაუდებს, როგორ შეიძლება გაგრძელდეს ტექსტი. ბავშვებს
ვაძლევ დავალებებს დიფერენცირებულად: კესო წაიკითხავს ტექსტს ინდივიდუალურად, შეავსებს
სქემას სიტყვებზე: ,,კულინარიული რეცეპტების წიგნი“. თენგიზი და თორნიკე იმუშავებენ
წყვილში-კითხულობენ ნაწილ-ნაწილ მონაცვლეობით. შეავსებენ სქემას სიტყვაზე: მარკეტი“.
თემურს მე ვეხმარები კითხვაში და ერთად ვავსებთ სქემას სიტყვაზე- სურსათი.
III ფაზა-წაკითხვის შემდეგ- მოსწავლეებს ვთხოვ წარმოადგინონ შევსებული სქემები და გააკეთონ პრეზენტაციები.ვთავაზობ
მიუბრუნდნენ წაკითხვამდე
ჩამოყალიბებულ შესაძლო წინადადებებს და შეადარონ ისინი
ტექსტში წაკითხულს. იმსჯელონ, რამდენად დაემთხვა მათი შედგენილი წინადადებების შინაარსი ტექსტის შინაარსს. გავმართავ შემაჯამებელ
დისკუსიას:
·
რატომ გამოილია მარკეტში რძე?
·
რამ გამოიწვია ტანსაცმლის მაღაზიის გამყიდველის გაოცება?
·
რა იყო ამ ტექსტის ძირითადი სათქმელი?
·
რა დასკვნების გაკეთება შეიძლება?
კვლავ ვაძლევ დავალებებს ინდივიდუალურად:
კესო- ტექსტის თითოეულ
აბზაცს შეურჩიოს სათაური; იპოვოს და ხმამაღლა წამიკითხოს როგორ გააკეთეს შოკოლადის
ნაყინი
თორნიკე და თენგიზი-იპოვონ ტექსტში და
ამოწერონ რა და რა სახის ნაყინი მიართვეს სტუმრებს
თემური- მიპასუხოს კითხვებზე:
რისი წვეულება გამართეს ოფოფებმა? სად ისწავლეს ნაყინის გაკეთება? რა გამოილია მარკეტში?
ტანსაცმლის მაღაზიაში? წამიკითხოს ხმამაღლა სათაური, ოფოფების სასარგებლო რჩევა.
ბავშვებს ვთხოვ შეასრულონ აქტივობა ,,ფუნქციური წერა“
·
წარმოიდგინე,რომ შენც აწყობ წვეულებას. ჩამოწერე, რას
მოუმზადებ შენს მეგობრებს; ვის სთხოვ დახმარებას?
·
წარმოიდგინე, რომ ტექსტში აღწერილის მსგავსად, შენც
მიგიპატიჟეს მეგობრებმა წვეულებაზე. შეადგინე პატარა ტექსტი, რომელი ტკბილეულის მირთმევას
ისურვებ ყველაზე მეტად და რითაა იგი განსაკუთრებული, რომ სხვებსაც მოუნდეთ მისი გასინჯვა!
გაკვეთილის ბოლოს ბავშვებს მივცემ განმავითარებელ კომენტარებს.
თარიღი : 21 ნოემბერი, 2013 წელი
ანგარიში გაკვეთილის ჩატარების შესახებ
გაკვეთილის ჩატარების დღე : 21 ნოემბერი, 2013 წელი
თარიღი : 21 ნოემბერი, 2013 წელი
ანგარიში გაკვეთილის ჩატარების შესახებ
გაკვეთილის ჩატარების დღე : 21 ნოემბერი, 2013 წელი
სკოლა
:ბაზალეთის საჯარო
კლასი
: მეოთხე
მასწავლებელი
: ნინო გურეშიძე
საგანი
:ქართული ენა
ძირითადი
თემა: ოფოფების წვეულება
მისაღწევი
შედეგები თავდაპირველი გეგმის მიხედვით : შეძლონ ტექსტის წაკითხვა და გააზრება, მნიშვნელოვან
სიტყვებზე შესაძლო წინადადებების შედგენა, სქემების შევსება, დისკუსიაში ჩართვა(სხვადასხვა
დონის შეკითხვებზე პასუხების გაცემა) და ფუნქციური წერა.
საკვანძო
მეთოდები/სტრატეგიები :
·
ტექსტის
წინასწარ მიმოხილვა
·
ვარაუდების
გამოთქმა
·
შესაძლო
წინადადებები საკვანძო სიტყვების გამოყენებით
·
სიტყვებზე
რეაგირება
·
სიტყვის
ვერბალური და ვიზუალური ასოციაციების სქემა
·
მასწავლებლის
მიერ ხმამაღლა წაკითვა
·
ინდივიდუალური,
ჩუმი კითხვა
·
დისკუსია
·
ფუნქციური
წერა
ძირითადი
სასწავლო რესურსები: ნაბეჭდი
ტექსტი, პასტა, ფორმატის ფურცლები, ოფოფის ილუსტრაცია, სქემები, მაგნიტური დაფა, მარკერები,
ფერადი ცარცები, დაფა, ფლიფჩარტი, სტიკერები
გაკვეთილის
შედეგები : მოსწავლეები გავიდნენ
შედეგზე: შეძლეს წაკითხული ტექსტის გაგება და გააზრება. ილუსტრაციისა და სათაურის გაცნობის
შემდეგ, გა-
მოთქვეს ვარაუდები ტექსტის შინაარსის შესახებ. მნიშვნელოვანი სიტყვების გამოყენებით
შეადგინეს შესაძლო წინადადებები; სრულყოფილად
შეავსეს სქემები, გააკეთეს კარგი პრეზენტაციები; აქტიურად ჩაერთვნენ ტექსტის ირგვლივ
გამართულ დისკუსიაში. განსაკუთრებით კმაყოფილი დავრჩი სქემებზე მუშაობის ხარისხით,
დავალება იყო დიფერენცირებული და ოთხივემ კარგად გაართვა თავი.
მოსწავლეთა ჩართულობასა და აქტიურ სწავლაზე , მათ პროდუქტულ ინტერაქციაზე დიდი
გავლენა იქონია გაკვეთილზე გამოყენებულმა ინოვაციურმა მეთოდებმა და ინოვაციურმა მოდგომამ.
კერძოდ, ბავშვები იყვნენ მუდმივად მოტივირებულნი, სიამოვნებით ასრულებდნენ შეთავაზებულ
აქტივობებს.ცოდნის რეფლექსია-გამთლიანების ფაზაზე გამოვიყენე დისკუსია. მოსწავლეებს
დავუსვი სხვადასხვა დონის შეკითხვები. ბავშვებმა შეძლეს წაკითხულისადმი საკუთარი დამოკიდებულების
გამოხატვა, არგუმენტირებული მსჯელობისას ტექსტიდან სათანადო ადგილების დამოწმება.
გაკვეთილის მსვლელობისას სამოქმედო
გეგმა თითქმის არ შეცვლილა. მხოლოდ ფუნქციური წერის აქტივობა ვერ დავასრულეთ და მივეცი
სახლში დავალებად.
ამ გაკვეთილის ხელახლა ჩატარების
შემთხვევაში კიდევ უფრო გავზრდიდი დიფერენცირების ხარისხს, ანუ დისკუსიას შევცვლიდი
სტრატეგიით : ,,ტექსტი ამბობს... მე ვფიქრობ... ამიტომაც...“. ეს სტრატეგია სამივე
დონის პასუხებს მოითხოვს და გადავანაწილებდი მოსწავლეთა შესაძლებლობების მიხედვით.
გაკვეთილის გეგმა
საგანი:
ქართული ენა
კლასი:
პირველი
გაკვეთილის
თემა: დაბადების დღე
ხანგრძლივობა: 35-40 წუთი
გაკვეთილის
მიზნები: შეძლებენ მცირე
ზომის ტექსტის კითხვას მთლიანი სიტყვებით, მის გაგებას და საკუთარი დამოკიდებულების
გამოხატვას, ფონოლოგიური უნარ-ჩვევების განმტკიცებას, ტექსტის სტრუქტურის აღქმას, ახალი
ტექსტის შექმნას.
კავშირი ესგ-თან:
·
ხმამაღლა,
მთლიანი სიტყვებით, ან დამარცვლით,კითხულობს მარტივი წინადადებებით შედგენილ მცირე
ზომის ტექსტებს
·
წინადადებების
საზღვრების შესაბამისად აკეთებს პაუზებს
·
აგრძელებს
სხვის მიერ დაწყებულ კითხვას სათანადო ადგილიდან
·
შეუძლია
ანბანური პრინციპის გაგება და გამოყენება
გამოყენებული
მეთოდები:
·
ილუსტრაციებში
გასეირნება
·
სლაიდ-შოუ
·
ერთობლივი
კითხვა
·
,,იპოვე
შეცდომა“
·
წყვილში
მუშაობა
·
მასწავლებელი-კალამი
·
მოდიფიცირებული
ტექსტი
საჭირო
რესურსები: ილუსტრაციები, ბარათები
სიტყვებით, დაჭრილი წინადადებები, ასოებად და მარცვლებად დაჭრილი სიტყვები, ბუკი,
პროექტორი, მაგნიტური დაფა, მაგნიტები,მარკერი, თაბახის
ფურცლები
გაკვეთილის მსვლელობა
I ფაზა- მაგნიტურ დაფაზე
ვაკრავ მამლის სურათს.ვეკითხები ბავშვებს, რა იციან მის შესახებ. ,,ვაცნობ“ მამლის
მეგობრებს ილუსტრაციებით: მამლის გვერდით ვამაგრებ კატის, ძაღლის და მელას სურათებს.
ვახდენ მოსწავლეთა პროვოცირებას-ბავშვებს ვამცნობ, რომ მამალს დღეს დაბადების დღე აქვს და ახლა ვაჩვენებ როგორ
ჩაიარა მან. პროექტორით ვაჩვენებ სლაიდ-შოუს: ,,დაბადების დღე“, რომლის ჩვენების პროცესში
აქტიურად არიან ჩაბმული ბავშვები, კერძოდ,კითხულობენ ანიმაციების შესაბამის მარტივ
წინადადებებს მთლიანი სიტყვებით.
II ფაზაზე შემომაქვს
ავთენტური ტექსტი,ამოკითხული წინადადებების გაერთიანებით შედგენილი:,,დღეს მამალს დაბადების
დღე აქვს. მელამ ულამაზესი ყვავილები მიართვა, ძაღლმა ფერად-ფერადი ყვავილებით გაუხარა
გული,კატამ კი გემრიელი ნაყინი მოუცუნცულა. ბედნიერი მამალი მეგობრებს ტორტით გაუმასპინძლდა.“
ჯერ მე ვკითხულობ სანიმუშოდ, შემდეგ კი ვიწყებთ ერთობლივ კითხვას.
გადავდივარ აქტივობაზე: ,,იპოვე
შეცდომა“. ილუსტრაციების ქვეშ ვამაგრებ დაჭრილ წინადადებებს, ზოგს სწორად, ზოგს შეცდომით.ბავშვებს ვთხოვ წაიკითხონ და იპოვონ შეცდომა.თვითონ შეუცვალონ არასწორად დამაგრებულ
წინადადებებს ადგილი.
შემდეგ ბავშვებს ვამუშავებ
წყვილებად:თაბახის ფურცლებზე აწყობენ დაჭრილი ასოებით და მარცვლებით სიტყვებს, სიტყვებით-წინადადებებს
და აკეთებენ პრეზენტაციებს.კვლავ ვუბრუნდებით ტექსტსვაკითხებ ბავშვებს გაგრძელებებით.
III ფაზაზე ვატარებ აქტივობას ,,მასწავლებელი-კალამი“. თავიდან მიწოდებული
პერსონაჟების სურათების მიხედვით,თავიანთი ფანტაზიით ბავშვები ქმნიან მოდიფიცირებულ
ტექსტს, რომელსაც მე
ვწერ ფლიპჩარტზე.დავალებად ვაძლევ დახატონ მამალი.
შეფასება:
განმავითარებელი კომენტარი
ნინო გურეშიძე, 20 მაისი,2013
წელი
ანგარიში გაკვეთილის ჩატარების შესახებ
გაკვეთილის
ჩატარების დღე : 20 მაისი, 2013 წელი
სკოლა:
ბაზალეთის
საჯარო
კლასი:
პირველი
მასწავლებელი:
ნინო გურეშიძე
საგანი
: ქართული ენა
ძირითადი
თემა : ავთენტური
ტექსტი ,,დაბადების დღე“
მისაღწევი
შედეგებები თავდაპირველი გეგმის მიხედვით : შეძლონ მცირე ზომის ტექსტის კითხვა
მთლიანი სიტყვებით, მისი გაგება და საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა; მიწოდებული ტექსტის სტრუქტურის აღქმა,
ახალი ტექსტის შექმნა; განამტკიცონ ფონოლოგიური უნარ-ჩვევები.
საკვანძო
მეთოდები / ს ტრატეგიები :
·
ილუსტრაციებში გასეირნება
·
სლაიდ-შოუ
·
ერთობლივი კითხვა
·
ტექსტის კითხვა გაგრძელებებით
·
,,იპოვე შეცდომა“
·
წყვილში მუშაობა
·
მასწავლებელი-კალამი
·
მოდიფიცირებული ტექსტი
ძირითადი სასწავლო რესურსები : ილუსტრაციები, თაბახის
ფურცლებზე დაბეჭდილი ტექსტი,ბარათები სიტყვებით, დაჭრილი წინადადებები, ასოებად და
მარცვლებად დაჭრილი სიტყვები, ბუკი, პროექტორი, ფლიპჩარტი, მაგნიტური დაფა,
მაგნიტები,
მარკერები, თაბახის ფურცლები, წებო.
გაკვეთილია შედეგები : მოსწავლეებმა მიაღწიეს
გეგმით განსაზღვრულ შედეგებს. შეძლეს მიწოდებული რესურსების ეფექტურად გამოყენება.
კერძოდ, ავთენტური ტექსტი ამოიკითხეს მთლიანი სიტყვებით, გამოავლინეს ფონოლოგიური უნარ-ჩვევები:
წინადადებები დაყვეს სიტყვებად, სიტყვები-მარცვლებად და ასოებად. აქტიურად იმუშავეს
წყვილებში: ააწყვეს დაჭრილი სიტყვებით ილუსტრაციების შესაბამისი წინადადებები, ასოებად
და მარცვლებად დაჭრილი ილუსტრაციები სწორი თანმიმდევრობით დააწებეს თაბახის ფურცლებზე.
უფრო მეტად კმაყოფილი დავრჩი ტექსტის სტრუქტურის
მთლიანობის აღდგენის უნარითა და კითხვის ხარისხით.
გაკვეთილზე ჩემს მიერ გამოყენებულმა
სტრატეგიებმა უზრუნველყო მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში და
დიდი გავლენა იქონია მათ პროდუქტულ ინტერაქციაზე.
ბავშვების ნამუშევრებმა ცხადყო,
რომ ნათლად გაიგეს ჩემი ინსტრუქციები და იმოქმედეს ადეკვატურად. გაივარჯიშეს მოდიფიცირებული
ტექსტის შექმნის, შეცდომების აღმოჩენისა და გასწორების უნარები.
მოსწავლეთა პროვოცირება პირველ
ფაზაზე კარგად შევძელი სტრატეგიით : ,,სლაიდ-შოუს ჩვენება“. ანიმაციების ეფექტით შექმნილმა
ელექტრონულმა რესურსმა შესანიშნავად შეძლო ბავშვების მოტივირება და განწყობა შესაწავლი მასალის მიმართ.
გაკვეთილის სამოქმედო გეგმა წინასწარ
ჩამოვწერე დაფაზე და ისე კარგად გადაება აქტივობები
ერთმანეთს, რომ არ დამჭირვებია მსვლელობის პროცესში მისი შეცვლა.
ცოდნის კონსტრუირებისა და რეფლექსია-გამთლიანების
ფაზაზე გამოვიყენე სტრატეგია ,,მასწავლებელი-კალამი“ .მოსწავლეებმა შეძლეს მთავარ პერ-
სონაჟზე
- მამალზე მოდიფიცირებული ტექსტის შექმნა.
ამ გაკვეთილის ხელახლა ჩატარების
შემთხვევაში, თითქმის არაფერს შევცვლი, იმდენად ეფექტური აღმოჩნდა შერჩეული სტრატეგიები.
თარიღი : 22 მაისი 2013 წელი
ხელმოწერა : / ნ. გურეშიძე
/
ინოვაციური გაკვეთილის
გეგმა
საგანი--ქართული ენა
კლასი--პირველი
გაკვეთილის თემა--მთლიანი სიტყვების ამოკითხვა
ხანგრძლივობა--35-40 წთ.
გაკვეთილის მიზნები: შეძლებენ ტექსტის კითხვას მთლიანი სიტყვებით;
განამტკიცებენ ფონოლოგიურ
უნარ-ჩვევებს,შექმნიან ახალ ტექსტს, ეფექტურად გამოიყენებენ მიწოდებულ რესურსებს.
კავშირი ესგ-თან:
I-6 : მოსწავლეს
შეუძლია ანბანური პრინციპის გაგება და გამოყენება:
·
სიტყვათა
ჩამონათვალში პოულობს წინასწარ მითითებულ ასოს, მარცვალს.
·
ასოებს
ამთლიანებს მარცვლებად, მარცვლებს-სიტყვებად.
·
ცნობს
ანბანის ყველა ასოს.
·
ასოებისგან
, მარცვლებისგან აწყობს სიტყვებს.
·
სიტყვებში
გამოყოფს და წარმოთქვამს მარცვლებს, მარცვლებში-ასოებს.
I-7 მოსწავლეს შეუძლია წერილობითი
კოდის გაშიფვრა :
·
სიტყვათა
ჩამონათვალში პოულობს მითითებულ სიტყვას.
·
ხმამაღლა
(მთლიანი სიტყვებით, ან დამარცვლით) კითხულობს მარტივი წინადადებებისგან შედგენილ
მცირე ზომის ტექსტებს.
·
წინადადების
საზღვრების შესაბამისად აკეთებს პაუზას.
გამოყენებული მეთოდები:
·
ფრონტალური
გამოხმაურება
·
,,იპოვე
შეცდომა“
·
,,ფიქრი
ხმამაღლა“
·
,,შეუსაბამე“
·
სწავლა
კეთებით
·
,,დააკვირდი,
ამოიცანი!“
·
მასწავლებელი-
კალამი
·
მოდიფიცირებული
ტექსტი
საჭირო რესურსები :
1.
მოსწავლის
წიგნი
2.
ბარათები:
,,დიახ“/,,არა“
3.
ბარათები
სიტყვებით
4.
სურათები
სიტყვებით
5.
დასაჭრელი
სურათები ასოებით(ასაწყობად)
6.
წინასწარ
ფლიფჩარტზე დაწერილი ტექსტი
7.
მაგნიტური
დაფა და მარკერები
გაკვეთილის მსვლელობა: (სამფაზიანი მოდელი)
I ფაზა: დაფაზე
ვაკრავ სიტყვებს: მზე, ჩიტები, ყვავილები, პეპლები. ვკითხულობ მკაფიოდ, ხმამაღლა. ბავშვებს
ვთხოვ მოიმარჯვონ ,,დიახ/არა“ ბარათები და ვიწყებ სიტყვების არეულად წაკითხვას. ზოგს
სწორად ვკითხულობ, ზოგს შეცდომით.ბავშვები წევენ ბარათებს იმის მიხედვით, სწორად წავიკითხე,
თუ არა სიტყვა. თან მათ ვეხმარები ,,ხმამაღლა ფიქრში“-რატომ ასწიე ეს ბარათი? როგორ
მიხვდი, რომ შეცდომა დავუშვი?აბა რა წერია სინამდვილეში? სად წერია სიტყვა ,,პეპლები?“შემდეგ
გადავდივარ მეთოდზე : ,,შეუსაბამე“. მოსწავლეებს ვთავაზობ წაიკითხონ სიტყვები და შეუსაბამონ
მათ სათანადო სურათები. მორიგ აქტივობად მივაწოდებ ასოებად დაჭრილ სურათებს და ვთხოვ
ააწყონ იგივე სიტყვები.
II ფაზა:
დაფაზე ვაკრავ ფლიფჩარტზე
წინასწარ დაწერილ ტექსტს: ,,გაზაფხულზე მზე ანათებს. საამურად გალობენ ჩიტები. მინდორს
ყვავილები ამშვენებს. დაფრენენ ჭრელი პეპლები.“
ჯერ მე ვკითხულობ ტექსტს ხმამაღლა, მკაფიოდ. შემდეგ ვიყენებ ექოს ტიპის კითხვას,ერთობლივ
კითხვას.გადავდივარ აქტივობაზე: ,,დააკვირდი, ამოიცანი!“ მოსწავლეებს ვთხოვ დააკვირდნენ,
იპოვონ და შემოხაზონ ტექსტში ის ოთხი სიტყვა,რომლებიც თავიდან იყო მიწოდებული.
III ფაზა : მაგნიტურ დაფაზე მარკერით ვწერ:
---------------------მზე----------------------ყვავილები------------------------------------------პეპლები----------------------------------------ჩიტები--------------
მივმართავ ბავშვებს : ,,ახლა ჩვენ ერთად შევქმნით ახალ ამბავს უკვე კარგად ნაცნობი
ოთხი სიტყვის გამოყენებით. მე ვიქნები თქვენი კალამი.“ ახლადშექმნილ ტექსტს ჯერ მე
ვკითხულობ ხმამაღლა, შემდეგ კი ბავშვებთან ერთად. დავალებად მივცემ დახატონ ტექსტის
შთაბეჭდილებით და გაუკეთონ მინაწერები.
შეფასება : განმავითარებელი კომენტარი
სმაილები
მასწავლებელი : ნინო გურეშიძე
თარიღი: 29 აპრილი, 2013 წელი
გაკვეთილის
ჩატარების დღე:
29 აპრილი, 2013 წელი
სკოლა:
ბაზალეთის საჯარო
კლასი:
პირველი
მასწავლებელი:
ნინო გურეშიძე
საგანი:
ქართული ენა
ძირითადი
თემა: კითხვა მთლიანი სიტყვებით
მისაღწევი
შედეგები თავდაპირველი გეგმის მიხედვით: შეძლონ ტექსტის კითხვა მთლიანი სიტყვებით, განამტკიცონ
ფონოლოგიური უნარ-ჩვევები, ეფექტურად გამოიყენონ მიწოდებული რესურსები, შექმნან მოდიფიცირებული
ტექსტი
საკვანძო
მეთოდები/ სტრატეგიები: ფრონტალური
გამოხმაურება, იპოვე შეცდომა, ფიქრი ხმამაღლა, შეუსაბამე, სწავლა კეთებით, დააკვირდი-ამოიცანი,
მასწავლებელი-კალამი, მოდიფიცირებული ტექსტი.
ძირითადი
სასწავლო რესურსები: დიახ/არა
ბარათები, ბარათები სიტყვებით, სურათები სიტყვებით(ასაწყობად დაჭრილი მარცვლებად და
ასოებად), ფლიპჩარტზე წინასწარ გამზადებული ავთენტური ტექსტი, მაგნიტური დაფა, მარკერები,
დაფა, ცარცი, თაბახის ფურცლები, წებო.
გაკვეთილის
შედეგები: მოსწავლეები გავიდნენ
შედეგზე. განსაკუთრე-
ბით კმაყოფილი დავრჩი ფონოლოგიური უნარ-ჩვევების გამოვლენით
და მოდიფიცირებული ტექსტის შექმნის დროს ბავშვების აქტივობის ხარისხით. მოსწავლეთა
ჩართულობასა და აქტიურ სწავლაზე, მათ პროდუქტულ ინტერაქციაზე დიდი გავლენა იქონია გაკვეთილზე
გამოყენებულმა ინოვაციურმა მეთოდებმა.კერძოდ, ბავშვები იყვნენ მუდმივად მოტივირებულნი,
ხალისით მონაწილეობდნენ სხვადასხვა აქ-
ტივობებში, გამოთქვამდნენ ვარაუდებს მიწოდებული ილუსტრაციების
შესახებ, კითხულობდნენ მთლიანი სიტყვებით, მუშაობდნენ წყვილებად. მათი ნამუშევრები
მეტყველებდნენ იმაზე, რომ კარგად ერკვევიან ტექსტის სტრუქტურაში, განვითარებული
აქვთ ფონოლოგიური უნარ-ჩვევები, შესანიშნავად გაართვეს თავი ასოებითა და მარცვლებით
სიტყვების აწყობას. ილუსტრაციებს შეუსაბამეს სათანადო წინადადებე-ბი, რომლებიც თვითონვე
ააწყვეს წყვილებში, დაჭრილი სიტყვებით.
ამ გაკვეთილზე ბავშვებმა შეიძინეს ახალი უნარი- ერთობლივი ტექსტის შექმნა
საკუთარი ფანტაზიით.ძალიან სახალისო აღმოჩნდა მათთვის ,,მწერლების“ როლში ყოფნა.
ჩემთვის ახალი იყო სამფაზიანი
გაკვეთილი, დაბალანსებუ-ლი-მთელი/ ნაწილი/ მთელი-სწავლების მეთოდი. კარგად გამომივიდა
მოსწავლეთა პროვოცირება ილუსტრაციების დახმარებით. ნამდვილად შევძელი მათში ინტერესის
აღძვრა. მეორე ფაზაზე ბავშვების ცოდნის კონსტრუირებაში დამეხმარა ინოვაციური სტრატეგიები:
,,ფიქრი ხმამაღლა“ და ,,სწავლა კეთებით“. ბავშვებს ფონოლოგიური უნარების განმტკიცებაში
დაეხმარა მარცვლებად და ასოებად დაჭრილი ილუსტრაციები.მათ თვითონ აღადგინეს და თაბახის ფურცლებზე თანმიმდევრობით
დააწებეს თავიდან მიწოდებული საკვანძო სიტყვები: მზე, ყვავილები პეპლები და ჩიტები,
რომელთა გამოყენებითაც მესამე ფაზაზე უკვე ახალი ტექსტის მოფიქრება შეძლეს.ამ ფაზაზე
მოხდა რეფლექსია-გამთლიანება და ძალიან ეფექტური აღმოჩნდა სტრატეგია: ,,მე- კალამი“.პატარა
მწერლებმა შესანიშნავი მოდიფიცირებული ტექსტი
შექმნეს.
ჩემთვის ძალიან საინტერესო და შედეგიანი იყო ამ გაკვეთილის ჩატარება. აღმეძრა
მოტივაცია, რომ მომავალშიც გავაგრძე-ლო მუშაობა ინოვაციური მეთოდებით და აქტიურად დავნერგო
ისინი ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში.
ინტეგრირებული გაკვეთილი -29 იანვარი, 2012 წელი
გაკვეთილის თემა-ზამთარი
კლასი- მესამე
ინტეგრირებული საგნები-ქართული ენა და ბუნება
მასწავლებელი-ნინო გურეშიძე
მოსწავლეთა რაოდენობა-4
გაკვეთილის საწავლო
მიზნები:
მშობლიური ენა-1)განამტკიცებენ გამომეტყველებითი კითხვის უნარ- ჩვევას
2)შეასრულებენ კოგნიტურ სავარჯიშოებს
3)კონტექსტის მიხედვით ახსნიან უცნობ სიტყვებსა
და გამოთქმებს
ბუნება- 1)გაიგებენ,როგორ წარმოიქმნება თოვლი
2)შეაფასებენ,რა სარგებლობისა
და ზიანის მოტანა შეუძლია თოვლს
3)შეავსებენ კროსვორდს, მიღებული
ცოდნის საფუძველზე
გამოყენებული რესურსები: მოსწავლის წიგნები, ფლიფჩარტი, მარკერები, ფორმატის
ფურცლები, პასტა, დაფა, ცარცი,წებო, სამუშაო ბარათები,კროსვორდი ,,ზამთარი“,სავარჯიშო
ხე, ფერად ქაღალდზე დაწერილი სიტყვები
ეროვნული სასწავლო გეგმით მისაღწევი შედეგები:
მშობლიურ
ენაში: 1) გამოხატავს წაკითხული ტექსტით აღძრულ ემოციას; 2)კონტექსტის გათვალისწინებით
ხსნის უცნობ სიტყვებს; 3)ასახელებს მოსმენილ ტექსტში მოსმენილ ფაქტებს.
ბუნებაში: 1)მოსწავლე იკვლევს
ბუნებრივი მოვლენების მრავალფეროვნე-ბას;
2)ახასიათებს მისთვის ნაცნობ ბუნებრივ მოვლენებს და აღწერს მათ თავისებურებებს
გამოყენებული აქტივობები: საშინაო დავალების პრეზენტაცია, გამომეტყველებითი კითხვა, კითხვა-პასუხი,
სწავლა კეთებით, გონებრივი იერიში, ასოციაციური რუკა, კროსვორდის შევსება,ბარათებზე
მუშაობა,სიტყვის სკივრზე მუშაობა, შეჯამება
გაკვეთილის
მსვლელობა
1)საშინაო დავალების პრეზენტაცია-დაფაზე წინასწარ ჩამოვწერე საპრეზენტაციო თემები
1)ტყის მოლოდინი
2)ცხოველების საზრუნავი
3)ფიფქების სტუმრობა ტყეში
ბავშვები
აკეთებენ პრეზენტაციებს შერჩეული თემების მიხედვით. (5წთ.)
2) პროვოცირება-დავსვი კითხვა:კიდევ რა იცით ზამთრის შესახებ და რის
გაგებას ისურვებთ დამატებით? დაფაზე დავწერე გამოკვეთილი კითხვები: 1)როგორ ჩნდება
თოვლი? 2)რატომ ყინავს ზამთარში? 3)რატომ არის ადვილად დასაბარი გაყინული მიწა?
ინტეგრაცია
ბუნებასთან-3)სწავლა კეთებით-,,მოდი, შევქმნათ
ფანტელი!“
ბავშვებს
დავურიგე წინასწარ გამზადებული ფანტელის ნაწილები, ვთხოვე აეწყოთ და დაეწებებინათ ფორმატის ქაღალდზე.(3წუთი)
3)გამომეტყველებითი კითხვა-ბავშვებმა გამომეტყველებით წაიკითხეს ლექსი: ,,ზამთარი“,
ჩემი თხოვნით ყურადღება გაამახვილეს მხატვრულ სიტყვებსა და გამოთქმებზე და კონტექსტის
მიხედვით ახსნეს ისინი.(5წთ)
ინტეგრაცია
ბუნებასთან-4)გონებრივი იერიში-ბავშვებს
ვთხოვე გამოეთქვათ თავიანთი მოსაზრებები, თუ რა სარგებლობა და რა ზიანი მოაქვს ზამთარს.
ყველა აზრი დავწერე ფლიპჩარტზე წინასწარ გამზადებულ ცხრილში. საბოლოოდ ცხრილმა ასეთი
სახე მიიღო:
ზიანი
|
სარგებლობა
|
1)მძიმე
თოვლი ანგრევს შენობებს, ამტვრევს
ხეებს.
2)დიდთოვლობა
აზიანებს ელექტროგაყვანი-
ლობას.
3)აძნელებს
მიმოსვლას.
4)თოვლი
აჩენს ზვავებს, რაც ძალიან სახიფა-
თოა.
5)თოვლი
დნობისას იწვევს წყალდიდობებს.
|
1)მიწაზე
დადებული თოვლი საღად
ინახავს
ნათესებს.
2)ყინვა
სპობს მიკრობებს.
3)თოვლი
მიწას ამდიდრებს ტენით.
4)ყინვა
ადვილად დასამუშავებელს ხდის
მიწას.
5)თოვლი
და ყინვა აჯანსაღებს ჰაერს
|
(დრო -10 წუთი)
5)ასოციაციური რუკის შედგენა-ბავშვებს დავურიგე სამუშაო ბარათები და ვთხოვე დაეწერათ,
რა ასოციაციას იწვევდა მათში ზამთარი. (5 წთ.)
ინტეგრაცია
ბუნებასთან-6)კროსვორდი ,,ზამთარი“. კითხვები:
1)რა
მოწყდება მთაში დიდთოვლობისას? (ზვავი)
2)რა
უწითლებს ზამთარში ბავშვებს ლოყებსა და ყურებს? (ყინვა)
3)რით
ვიფარავთ ხელებს სიცივისაგან? (ხელთათმანი)
4)რა
ეფინება ძირს ხალიჩასავით ზამთარში? (თოვლი)
5)თოვლისგან
გაკეთებულს, რას ესვრიან ბავშვები ერთმანეთს?
6)რა
არის ციგით შესაძლებელი?
7)რა
ჰქვია მეორენაირად ფანტელს?
დრო-
(4 წუთი)
7)ბარათებზე მუშაობა-,,მოძებნეთ წყვილები“ .ბავშვებს დავურიგე ბარათები და
ვთხოვე შესწავლილ ტექსტზე -,,ზამთარი“ დაყრდნობით
დაეწყვილებინათ სიტყვები:
გადაბარდნილი
ხეები
|
მკაცრი
შეშა
|
მყუდრო
საღამო
|
თეთრი
ზამთარი
|
მოწყენილი საბანი
|
ფარფატა
ცა
|
თბილი
ბუხარი
|
მოღუღუნე ფთილა
|
ზღაპრული
სურნელი
|
8)სიტყვის სკივრზე მუშაობა-ფერად ქაღალდებზე დაწერილი სიტყვები: ,,გადაბარდნილი“
,,წნორი“ ,,აკმევს“-დავამაგრე სავარჯიშო ხეზე. ბავშვებს დავურიგე მათი შესაძლო მნიშვნელობის
გამომხატველი 3-3 ვარიანტი, ვთხოვე გამოეცნოთ რომელი იყო სწორი, მათი აზრით, და დაემაგრებინათ
სავარჯიშო ხეზე დასაზუსტებელი სიტყვის გვერდით. მაგალითად: ა) გადაბარული
,,გადაბარდნილი“ --------------------------ბ) თოვლით დაფარული
გ) დაბურული
დრო-(2წთ)
9)შეჯამება-კვლავ დავუბრუნდი გაკვეთილის დასაწყისში ბავშვების მიერ
დასმულ კითხვებს და მათ მიღებული ცოდნის საფუძველზე შეძლეს პასუხების გაცემა.(2წთ)
10)საშინაო დავალება : ა)დახატონ ზამთარი
ბ)დაწერონ
თემა : ,,ზამთრის სურათი“
გ)ისწავლონ
ზეპირად ლექსი ,,ზამთარი“
დრო-(1წუთი)
ბავშვები შევაფასე განმავითარებელი კომენტარებით.
ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა
ინტეგრირებული გაკვეთილის ანგარიში
ინტეგრირებული გაკვეთილის ანგარიში
გაკვეთილის
ჩატარების დღე : 29
იანვარი, 2012 წელი
სკოლა
: ბაზალეთის საჯარო კლასი : მესამე
მასწავლებელი
: ნინო გურეშიძე საგნები: ქართული ენა და ბუნება
თემა
: ზამთარი
მისაღწევი
შედეგები თავდაპირველი გეგმის მიხედვით :
1.
მშობლიურ ენაში :
·
განამტკიცონ
გამომეტყველებითი კითხვის უნარი
·
შეასრულონ
კოგნიტური სავარჯიშოები
·
კონტექსტის
მიხედვით ახსნან უცნობი სიტყვები და გამოთქმები
2.
ბუნებაში :
·
გაიგონ,
როგორ წარმოიქმნება თოვლი
·
შეაფასონ,
რა სარგებლობის და ზიანის მოტანა შეუძლია თოვლს
·
მიღებული
ცოდნის საფუძველზე შეავსონ კროსვორდი
საკვანძო
მეთოდები/სტრატეგიები :
v
საშინაო
დავალების პრეზენტაცია
v
გამომეტყველებითი
კითხვა
v
კითხვა-პასუხი
v
სწავლა
კეთებით
v
გონებრივი
იერიში
v
ასოციაციური
რუკა
v
კროსვორდის
შევსება
v
ბარათებზე
მუშაობა
v
სიტყვის
სკივრზე მუშაობა
v
შეჯამება-რეფლექსია
v
საშინაო
დავალების მიცემა
ძირითადი სასწავლო რესურსები : მოსწავლის წიგნები, ფლიპჩარტი, მარკერები,
ფორმატის
ფურცლები, პასტა, დაფა, ცარცი, წებო, სამუშაო ბარათები, კროსვორდი ,,ზამთარი“ , სავარჯიხო
ხე, სტიკერები.
გაკვეთილის შედეგები: მოსწავლეები გავიდნენ შედეგზე. განსაკუთრებით აქტიურები
იყვნენ აქტივობისას ,,სწავლა კეთებით“, როცა
თვითონ ,,შექმნეს“ ფანტელი და კროსვორდზე მუშაობისას. კმაყოფილი დავრჩი აქტივობით
,,მოძებნე წყვილები“; ბავშვებმა სწორად დააწყვილეს ცხრილში მითითებული სიტყვები. გაკვეთილზე
ჩემს მიერ გამოყენებულმა სტრატეგიებმა უზრუნველყო ბავშვების მაქსიმალური ჩართვა საგაკვეთილო
პროცესში. ისინი მოტივირებულნი დარჩნენ გაკვეთილის ბოლომდე. მოსწავლეების ნამუშევრები
მეტყველებს იმაზე, რომ კარგად გაიგეს მიწოდებული თემა, გაივარჯიშეს გამომეტყველებითი
კითხვის უნარი, შეძლეს მათთვის ნაცნობი ბუნებრივი მოვლენების აღწერა. რაც მთავარია,
ინტეგრაცია ნამდვილად შედგა. მე, როგორც მასწავლებელს, კარგად გამომივიდა ბავშვების
პროვოცირება, მათი მოტივაციის ამაღლება. ეფექტური გამოდგა ჩემი გადაწყვეტილება, რომ
საშინაო დავალების პრეზენტაციისათვის ბავშვებს მივეცი სავარაუდო თემებიდან არჩევანის
გაკეთების საშუალება. ცოდნის კონსტრუირებისა და რეფლექსია-გამთლიანების ფაზაზე დავუბრუნდი
გაკვეთილის დასაწყისში ბავშვების მიერ დასმულ კითხვებს შესასწავლ თემასთან დაკავშირებით
და მათ მიღებული ცოდნის საფუძველზე თვითონვე შეძლეს პასუხების გაცემა.
გაკვეთილის სამოქმედო გეგმა
მსვლელობის პროცესში თითქმის არ შეცვლილა. მისი ხელახლა ჩატარების შემთხვევაში, შეჯამება-რეფლექსიის
ფაზაზე კიდევ დავამატებდი აქტივობას ,,დაკარგული სიტყვები“. მოსწავლეები შეავსებდნენ
სიტყვანაკლულ ტექსტს ზამთრის თემაზე ახლადშესწავლილი ლექსიკური ერთეულების გამოყენებით.
ხელმოწერა : ნინო გურეშიძე
თარიღი : 30.01.2012წელი
მათემატიკის
გაკვეთილის /აქტივობის დაგეგმვის სქემა
საგანი : მათემატიკა
|
კლასი : მეორე
|
თემა :ათეულები და ერთეულები
|
დრო : 3 საგაკვეთილო საათი
|
გაკვეთილის/ აქტივობის ძირითადი მიზანი: რიცხვების ათობით პოზიციური სისტემით ჩაწერა; პოზიციური
სისტემის არსზე პირველი წარმოდგენების გაღრმავება, პრაქტიკული ამოცანების განხილვა.
|
|
სწავლის შედეგები: მოსწავლე შეძლებს ორნიშნა რიცხვებში ათეულის, ერთეულისა
და ოცეულის გამოყოფას, რიცხვების წარმოდგენას სანიმუშო სქემების მიხედვით; საგანთა
გროვების მოწესრიგებას ათეულებად და ოცეულებად და მიღებული რაოდენობის დასახელებას.
|
|
დამოკიდებულება : მოსწავლეებს განუვითარდებათ მოტივაცია თვალსაჩინოების
გამოყენებით წარმოადგინონ ორნიშნა რიცხვები სხვადასხვა ხერხით (ჩხირებით, სვეტებითა
და კუბებით, სქემებით), დაინტერესდებიან რაოდენობის ციფრებით გამოსახვისა და მათი
ქართული დასახელების წესის გაცნობით
|
|
ცოდნა : შევასწავლი ორნიშნა რიცხვების ჩაწერას და წაკითხვას
, მითითებული რიცხვის შესაბამისი გროვის შექმნას და წარმოდგენას სქემების საშუალებით.
|
უნარები: განამტკიცებენ ლოგიკური აზროვნების, საგნების თვლისა
და რაოდენობათა შეფასების, ორნიშნა რიცხვების სწორად წაკითხვის უნარებს.
|
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:
მათემატიკა
II.1 კითხულობს ,,ერთნიშნა“ და ,,ორნიშნა“ რიცხვებს. გამოსახავს რიცხვებს სხვადასხვა
მოდელის გამოყენებით (მაგალითად, ჩაწერს მათ პოზიციური სისტემის გამოყენებით, ან
გამოსახავს რიცხვს საგანთა შესაბამისი რაოდენობის გროვით), ორნიშნა რიცხვის ჩანაწერში
უთითებს ერთეულისა და ათეულის თანრიგებს.
მათემატიკა
II.2
განმარტავს რიცხვების სახელდებას ქართულ ენაში
|
საჭირო წინა ცოდნა და უნარ-ჩვევები :
იციან
1-დან 20-მდე რიცხვების ჩაწერა და წაკითხვა; საგანთა ერთობლიობაში ათეულებისა და
ერთეულების გამოყოფა და მათი რაოდენობის დათვლა; ასახელებენ ორნიშნა რიცხვის ჩანაწერში
თანრიგებში მდგომი ციფრების მნიშვნელობას.
|
წინარე ცოდნის შეფასება: მოსწავლეთა ცოდნის შეფასებას მოვახდენ საშინაო დავალების შემოწმება/განხილვით
|
მოსწავლეთა დაჯგუფების ფორმები:
ინდივიდები,წყვილები,
მთელი კლასი
|
დაჯგუფების კრიტერიუმები :
მოსწავლეებს
დავაჯგუფებ მათი უნარებისა და შესაძლებლობების მიხედვით
|
საწავლო მასალა : სახელმძღვანელო, დაფა,ცარცი, სვეტები და კუბები, ჩხირები,
სქემები, ბარათები, ფლომასტერები,პასტა
|
გაკვეთილის აქტივობის ეტაპები
I ფაზა ,,წინასწარ“
მთელ კლასთან ერთობლივი
ინტერაქციით ხდება შესამზადებელი საშინაო დავალების
თვითოეული სავარჯიშოს
გარჩევა. მოსწავლეებს უაქტიურდებათ არსებული წინა ცოდნა,მასწავლებელს კი ეძლევა საშუალება
შეაფასოს მოსწავლეთა მზაობა ახალი მასალის გაგება-გააზრებისადმი. საჭიროების შემთხვევაში,
ვეხმარებით არასაკმარისი მზაობის მოსწავლეებს
ცოდნის განმტკიცებაში.
სავარჯიშო
1. ა)გამოსახეთ ყურძნის მტევნების საშუალებით
რიცხვები: 30, 40, 50.
ბ)მიუთითეთ ყველა
ამ რიცხვის ჩანაწერში ათეულების თანრიგის ციფრის მნიშვნელობა.
სავარჯიშო
2. დათვალეთ
ათეულების ბიჯით და ცხრილში ჩაწერეთ შესაბამისი რიცხვები:
სავარჯიშო 3. წარმოადგინეთ რიცხვები
სურათებით : სამოცი, სამოცდაათი, ოთხმოცი
|
|||||||||
II ფაზა ,,განმავლობაში”
მოსწავლეები სრულად
გაიაზრებენ და გააცნობიერებენ, ჩამოაყალიბებენ იმას, რაც არსებითად უკვე იციან პრაქტიკულ დონეზე.
მასწავლებელი წყვილებს
ურიგებს 43 ჩხირს და სთხოვს მოაწესრიგონ ათეულებად, თან ეკითხება: რამდენი ათეული
გამოყავით? კიდევ რამდენი ერთეული დარჩა? მაშასადამე, როგორ ჩაიწერება ეს რიცხვი?
მოსწავლეები ადვილად გამოსახავენ მიღებულ
რაოდენობას ციფრებით-43. მასწავლებელი კვლავ
სთხოვს ბავშვებს, ახლა ათეულები გადააწყონ ოცეულებად. ეკითხება: რამდენი ოცეული გამოვიდა?კიდევ
რამდენი ერთეული დარჩა? აბა, დაასახელეთ, რა ჰქვია ამ რიცხვს? 2 ოცს+3----ორმოცდასამი.
შემდეგ მასწავლებელი
დაფაზე წერს რიცხვს-57. სვამს კითხვებს: დაასახელეთ, რამდენი ათეულია ამ რიცხვში? ერთეული? გთხოვთ,წყვილებმა მერხებზე დაალაგეთ
ამ რიცხვის შესაბამისი სვეტები და კუბები! ახლა გადააწყვეთ ოცეულებად! რამდენი ოცეული
გამოვიდა? კიდევ რამდენი დარჩა? 1სვეტი და 7 კუბი, ანუ-17. აბა, დაასახელეთ რიცხვი!
ორ ოცს+17---- ორმოცდაჩვიდმეტი. შემდეგ მასწავლებელი ბავშვებს ავსებინებს დაფაზე
გამზადებულ სქემას:
სადემონსტრაციო სქემის
შევსების შემდეგ, ბავშვები კვლავ წყვილებად მუშაობენ და ანალოგიურად ავსებენ რიცხვთა
სქემებს რიცხვებზე: 32, 46, 53.
შემდეგ აქტივობად მასწავლებელი
ბავშვებს სთავაზობს რიცხვების გამოსახვას ნახატის საშუალებით.დაფაზე წერს რიცხვს-
75. გინდათ გაიგოთ, რა რიცხვი დავწერე? დახატეთ მის ქვეშ იმდენი ჯოხი, რამდენსაც
გიჩვენებთ ათეულების ციფრი და ერთეულების ციფრის შესაბამისი წერტილები! ბავშვები ,,ხატავენ“ : I I I I I I I..... ახლა შემოხაზეთ ოცეულები! ( I I )(I I )(I I) I ..... რამდენი ოცეული გამოვიდა? კიდევ რა დარჩა?აბა დაასახელეთ
რიცხვი!
სამ
20-ს+15----სამოცდათხუთმეტი.
|
|||||||||
IIIფაზა ,,შემდგომ” მოსწავლეები გაიწაფებიან
ცოდნის გამოყენებაში. მასწავლებელი მათ ურიგებს ბარათებს, სადაც დახატულია სხვადასხვა
საგნების გროვები და თხოვს, ათეულები შემოხაზონ
წითელი ფერის ფლომასტერით, რომ გაიგონ ,როგორ იწერება მოცემული რაოდენობის შესაბამისი
რიცხვი, შემდეგ ოცეულები- ლურჯით, რომ გამოიცნონ მისი ქართული დასახელება და მიუწერონ
სიტყვიერად.ამ სავარჯიშოს ბავშვები ასრულებენ ინდივიდუალურად.
|
საშინაო დავალება: რიცხვები წარმოადგინონ
სქემების საშუალებით და ამოხსნან ტექსტური ამოცანები.
შეფასება: მოსწავლეებს შევაფასებ
განმავითარებელი კომენტარებით. გაკვეთილის განმავლობაში შენიშვნებს შევიტან წინასწარ გამზადებულ შეფასების რუბრიკაში :
სახელი
და გვარი
|
შეფასების კრიტერიუმები
|
|||||
საშინაო
დავალება
|
წყვილებში
მუშაობა
|
გაკვეთილში
ჩართულობა
|
ლოგიკური
აზროვნება
|
ტესტი
|
დამოუკიდ.
მუშაობა
|
შენიშვნა:
ვასწავლი გურამ გოგიშვილის სახელმძღვანელოთი.
ბაზალეთის
საჯარო სკოლა, ხარაგაულის რაიონი.
მეორე
კლასის მათემატიკის მასწავლებელი: ნინო გურეშიძე
20 დეკემბერი,
2013
სამუშაო ბარათი ა) რაოდენობები
მოაწესრიგე ]]]]]]]]]]
]]]]]]] ]]]]
]]]]]]]
ოცეულებად! ]]]]]]]]]]
]]]]]]]] ]]]
]]]]]]]]
]]]]]]]]]]
]]]]]]]] ]]]
]]]]]]]]
ბ) გაიგე, რა რიცხვია მოცემული
გ) მიუწერე დასახელება!
SSSSSSSSSSS
SSSSSSSSSSS
SSSSSSSSSSS
SSSSSSSSSSS
SSSSSSSSSSSSS
მათემატიკის ერთობლივი გაკვეთილის /აქტივობის დაგეგმვის სქემა
საგანი : მათემატიკა
|
კლასი : მეხუთე
|
|
თემა :ტოლმნიშვნელიანი წილადების შეკრება
|
დრო:3 საგაკვეთილო საათი
|
|
გაკვეთილის/აქტივობის ძირითადი მიზანი: შეძლონ ტოლმნიშვნელიანი წილადების შეკრება.
|
||
სწავლის შედეგები: მოსწავლეები შეძლებენ ტოლმნიშვნელიანი წილადების შეკრებას
|
||
დამოკიდებულება:
მოსწავლეებს გაუადვილდებათ წილადების შეკრება მიწოდებული რესურსების საშუალებით.
დაინტერესდებიან თვალსაჩინოებით " მთელი და წილადი ფილები" და შეექმნებათ
მოტივაცია ბარათებით მიწოდებული ამოცანების ამოხსნით.
|
||
ცოდნა:
შევასწავლი ტოლმნიშვნელიანი წილადების შეკრებას.
|
უნარები: განავითარებენ დამოუკიდებლად მუშაობისა და ლოგიკური აზროვნების
უნარებს, მიღებული ცოდნის პრაქტიკული გამოყენების
უნარს.
|
|
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:
მათემატიკაV.3. ახდენს ერთნაირი მნიშვნელის მქონე მარტივ წილადებზე არითმეტიკული მოქმედებების დემონსტრირებას და
მოქმედებათა შედეგის ინტერპრეტაციას მოდელის გამოყენებით.
|
საჭირო წინა ცოდნა და უნარ-ჩვევები
:
შეუძლით წილადის არსის გააზრება, შერეული რიცხვის
ამოცნობა , არაწესიერი წილადის ჩაწერა შერეული რიცხვის სახით და პირიქით, ათწილადის შეკვეცა.
|
|
წინარე ცოდნის შეფასება: მოსწავლეთა ცოდნის შეფასებას მოვახდენ საშინაო დავალების
შემოწმება/განხილვით
|
მოსწავლეთა დაჯგუფების ფორმები:მთელი კლასი, წყვილები, ჯგუფები.
|
|
დაჯგუფების კრიტერიუმები :
მოსწავლეებს დავაჯგუფებ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით.
|
საწავლო მასალა : სახელმძღვანელო, დაფა, ,ცარცი, პლაკატები, ბარათები, მოსწავლის
რვეული, კალამი, ფერადი ფანქრები , თვალსაჩინოება
" მთელი და წილადი ფილები" .
|
|
გაკვეთილის
/აქტივობის ეტაპები :
I ფაზა ,,წინასწარ“
მთელ კლასთან ერთობლივი ინტერაქციით ხდება შესამზადებელი
საშინაო დავალების
თვითოეული სავარჯიშოს გარჩევა. მოსწავლეებს უაქტიურდებათ
არსებული წინა ცოდნა,მასწავლებელს კი ეძლევა საშუალება შეაფასოს მოსწავლეთა მზაობა
ახალი მასალის გაგება-გააზრებისადმი. საჭიროების შემთხვევაში, ვეხმარები არასაკმარისი
მზაობის მოსწავლეებს ცოდნის განმტკიცებაში.
|
II ფაზა ,,განმავლობაში”
მოსწავლეები სრულად გაიაზრებენ და გააცნობიერებენ, ჩამოაყალიბებენ იმას, რაც არსებითად უკვე იციან პრაქტიკულ დონეზე.
ახალი მასალის გადაცემას ვიწყებ კონსტრუქტივისტული მეთოდის გამოყენებით. დაფაზე ერთმანეთის მიყოლებით გავაკრავ სამ პლაკატს. პირველ პლაკატზე მართკუთხედი დაყოფილია 21 ტოლ ნაწილად (3 სტრიქონი და 7 სვეტი ) . პირველ სტრიქონში გაფერადებულია 1 უჯრა , მეორე სტრიქონში 2უჯრა, ხოლო მესამე სტრიქონში 5 უჯრა.
მეორე პლაკატზე კვადარატი დაყოფილია 25 ტოლ ნაწილად . პირველ სტრიქონში გაფერადებულია 2უჯრა , მეორე სტრიქონში-3 უჯრა, მესამეში - 1 უჯრა, მეოთხეში კი- 4 უჯრა.
მესამე პლაკატზე წრე გაყოფილია 12 ტოლ ნაწილად . შავად გაფერედებულია
1 უჯრა, ვარდისფრად--3 უჯრა და სტაფილოსფრად 2 უჯრა.
თითოეული სურათისთვის ვთხოვ მოსწავლეებს დაასახელონ ფიგურის რა ნაწილია შეფერადებული ? სულ რა ნაწილია შეფერადებული? მოგვცემს თუ არა სხვადასხვაფერად შეფერადებული ნაწილების ჯამი მთელი ფიგურის შეფერადებულ ნაწილს?
მოსწავლეები თავიანთ არსებულ ცოდნაზე დაყრდნობით მიწოდებული რესურსების გამოყენებით შეძლებენ იპოვონ ტოლმნიშვნელიანი წილადების შეკრების
წესი (თავად ააგებენ ცოდნას). გააკეთებენ დასკვნას : ტოლმნიშვნელიანი წილადების შეკრებისას მრიცხველები შევკრიბოთ, მნიშვნელი კი უცვლელად გადავიტანოთ. ჩემი თხოვნით ბავშვები გადაშლიან სახელმძღვანელოს და მიღებული ცოდნის განმტკიცების მიზნით, ამოვახსნევინებ სავარჯიშოებს: 1, 2, 9, 11, 12, 13, რომლებიც მოიცავს წილადების შეკრებას.
|
IIIფაზა,,შემდგომ” მოსწავლეები გაიწაფებიან ცოდნის გამოყენებაში. მათ ვამუშავებ წყვილებში. წყვილებს ვურიგებ სამუშაო ბარათებს, რომლებზეც მოცემულია შემდეგი ამოცანები: ამოცანა I : პირველ დღეს შეაკეთეს მთელი გზისნაწილი , მეორე დღეს
-ნაწილი. გზის რა ნაწილი შეაკეთეს ამ ორ დღეში?
ამოცანა II : დედამ გამოაცხო ნამცხვარი.სადილის დროს შეიჭამა ნამცხვრის ნაწილი, ვახშამზე კი-ნაწილი. ნამცხვრის რა ნაწილი შეიჭამა სულ?
ამოცანა III: ანამ დაბეჭდა მთელი ტექსტისნაწილი, ნიამ კი- – - - ნაწილი. მთელი ტექსტის რა ნაწილი დაბეჭდეს გოგონებმა სულ?
წყვილებს ვთხოვ სამუშაოს შესრულების შემედეგ შესრულებული მოქმედებები და მიღებული შედეგები თვალსაჩინოდ წარმოადგინონ თვალსაჩინოების " მთელი და წილადი ფილები "-ს გამოყენებით.
პრეზენტაციიის გაკეთების შემდეგ კლასს გადავაწყობ ორ ჯგუფად და ვურიგებ ბარათებს , რომლებზეც დატანილია ორმოქმედებიანი ამოცანები .
ამოცანა I : გიორგიმ პირველ დღეს წიკითხა წიგნისნაწილი, მეორე დღეს კი - ნაწილით მეტი.
მოასწრო თუ არა გიორგიმ წიგნის წაკითხვა ამ ორ დღეში?
ამოცანა II : ბრიგადამ პირველ დღეს დაამუშავა ნაკვეთის ნაწილი, მეორე დღეს კი - ნაწილით მეტი. მოასწრო თუ არა ბრიგადამ ნაკვეთის დამუშავება ამ ორ დღეში?
ბარათებთან ერთად მივაწოდებ ფორმატზე დახაზულ შესაბამის ნაწილებად დაყოფილ ცხრილებს და ვთხოვ გააფერადონ მიღებული შედეგების შესაბამისი რაოდენობის უჯრები. მუშაობის დასრულების შემდეგ გააკეთებენ პრეზენტაციებს.
|
საშინაო დავალება: საშინაო დავალებად მივცემ შემდეგ ნომრებს : 1, 2, 3, 9, 10, 12. ამ ნომრებიდან
აარჩიონ ნებისმიერი ოთხი.
შეფასება: მოსწავლეებს შევაფასებ ქვემოთ მოცემული რუბრიკით:
სახელი და გვარი
|
შეფასებისკრიტერიუმები
|
|||||
საშინაო დავალება
|
წყვილებში მუშაობა
|
გაკვეთილში ჩართულობა
|
ლოგიკური აზროვნება
|
ჯგუფში მუშაობა
|
პრეზენტაცია
|
შენიშვნა: ვასწავლი გურამ გოგიშვილის სახელმძღვანელოთი.
ბაზალეთის საჯარო სკოლა,
ხარაგაულის რაიონი.
დამხმარე მასწავლებელი :ნინო გურეშიძე
თარიღი : 12 თებერვალი, 2014 წელი
ანგარიში ერთობლივი გაკვეთილის ჩატარების
შესახებ
გაკვეთილის
ჩატარების დღე: 12
თებერვალი, 2014 წელი
სკოლა
: ბაზალეთის საჯარო კლასი : V
მასწავლებლები:
ინგა გლუნჩაძე და ნინო
გურეშიძე
საგანი: მათემატიკა
ძირითადი
თემა : ,,როგორ შევკრიბოთ
ტოლმნიშვნელიანი წილადები“
მისაღწევი
შედეგები თავდაპირველი გეგმის მიხედვით : შეძლებენ ტოლმნიშვნელიანი წილადების შეკრებას, გაუადვილდებათ
ცოდნის აგება მიწოდებული რესურსების გამოყენებით, დაინტერესდებიან თვალსაჩინოებით
,,მთელი და წილადი ფილები“, შეექმნებათ მოტივაცია ტექსტური ამოცანები წილადების შეკრებაზე
ამოხსნან მათემატიკური ბარათების გამოყენებით, განავითარებენ დამოუკიდებლად მუშაობისა
და ლოგიკური მუშაობის უნარებს.
საკვანძო
მეთოდები/სტრატეგიები :
·
საშინაო
დავალების პრეზენტაცია
·
კონსტრუქტივისტული
მეთოდი
·
სწავლა
,,აღმოჩენით“
·
სწავლა
კეთებით
·
მათემატიკურ
ბარათებზე მუშაობა
·
შეჯამება-შეფასება
ძირითადი
საწავლო რესურსები :
v
სახელმძღვანელო
v
მოსწავლის
რვეული, პასტა
v
დაფა,
ცარცი
v
პლაკატები
ცხრილებით
v
სამუშაო
ბარათები
v
ფერადი
ფანქრები
v
თვალსაჩინო
მასალა: ,,მთელი და წილადი ფილები“
გაკვეთილის
შედეგები: გაკვეთილის დაგეგმვის
დროს ჩვენს მიერ განსაზღვრულ შედეგებზე გასვლა მოსწავლეებს არ გაჭირვებიათ.ბავშვებმა
ეფექტურად გამოიყენეს მიწოდებული რესურსები და შეძლეს გამოცდილებიდან ცოდნის აგება.
განსაკუთრებით კმაყოფილი დავრჩი მათ მიერ გაკეთებული დასკვნებით: ,,აღმოაჩინეს“ , რომ
წილადების შეკრებისას მხოლოდ მრიცხველები იკრიბება, მნიშვნელი კი უცვლელი რჩება.ტექტური
ამოცანების ამოხსნისას მიღებული შედეგები ასახეს ნაწილებად დაყოფილ ცხრილებზე, ანუ
გააფერადეს შესრულებულ მოქმედებათა შესაბამისი რაოდენობის უჯრები. ჩვენი მიზანიც ეს
იყო- ბავშვებმა პრაქტიკულად გამოიყენეს მიღებული ცოდნა.
ჩვენ მიერ ერთობლივად შერჩეულმა
სტრატეგიებმა უზრუნველყო მოსწავლეთა მოტივირება, რაც დადებითად აისახა მათ ჩართულობასა
და აქტიურ სწავლაზე. მოსწავლეთა ნამუშევრები მეტყველებდა იმაზე, რომ კარგად ერკვევიან წილადის არსში. ამ გაკვეთილზე კი განავითარეს წილადების
შეკრებისა და მიღებული შედეგების თვალსაჩინოდ გამოსახვის უნარი.
ძირითად მასწავლებელს, ინგა
გლუნჩაძეს ყველაზე კარგად გამოუვიდა გაკვეთილის მეორე ფაზა. კერძოდ, ახალი მასალის
გადაცემის დროს, მის მიერ დამზადებული თვალსაჩინო მასალა დაეხმარა ბავშვებს ცოდნის
კონსტრუირებაში და დასკვნების გაკეთებაში. ინგა მასწავლებელმა კარგად მოირგო ფასილიტატორის,
ანუ გზის მიმცემის როლი და შედეგიც სასურველი იყო- მოსწავლეებმა შეძლეს გააზრებულად,
პრაქტიკულ სავარჯიშოებზე დაყრდნობით, გადაეჭრათ
მათ წინაშე მდგარი ამოცანები და მიეღოთ ახალი ცოდნა.
რეფლექსია- გამთლიანების ფაზაზე გამოვიყენეთ სტრატეგია ,,სწავლა კეთებით“. ბავშვებმა ჯერ წყვილებად, შემდეგ კი ჯგუფებად მუშაობის დროს
შეძლეს მიღებული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენება - ამოცანების ამოხსნის შედეგები წარმოადგინეს
ნაწილებად დაყოფილი, გაფერადებული ცხრილების სახით.
დამხმარე მასწავლებელი : ნინო გურეშიძე
14 თებერვალი, 2014 წელი
ერთობლვი გაკვეთილის
გეგმა
საგანი: ქართული
კლასი: პირველი
გაკვეთილის თემა: ირმა მალაციძე ,,წუნია ფინჯანი“
ჩატარების დრო: 2014
წლის
14 თებერვალი
ხანგრძლივობა: 40 წუთი
გაკვეთილის მიზნები:
ü განავითარებენ
კითხვის საწყის უნარებს.
ü შეძლებენ საუბარს მიწოდებული ილუსტრაციების შესახებ.
ü ეფექტურად გამოიყენებენ სასწავლო რესურსებს.
ü შეძლებენ მოდიფიცირებული ტექსტის შექმნას.
გაკვეთილის შედეგების
კავშირი ე.ს.გ -სთან:
ü შეძლოს მცირე ზომის სიუჟეტიანი ტექსტის წაკითხვა,შინაარსის
გაგება,სათაურის გამოყოფა და ტექსტთან მისი მიმართების დაფიქსირება.
ü შეძლოს ილუსტრაციის აღწერა და მისი ტექსტთან დაკავშირება
ü შეძლოს მცირე ზომის ტექსტის მსგავსი ამბის შეთხზვა.
ü შეძლოს სხვის მიერ დაწყებული კითხვის გაგრძელება.
გამოყენებული მეთოდები:
·
,,ილუსტრაციებში გასეირნება“
·
,,ვარაუდების
გამოთქმა“
·
,,ერთობლივი
კითხვა“
·
,,შეუსაბამე“
·
,,დაკარგული
სიტყვები“
·
,,მასწავლებელი
კალამი“
·
,,მოდიფიცირებული
ტექსტი“
ძირითადი სასწავლო რესურსები:
ილუსტრაციები,სამუშაო
ბარათები,ფლიპჩარტი,მარკერი, მაგნიტური დაფა,თაბახის ფურცლები,მაგნიტები,ნაბეჭდი ტექსტი,დაფა,წებოვანი
ქაღალდი,ლეპტოპი,პროექტორი.
გაკვეთილის მსვლელობა:
( სამფაზიანი მოდელით)
პირველი ფაზა:
გამოწვევის
ფაზაზე მოსწავლეებს პროექტორით ვაჩვენებ ჩაიდნისა
და ფინჯნების ილუსტრაციებს; ვსვამ კითხვებს:
რას ხედავთ?გინახავთ თუ არა? რისთვის ვიყენებთ?კიდევ რა იცით მის შესახებ?
გავაცნობ
ტექსტის სათაურს ,,წუნია ფინჯანი“ და გამოვათქმევინებ ვარაუდებს,რაზე შეიძლება იყოს
ტექსტში საუბარი.
მეორე ფაზა:
კითხვის ფაზაზე მოსწავლეებს ვურიგებ ნაბეჭდ ტექსტს და
ვთავაზობ ერთ-ერთ მოსწავლეს დაიწყოს კითხვა ხმამაღლა, სხვები თვალს ადევნებენ და აგრძელებენ კითხვას ჩემს მიერ მითითებული ადგილიდან.
დაფაზე ვაკრავ სლაიდ-შოუთი ნანახ ილუსტრაციებს. ვთხოვ კარგად დააკვირდნენ
სურათებს,შემდეგ ვურიგებ ბავშვებს თაბახის ფურცლებზე დაწერილ წინადადებებს (ტექსტიდან),
ვთხოვ
გულდასმით წაიკითხონ და მიწოდებულ სურათებს
მიუმაგრონ შესაბამისი წინადადებები.
დავალების შესრულების
შემდეგ გადავდივარ აქტივობაზე ,,გამოტოვებული სიტყვები“ წყვილებს ვურიგებ სამუშაო ბარათებს .ვაძლევ ინსტრუქციას
გამოიცნონ წინადადებაში გამოტოვებული სიტყვები და ჩაწერონ (გამოტოვებულია მხოლოდ ერთი
სიტყვა).
მესამე ფაზა:
შეჯამება-რეფლექსიის
ფაზაზე ვიყენებ აქტივობას ,,მე კალამი“. მოსწავლეებს
ვთავაზობ ჩემი დახმარებით მოიფიქრონ და შეთხზან პატარა ამბავი. ,,ფინჯანი,წუნია,ცარიელი,მაგიდა“-სიტყვების გამოყენებით.მე
ვასრულებ კალამის მოვალეობას და ბავშვების მიერ შემოთავაზებულ წინადადებებს ვწერ ფლიპჩარტზე.დრო
და დრო მოსწავლეებსაც ვთხოვ დახმარებას და მათაც ვაწერინებ მარტივ სიტყვებს.
წერის დასრულების
შემდეგ ჯერ მე ვუკითხავ მოსწავლეებს მათ მიერ შედგენილ მოდიფიცირებულ ტექსტს,შემდეგ
ვთხოვ მოსწავლეებს გაიმეორონ ჩემთან ერთად წაკითხული.ბოლო ეტაპზე სათითაოდ გამოვიყვან
ბავშვებს და ჩემი მითითებით მოდიფიცირებულ ტექსტში იპოვიან და მარკერით შემოხაზავენ
თავიდან მიწოდებულ სიტყვებს.
შეფასება:
განმავითარებელი
სიტყვიერი კომენტარი
ძირითადი
მასწავლებელი: ფიქრია ტალახაძე
დამხმარე მასწავლებელი: ნინო
გურეშიძე
ანგარიში ერთობლივი გაკვეთილის ჩატარების შესახებ
გაკვეთილის
ჩატარების დღე : 2014
წლის 14 თებერვალი
სკოლა:
ბაზალეთის საჯარო კლასი: პირველი
ძირითადი
მასწავლებელი: ფიქრია
ტალახაძე
დამხმარე: ნინო გურეშიძე
საგანი: ქართული ენა
ძირითადი
თემა/საკითხი: ირმა
მალაციძე- ,,წუნია ფინჯანი“
მისაღწევი
შედეგები თავდაპირველი გეგმის მიხედვით:
·
განავითარებენ
კითხვის საწყის უნარებს
·
შეძლებენ
საუბარს მიწოდებული ილუსტრაციების შესახებ
·
ეფექტურად
გამოიყენებენ სასწავლო რესურსებს
·
შეძლებენ
მოდიფიცირებული ტექსტის შექმნას
საკვანძო
მეთოდები/სტრატეგიები:
v
ილუსტრაციებში
გასეირნება
v
ვარაუდების
გამოთქმა
v
ერთობლივი
კითხვა
v
,,შეუსაბამე“
v
დაკარგული
სიტყვები
v
მასწავლებელი-
კალამი
v
მოდიფიცირებული
ტექსტი
ძირითადი
საწავლო რესურსები:
ü
ილუსტრაციები
ü
სამუშაო
ბარათები, პასტა
ü
ფლიპჩარტი,
მარკერები
ü
მაგნიტური
დაფა,მაგნიტები
ü
ნაბეჭდი
ტექსტი
ü
დაფა,
წებოვანი ქაღალდი
ü
ლეპტოპი
ü
პროექტორი
გაკვეთილის
შედეგები: ერთობლივად დაგეგმილმა
გაკვეთილმა მიზანს მიაღწია- ბავშვები გავიდნენ გეგმით განსაზღვრულ შედეგებზე. განსაკუთრებით
კმაყოფილი დავრჩით მათი აქტიურობით მოდიფიცირებული ტექსტის შექმნისას და ილუსტრაციების
შესახებ მსჯელობის უნარით. გაკვეთილზე გამოყენებულმა ეფექტურმა სტრატეგიებმა ბავშვებს
შეუქმნა მოტივაცია ეფიქრათ, ემსჯელათ და გაეაზრებინათ შესასწავლი მასალა. მათი ნამუშევრები
მეტყველებდნენ იმაზე, რომ კარგად გაერკვნენ ტექსტის სტრუქტურაში, გაიმდიდრეს ლექსიკური
მარაგი, შეძლეს ილუსტრაციებისათვის შესაბამისი წინადადებების დაკავშირება და ბოლოს
თვითონ გადაიქცნენ ,,მწერლებად“- მიწოდებული ლექსიკური ერთეულების გამოყენებით შექმნეს
ავთენტური ტექსტი.
რეფლექსია-გამთლიანების ფაზაზე
გამოვიყენეთ სტრატეგია: ,,მე-კალამი“. მასწავლებელი იყო ,,კალამი“ და ფლიფჩარტზე ბავშვების
მიერ შეთხზულ ტექსტს წერდა. პატარებმა ძალიან საინტერესო ამბავი მოიფიქრეს და დაასათაურეს.
მოდიფიცირებულ ტექსტს ბავშვებმა ,,მოწყენილი ფინჯანი“ დაარქვეს. ბოლო ეტაპზე შეძლეს ეპოვათ და შემოეხაზათ თავიდან
მიწოდებული საკვანძო სიტყვები.
დამხმარე მასწავლებელი:
ნინო გურეშიძე
ერთობლივი გაკვეთილის ანგარიში
გაკვეთილის
ჩატარების დღე : 24
თებერვალი, 2014 წელი
სკოლა
: ბაზალეთის საჯარო სკოლა
კლასი:
VI
მასწავლებლები:
იზოლდა ოკრიბელაშვილი, ნინო გურეშიძე
ძირითადი
თემა: ერთობლივი გაკვეთილის
დაგეგმვა და ჩატარება. გ. ჩოხელის ,,ფშაველი გამახარე“
მისაღწევი
შედეგები თავდაპირველი გეგმის მიხედვით :მოსწავლეები შეძლებენ ტექსტის გაგება-გააზრებას, განამტკიცებენ
მსჯელობის უნარს,გამოხატავენ საკუთარ დამოკიდებულებას წაკითხულთან დაკავშირებით, შეაფასებენ
პერსონაჟთა საქციელს, ისარგებლებენ ლექსიკონით, შექმნიან საკუთარ შემოქმედებით პროდუქტს.
საკვანძო
მეთოდები/სტრატეგიები: ვარაუდების
გამოთქმა, მნიშვნელოვანი სიტყვები, შესაძლო წინადადებები მნიშვნელოვანი სიტყვების გამოყენებით,
მასწავლებლის სანიმუშო კითხვა, ჩუმი კითხვა, სიტყვებზე რეაგირება, სიტყვების ვერბალური
და ვიზუალური ასოციაციების სქემა,სიტყვების კედელი, ტექსტი ამბობს...მე ვფიქრობ...ამიტომაც...,დისკუსია,
შემოქმედებითი წერა ( მთების ბრუნება ლექსად)
ძირითადი
საწავლო რესურსები: ლეპტოპი,
ელექტრონულად მოძიებული ფშავის სურათები, რუკა, ილსტრაციები, ნაბეჭდი ტექსტი, მაგნიტური
დაფა, მარკერები, თაბახის ფურცლები, დაფა, ცარცი, დიდი ფორმატის ქაღალდი
გაკვეთილის
შედეგები: მოსწავლეები გავიდნენ
შედეგზე. ეფექტური გამოდგა პირველ ფაზაზე სლაიდებით მიწოდებული ილუსტრაციები, რამაც
ბავშვები განაწყო გაკვეთილისთვის და შეძლეს საინტერესო ვარაუდების გამოთქმა ტექსტის
შესაძლო შინაარსის შესახებ. განსაკუთრებით კმაყოფილი დავრჩით მოსწავლეთა აქტიურობით
ხმამაღლა ფიქრის დროს სქემების შევსებისას.გაიხსენეს რაფაელ ერისთავის სიტყვები:
,,სადაც ვშობილვარ, გავზრდილვარ“... ბარათაშვილის ,,ერთს ქართველურად კიდევ შესძახებს,
არაგვო მაგ შენს ამწვანებულ მთებს“...ბავშვებმა გაიაზრეს ტექსტის მთავარი სათქმელი
და გაუგეს გამახარეს.
გაკვეთილზე გამოყენებული სტრატეგიები დაეხმარა მოსწავლეებს
ტექსტის გაგება-გააზრებაში. ნაწარმოების მიხედვით სწორი დასკვნების გაკეთებაში მათ
გზამკვლევად იქცა : ,,სულიერი და მატერიალური ღირებულებების რუკა“.მისი შევსების შემდეგ
ბავშვებმა დაასკვნეს, რომ ,,სულიერი ღირებულებანი მატერიალურზე უფრო ძვირფასია“.
გრამატიკასთან კავშირი მოსწავლეებმა განახორციელეს მთებისთვის სხვადასხვა ბრუნვაში
ზმნების შეწყობით და შეძლეს მიეღოთ რიტმული ლექსი.მათზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა
მასწავლებლის მიერ საკუთარი ლექსის წაკითხვამ:
მთ-ებ-ი ელიან,
მთ-ებ-მა მოხიბლეს,
მთ-ებ-ს შეეზარდა
მთ-ებ-ის ძმობილი.
მთ-ებ-ით ზვიადი
მთ-ებ-ად იქცევა.
მთ-ებ-ო, მეცა მჭირს
თქვენი ტრფიალი!
ცოდნის კონსტრუირებისა და რეფლექსია-გამთლიანების ფაზაზე გამოვიყენეთ აქტივობა
,,ფოტო-კოლაჟი: გამახარეს გზა ფშავისაკენ“. ბავშვებმა შეძლეს ილუსტრაციების დალაგება
და კომენტარების გაკეთება-შეფასება. ასევე თავიანთი დამოკიდებულების გამოხატვის სრული
თავისუფლება მივეცით დავალებად. კერძოდ-ესეს დაწერა ერთ-ერთი ვარიანტის მიხედვით:
1)წარმოიდგინე, რომ გამახარეს ცოლი ჰგავს მეუღლეს. როგორ
შეხვდებოდა ის გამახარეს მარცხს, რა დიალოგები გაიმართებოდა მათ ოჯახში.
2)წარმოიდგინე, რომ გამახარეს ჰყავს ანჩხლი ცოლი, ფულის
და მატერიალური ფასეულობების მოყვარული. როგორ შეხვდებოდა იგი ქმარს.
გაკვეთილის სამოქმედო გეგმა ნაწილობრივ შეიცვალა სიტუაციიდან
გამომდინარე. მისი ხელახლა ჩატარების შემთხვევაში, საურველი იქნებოდა მასწავლებლების
უფრო ნაკლები აქტიურობა და მოსწავლეების კიდევ მეტი ჩართულობა.
ძირითადი მასწავლებელი: იზოლდა ოკრიბელაშვილი
დამხმარე: ნინო გურეშიძე
27 თებერვალი, 2014 წელი
მათემატიკის
გაკვეთილის /აქტივობის დაგეგმვის სქემა
საგანი : მათემატიკა
|
კლასი : IV
|
თემა :სამნიშნა რიცხვზე გამრავლება
|
დრო : 2 საგაკვეთილო საათი
|
გაკვეთილის/ აქტივობის ძირითადი მიზანი: შეძლონ სამნიშნა რიცხვზე გამრავლება სხვადასხვა ხერხით;
განმარტონ გამოყენებული წერითი ალგორითმის არსი.
|
|
სწავლის შედეგები: შეძლებენ სამნიშნა რიცხვზე გამრავლებას ქვეშმიწერით,
ერთ-ერთი თანამამრავლის დამრგვალებით, ან თანრიგებად დაშლით და ცალ-ცალკე გადამრავლებით.
ამოხსნიან ამოცანებს, სადაც საჭიროა სამნიშნა რიცხვზე
გამრავლება.
|
|
დამოკიდებულება : მოსწავლეები განეწყობიან გაკვეთილისათვის მათემატიკურ
თამაშში მონაწილეობით, დაინტერესდებიან გამრავლების სხვადასხვა ხერხების გამოყენებით,
შეექმნებათ მოტივაცია სლაიდ-შოუთი მიწოდებული
ამოცანის ამოხსნის, გაიწაფებიან ქვეშმიწერით გამრავლებაში.
|
|
ცოდნა : შევასწავლი სამნიშნა რიცხვზე გამრავლებას, გავარჯიშდებიან გამრავლების ცხრილის ცოდნაში.
|
უნარები: განამტკიცებენ ლოგიკური აზროვნების, ზეპირი ანგარიშის, პრეზენტაციისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარებს.
|
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:
მათემატიკა IV.3
·
იყენებს
გამრავლების შესრულების რომელიმე ხერხს
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე :
ü
ხსნის
რიცხვის 100-ზე, 1000-ზე და ა.შ გამრავლების და ნულებით დაბოლოებულ რიცხვების გამრავლების შემოკლებულ წესებს. იყენებს მათ გამოთვლების
შესრულებისას.
ü
იყენებს
წერით ალგორითმს რიცხვების გამრავლებისას და განმარტავს გამოყენებულ ხერხს.
|
საჭირო წინა ცოდნა და უნარ-ჩვევები :
შეუძლიათ ერთნიშნა რიცხვზე გამრავლება 100-ის ფარგლებში ზეპირად, ერთნიშნა და ორნიშნა
რიცხვზე გამრავლება სხვადასხვა ხერხით, ნულებით დაბოლოებული რიცხვების გამრავლება,მრავალნიშნა
რიცხვების დამრგვალება უმაღლეს თანრიგამდე,რიცხვის წარმოდგენა სათანრიგო ერთეულების
ჯამის სახით.
|
წინარე ცოდნის შეფასება:
მოსწავლეთა ცოდნის
შეფასებას მოვახდენ მათემატიკური თამაშებით: ,,აბა გამოიცანი!“ და ,,სწრაფად და ზუსტად!“, აგრეთვე საშინაო დავალების შემოწმება/განხილვით
|
მოსწავლეთა დაჯგუფების ფორმები:
ინდივიდები,წყვილები,
მთელი კლასი
|
დაჯგუფების კრიტერიუმები :
მოსწავლეებს
დავაჯგუფებ მათი უნარებისა და შესაძლებლობების მიხედვით
|
საწავლო მასალა : სახელმძღვანელო, დაფა,ცარცი, ფლიფჩარტი,რვეული, პასტა,
ბარათები , ბუკი, პროექტორი,საანგარიშო კოჭები
|
გაკვეთილის აქტივობის ეტაპები
I ფაზა ,,წინასწარ“
მოსწავლეთა წინარე
ცოდნის გააქტიურებისა და მათემატიკის გაკვეთილისათვის განწყობის მიზნით, მივმართავ
დიდაქტიკურ თამაშებს:
v ,,აბა გამოიცანი“---
ბავშვებს ვაძლევ მინიშნებებს და უნდა მითხრან, რა რიცხვი ჩავიფიქრე .
v ,,სწრაფად და
ზუსტად“--- ვამოწმებ გამრავლების ცხრილის ცოდნას, უნდა მიპასუხონ სწრაფად. მცდარი
პასუხის შემთხვევაში მოსწავლე ეთიშება თამაშს და ვინც ბოლოს დარჩება,ისაა გამარჯვებული.
შემდეგ ბავშვები აკეთებენ შესრულებული დავალების პრეზენტაციას.საშუალება მეძლევა დავაზუსტო მათი მზაობა შესასწავლ თემასთან
დაკავშირებით:
დავალება
# 18
318 ∙
41
დავალება
# 19
6474 ∙17
დავალება
# 27
ნიკას 14 ლარი აქვს,
ირმას- 16-ჯერ მეტი. რამდენი ლარით მეტი აქვს ირმას?
|
II ფაზა ,,განმავლობაში”
დაფაზე ვწერ სახელმძღვანელოში
განხილულ მაგალითს: 3808 ∙ 364
მოსწავლეებს ვთავაზობ
შეასრულონ გამრავლება მათთვის კარგად ნაცნობი ხერხით, კერძოდ, ერთ-ერთი თანამამრავლის
დამრგვალებით :
3808 ∙ 364 ≈ 3808
∙ 400 , ან 3808 ∙ 364 ≈ 4000 ∙
364 ორივე შემთხვევაში ბავშვები დადიან ერთნიშნა
რიცხვზე გამრავლებაზე, რაშიაც უკვე გაწაფულები არიან და ისიც იციან, რომ შედეგს უნდა
მიუწერონ საჭირო რაოდენობის ნულები.
შედეგ ვაჩვენებ მათ
ფლიპჩარტზე წინასწარ გამზადებულ სახელმძღვანელოში მოცემულ დავალებას :
ვთხოვ, შეავსონ ცარიელი
უჯრები. მოსწავლეები ,,აღმოაჩენენ“, რომ მამრავლი დაშლილია თანრიგებად, სამრავლი მრავლდება თითოეულ თანრიგზე ცალ-ცალკე
და მიღებული შედეგები იკრიბება. ბავშვები გამოიყენებენ თავიანთ წინა ცოდნას
და ადვილად შეძლებენ ამ რიცხვების გამრავლებას ქვეშმიწერით. მიღებულ შედეგს---
1186112-ს, ჩემი მითითებით წარმოადგენენ საანგარიშო კოჭებზე და დაასახელებენ თანრიგებს.
გაკვეთილს გავაგრძელებ ჩემს
მიერ მომზადებული სლაიდ-შოუს ჩვენებით. სახელმძღვანელოში განხილულ პირველ და მეორე
მაგალითზე, ბავშვების მოტივირების მიზნით, მოვიფიქრე ამოცანები და ,,გავაცოცხლე“
ანიმაციური ნახატებითა და სხვადასხვა ეფექტებით:
v წითელქუდას
545 ლარი აქვს, ბურატინოს- 503-ჯერ მეტი. რამდენი ლარი აქვს ბურატინოს?
v წითელმა მანქანამ 5125 კმ. გაიარა, ლურჯმა-101-ჯერ მეტი. რამდენი
კილომეტრი გაიარა ლურჯმა მანქანამ?
პირველი ამოცანის ამოხსნისას,
ქვეშმიწერით გამრავლების დროს, ბავშვები
თვითონ მიხვდებიან, თუ როგორ მოიქცნენ 0
ათეულზე გამრავლებისას. მეორე ამოცანის პასუხს კი იპოვიან სხვადასხვა ხერხით.
შემდეგ აქტივობას ბავშვები
შეასრულებენ დიფერენცირებულად: სწავლაში გაწაფულები -ინდივიდუალურად, ნაკლები მზაობის
მქონენი-წყვილში, ჩემი დახმარებით:
სავარჯიშო
#7 შეასრულე ქვეშმიწერით: 236∙645
408∙639
სავარჯიშო #15
იპოვე
ნამრავლი სხვადასხვა ხერხით:
15 371 ∙ 102
პრეზენტაციების გაკეთების
შემდეგ ბავშვებს ვაძლევ განმავითარებელ კომენტარებს და ვუნიშნავ საშინაო დავალებას: # 12, 13, 17, 21.
|
IIIფაზა ,,შემდგომ” ამ ფაზაზე მოსწავლეები
ახდენენ მიღებული ცოდნის შეჯამება/რეფლექსიას.საშინაო დავალების პრეზენტაციის შემდეგ,
ბავშვები ასრულებენ სახელმძღვანელოში მოცემულ ტესტურ დავალებას, რომელიც მოიცავს
სამნიშნა რიცხვზე გამრავლების სხვადასხვა ხერხებს. პრეზენტაციების გაკეთების დროს
არგუმენტირებული მსჯელობით დაასაბუთებენ, თუ რატომ აირჩიეს სავარაუდო ვარიანტებიდან
კონრეტული პასუხი.
შემდეგ მთელ კლასთან ერთობლივი ინტერაქციით
ამოვხსნით ფლიპჩარტზე ჩემს მიერ გათვალსაჩინოებულ
# 18 ამოცანას:
სულ-128 რეისი
ყოველ ჯერზე-2450
კგ.
-----------------------------------------------------
რამდენი კგ. ხილი გადაზიდა
გივიმ სულ?
მომდევნო ეტაპზე ბავშვებს
ვამუშავებ სახელმძღვანელოში მოცემულ ვიპ
(ვინ იქნება პირველი) სავარჯიშოზე.
სამუშაოს დასრულების შემდეგ,მოსწავლეებს
დავურიგებ სამუშაო ბარათებს ტექსტური ამოცანით, რომელზედაც იმუშავებენ დიფერენცირებულად:
,,სკოლამ შეიძინა 728 სკამი,
1 ცალი- 56 ლარად და 203 მერხი, 1 ცალი -107 ლარად. რა თანხა გადაიხადა სკოლამ სულ?“
პრეზენტაციების გაკეთების შემდეგ,ვაფასებ მათ განმავითარებელი
კომენტარებით და ვაძლევ საშინაო დავალებას:
ამოხსნან ამოცანები #17 და #19.
|
შეფასება: მოსწავლეებს შევაფასებ
განმავითარებელი კომენტარებით. გაკვეთილის განმავლობაში შენიშვნებს შევიტან წინასწარ გამზადებულ შეფასების რუბრიკაში :
სახელი
და გვარი
|
შეფასების კრიტერიუმები
|
|||||
საშინაო
დავალება
|
წყვილებში
მუშაობა
|
გაკვეთილში
ჩართულობა
|
ლოგიკური
აზროვნება
|
ტესტი
|
დამოუკიდ.
მუშაობა
|
შენიშვნა:
ვასწავლი გურამ გოგიშვილის სახელმძღვანელოთი.
ბაზალეთის
საჯარო სკოლა, ხარაგაულის რაიონი.
მეოთხე
კლასის მათემატიკის მასწავლებელი: ნინო გურეშიძე
13 მარტი, 2014 წელი
ანგარიში სამოდელო გაკვეთილის ჩატარების შესახებ
გაკვეთილის ჩატარების დღე : 13 მარტი, 2014 წელი
სკოლა: ბაზალეთის საჯარო კლასი:
IV
მასწავლებელი : ნინო გურეშიძე საგანი:
მათემატიკა
ძირითადი თემა : გავამრავლოთ სამნიშნა რიცხვზე
მისაღწევი შედეგები თავდაპირველი
გეგმის მიხედვით : შეძლონ
სამნიშნა რიცხვზე გამრავლება სხვადასხვა ხერხით, განმარტონ გამოყენებული წერითი ალგორითმის
არსი.
საკვანძო მეთოდები/სტრატეგიები:
·
მათემატიკური
თამაში
·
საშინაო
დავალების პრეზენტაცია
·
სწავლა
კეთებით
·
გამოცდილებიდან ცოდნის აგება-კონსტრუქტივიზმი
ძირითადი სასწავლო რესურსები: დაფა, ცარცი, სახელმძღვანელო, ფლიპჩარტი, მარკერები,
რვეული, პასტა,საანგარიშო კოჭები, გამრავლების ცხრილი, ლეპტოპი, პროექტორი
გაკვეთილის შედეგები
: გეგმით განსაზღვრული შედეგები ბავშვებისათვის აღმოჩნდა
მიღწევადი. წინარე ცოდნაზე დაყრდნობით (ორნიშნა
რიცხვზე გამრავლება) შეძლეს გამოცდილებიდან ცოდნის აგება. სამნიშნა რიცხვზე გამრავლება
ჯერ თანრიგებად დაშლით და ცალ-ცალკე გადამრავლებით შეასრულეს, შემდეგ კი- წერითი ალგორითმით.
მიხვდნენ, რომ ასეულზე გამრავლებისას, ქვეშმიწერით
გამრავლების შესრულების დროს, ნამრავლი გადაიწევს
ერთი თანრიგით წინ, მარცხნივ.
ჩემს მიერ
გაკვეთილის დასაწყისში გამოყენებულმა მათემატიკურმა თამაშებმა : ,,აბა გამოიცანი“ და
,,სწრაფად და ზუსტად“ , ბავშვები განაწყო გაკვეთილისათვის
და დადებითად იმოქმედა მათ ჩართულობაზე. ცოდნის კონსტრუირების ფაზაზე გამოვიყენე სტრატეგია
: ,,სწავლა კეთებით“,- ბავშვებმა თვითონ შეძლეს ახალი
მასალის გააზრება და სათანადო დასკვნების გაკეთება.
ყველაზე
უკეთ გამომივიდა ამოცანების სლაიდ-შოუთი მიწოდება, რომელმაც მოსწავლეთა დაინტერესება
გამოიწვია, ხელი შეუწყო უკეთესად გაეგოთ ამოცანის პირობა და შესაბამისად, ადვილად მივიდნენ სწორ პასუხამდე.
რაც მთავარია ბავშვები გაიწაფნენ სამნიშნა რიცხვზე გამრავლებაში და ჩაწვდნენ
გამოყენებული წერითი ალგორითმის არსს.
გაკვეთილის თემა : ,,შავ კორტოხზე შავი მუხა...“
მიზნები : 1. ქართულში: ლექსში გადმოცემული განწყობის გააზრება, გამომეტყველებითი
კითხვის, არგუმენტირებული მსჯელობისა და პრეზენტაციის უნარების განმტკიცება
2.ინგლისურში: ახალი ლექსიკური ერთეულების შესწავლა, მათი გამოყენებით
წინადადებების შედგენა, ინგლისური
სიტყვების შესაბამისი ქართული შესატყვისების მოძებნა ლექსში, ფონოგრამაზე
სიმღერის შესრულება
რესურსები: სახელმძღვანელო, ბუკი, პროექტორი, დივიდი-პლეერი, სტიკერები,
ილუსტრაციები : ,,მუხის ხე“, წებო, მაკრატელი ფერადი ფურცლები, პასტები,
ფლიპჩარტი, მარკერები, დაფა, ცარცი.
გამოყენებული მეთოდები და აქტივობები:
·
ფრონტალური
გამოხმაურება
·
როგორია?
·
სლაიდ-შოუ
: ,,ილუსტრაციებში გასეირნება“
·
გამომეტყველებითი
კითხვა
·
სიტყვის
სკივრზე მუშაობა
·
,,შეუსაბამე“
·
დისკუსია
სხვადასხვა დონის შეკითხვების დასმით
·
ინგლისურენოვანი
სიმღერა
·
მუხის
,,აყვავება“
·
გაკვეთილის
შეჯამება
კავშირი
ესგ-სთან:
ქართული:
v
ქართ. IV.2 მონაწილეობს მხატვრული ნაწარმოების შესახებ გამართულ
დისკუსიაში;
v
ქართ.
IV. 3 ხმამაღლა კითხულობს კლასის წინაშე სასურველ/შერჩეულ ნაწყვეტს ნაცნობი ტექსტიდან
და ინტონაციით გამოხატავს ტექსტში ასახულ ემოციებს;
v
ქართ.
IV. 6 დამოუკიდებლად პოულობს ტექტში სიტყვებსა და გამოთქმებს,
რომლებსაც ავტორი იყენებს პერსონაჟების, ფაქტებისა და მოვლენების აღსაწერად
ინგლისური:
v
უცხ.დ. II-1 შეუძლია მასწავლებლის მითითებებისა და
სავარჯიშოს უმარტივესი ინსტრუქციების გაგება.
v
უცხ.დ.
II-5 შეუძლია სიტყვების, წინადადებების გაშიფვრა და წაკითხვა.
v
უცხ.დ. II-7 შეუძლია სიტყვებისა და წინადადებების წერა.
v
უცხ.დ.
II-9 შეუძლია უცხოური ენის ბგერების, ჟღერადობის, ინტონაციის
აღქმა, მიბაძვა-გამეორება.
v
უცხ.დ.
II-13 აქტიურადაა ჩაბმული სასწავლო პროცესში.
v
უცხ.დ. II-14 გამომუშავებული
აქვს თანაკლასელებთან და მასწავლებელთან თანამშრომლობის საწყისი ჩვევები.
გაკვეთილის მსვლელობა
I ფაზა(
წაკითხვამდე): მოსწავლეთა მოტივაციის შექმნის მიზნით, ქართულის მასწავლებელი სვამს რამოდენიმე კითხვას: რა ცვლილებები შეინიშნება
გაზაფხულზე ბუნებაში? რა მოსდით ხეებს? ჩამოთვალეთ, რა და რა სახის ხე იცით? სად ხარობს
მუხა? გინახავთ? მაგნიტურ დაფაზე აკრავს მუხის ილუსტრაციას.
ინტეგრაცია
ინგლისურთან: ინგლისურის
მასწავლებელი ეკითხება ბავშვებს: რა ჰქვია მუხას ინგლისურად? მათ პასუხს წერს ფლიპჩარტზე. ახლა მითხარით, როგორია მუხა?
დასახელებულ თვისებებს, რომელსაც მასწავლებელი წერს ფლიპჩარტზე, ბავშვები თარგმნიან
ინგლისურად. ქართულის მასწავლებელი მაგნიტურ დაფაზე წერს ლექსის სათაურს ,,შავ კორტოხზე
შავი მუხა...“ მოსწავლეებთან ერთად აზუსტებს
,,კორტოხის“ მნიშვნელობას. ბავშვებს ეკითხება: როგორ ფიქრობთ, რატომ არის მუხაც და
კორტოხიც შავი? მათი პასუხების მოსმენის შემდეგ, აჩვენებს სლაიდ-შოუს, სადაც ანიმაციებით
,,აცოცხლებს“ შესასწავლილი ლექსის სტროფებში გადმოცემულ ბუნების სურათებს.
II ფაზა (კითხვის
დროს) : ბავშვები გადაშლიან
სახელმძღვანელოს და ლექსს წაიკითხავენ ხმამაღლა, გამომეტყველებით. ქართულის მასწავლებელი
მუშაობს ,,სიტყვის სკივრზე“ : მოსწავლეებს სთხოვს დაასახელონ სიტყვები, რომელთა მნიშვნელობაც
ვერ გაიგეს, ან ბუნდოვანია მათთვის. სავარაუდოდ: ფთილა, მძლავრდება, სამზეო, ჟინი.
ბავშვებთან ერთობლივი მსჯელობით ხსნის მათ მნიშვნელობებს.
III ფაზა (წაკითხვის
შემდეგ)
ინტეგრაცია
ინგლისურთან- ინგლისურის
მასწავლებელი წყვილებს ურიგებს სტიკერებზე ინგლისურად დაწერილ სიტყვებს. სთხოვს მოძებნონ
ტექსტში მათი ქართული შესატყვისები და მიუწერონ გვერდით.
პრეზენტაციების გაკეთების შემდეგ, ქართულის მასწავლებელი მართავს დისკუსიას
სხვადასხვა დონის შეკითხვების დასმით:
v
რომელ
სტროფში ჩანს ამინდის უეცარი ცვლილება?
v
როგორ
არის ლექსში ნათქვამი : ,,ყველაფერი მზის სხივებში გაეხვია“?
v
რომელ
თვეში მწვანდება მუხა?
v
რა
აცოცხლებს და აღვიძებს გაზაფხულზე ბუნებას?
v
რა
მიგანიშნებთ ლექსში გაზაფხულის მოსვლაზე?
v
რა
არის ამ ლექსის მთავარი სათქმელი?
v
რა
დასკვნების გაკეთება შეიძლება?
v
როგორ
გაამხნევებდით მუხას?
ინტეგრაცია
ინგლისურთან- მასწავლებელი
თხოვს ბავშვებს გაიხსენონ გაზაფხულის თემაზე შესწავლილი ინგლისური სიმღერები და შეასრულონ
ერთ-ერთი. ჩართავს ფონოგრამას და მოსწავლეები შერჩეულ სიმღერას ასრულებენ ინგლისურად
გაკვეთილის დასკვნით ეტაპზე ქართულის მასწავლებელი წყვილებს
ურიგებს მუხის ხის ილუსტრაციებს და სამუშაო
მასალებს. ბავშვები მასწავლებლის თხოვნით, მუხას ,,ააყვავებენ“- ტოტებზე დააწებებენ
მწვანე ფოთლებს და ყვავილებს. ნამუშევრებს მიაწერენ კომენტარებს და გააკეთებენ პრეზენტაციებს.
შეფასება: განმავითარებელი კომენტარები
საშინაო
დავალება: ა) დაწერონ
,,გაზაფხული ტყეში“
ბ) მიღებული ტექსტიდან 5 სიტყვა გადათარგმნონ ინგლისურად
ქართულის მასწავლებელი: ნინო გურეშიძე
ინგლისურის მასწავლებელი: ინგა კვინიკაძე
თარიღი: 4 აპრილი, 2014 წელიინტეგრირებული გაკვეთილის ანგარიში
გაკვეთილის
ჩატარების დღე: 4
აპრილი
კლასი: IV
საგნები:
ქართული ენა და ლიტერატურა
და ინგლისური ენა
მასწავლებლები:
ნინო გურეშიძე და ინგა
კვინიკაძე
ძირითადი
თემა/საკითხი : მურმან
ლებანიძე ,,შავ კორტოხზე შავი მუხა...“
მისაღწევი შედეგები თავდაპირველი გეგმის მიხედვით:
1. ქართულში: შეძლებენ ლექსში გადმოცემული განწყობის გააზრებას, ტექსტის
გამომეტყველებით წაკითხვას, არგუმენტირებულ მსჯელობას და გაივარჯიშებენ პრეზენტაციის
უნარს.
2. ინგლისურში: შეძლებენ ახალი
ლექსიკური ერთეულების შესწავლას, მათი გამოყენებით წინადადებების შედგენას, მოძებნიან
ლექსში მიწოდებული ინგლისური სიტყვების შესაბამის ქართულ შესატყვისებს, შეასრულებენ
ინგლისურენოვან სიმღერას ფონოგრამაზე.
რესურსები: სახელმძღვანელო, ბუკი, პროექტორი, დივიდი პლეერი, სტიკერები,
ილუსტრაციები : ,,მუხის ხე“, წებო, ფერადი ფურცლები, მაკრატელი,პასტა
, ფლიპჩარტი, მარკერები, წებოვანი ლენტი, დაფა,
ცარცი.
საკვანძო მეთოდები/სტრატეგიები:
·
ფრონტალური
გამოხმაურება
·
როგორია?
·
სლაიდ-შოუ
: ,,ილუსტრაციებში გასეირნება“
·
გამომეტყველებითი
კითხვა
·
სიტყვის
სკივრზე მუშაობა
·
,,შეუსაბამე“
·
დისკუსია
სხვადასხვა დონის შეკითხვების დასმით
·
ინგლისურენოვანი
სიმღერა
·
მუხის
ხის ,,აყვავება“
·
გაკვეთილის
შეჯამება
გაკვეთილის შედეგები: მოსწავლეებმა შეძლეს გეგმით განსაზღვრულ შედეგებზე გასვლა.
რაც მთავარია, ქართულისა და ინგლისურის ინტეგრაცია შედგა. გაკვეთილზე გამოყენებულმა
სტრატეგიებმა უზრუნველყო მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში და
გაუადვილა მათ სასწავლო ამოცანების დაძლევა. ბავშვებს ძალიან მოეწონათ და ლექსის გააზრებაში
დაეხმარათ სლაიდ-შოუ. დიდი ხალისით ჩაერთვნენ აქტივობაში: ,,როგორია?“ მუხის მახასიათებლები
ჯერ ქართულად დაასახელეს, შემდეგ კი ინგლისურის მასწავლებლის დახმარებით, შეძლეს
მათი თარგმნა ინგლისურად. დიდი სიამოვნებით იმღერეს ინგლისურენოვანი სიმღერა მასწავლებელთან
ერთად.
ცოდნის კონსტრუირებისა და რეფლექსია-გამთლიანების ფაზაზე
კარგად გამომივიდა მოსწავლეების ჩართვა ტექსტის ირგვლივ გამართულ დისკუსიაში. ბავშვებმა
ყველა კითხვაზე არგუმენტირებული პასუხები გამცეს და გამოავლინეს შესწავლილი მასალის
გაგება-გააზრების მაღალი დონე.
ბოლოს, პატარებმა შეძლეს და აპლიკაციით ,,გააცოცხლეს“ შავი მუხა და ,,გაამხნევეს“ კიდეც
თავიანთი რჩევებით.
გაკვეთილი იმდენად კარგად წარიმართა, მისი
ხელახლა ჩატარების შემთხვევაში არაფერს შევცვლიდი.
ნინო გურეშიძე
4 აპრილი,
2014 წელი
გაკვეთილის
გეგმა
კლასი: IV
თემა: ლელა ქისტაური ,,ბაბუაწვერა“
დრო: 45 წუთი
მოსწავლეთა რაოდენობა: 4
გაკვეთილის ამოცანები/სწავლის
შედეგები
დამოკიდებულება:
მოსწავლეები დაინტერესდებიან ბაბუაწვერას ბედით, აღეძვრებათ
ბუნების სიყვარული, გააცნობიერებენ, რომ მარტოობა მოსაწყენია- მეგობრებთან ყოფნა სასურველი, ოცნების ასრულება
კი-ბედნიერება.
ცოდნა:
·
შეისწავლიან ტექსტს;
·
გაიმდიდრებენ
ლექსიკას ტექსტში
გამოყენებული სიტყვებით;
·
განიმტკიცებენ
საპრეზენტაციო და არგუმენტირებული მსჯელობის უნარებს.
უნარები:
მოსწავლეები
შეძლებენ:
·
მხატვრული
ტექსტის დამოუკიდებლად წაკითხვასა და გაგება-გააზრებას;
·
შინაარსის უკეთ გაგების მიზნით სიტყვების ვერბალური და
ვიზუალური ასოციაციების სქემის შევსების ტექნიკის გამოყენებას;
·
ნაწარმოების ანალიზისა და პერსონაჟის დახასიათების დროს
საკუთარი მოსაზრებების დასასაბუთებლად ტექსტის შესაბამისი ეპიზოდების დამოწმებას.
გამოყენებული რესურსები:
ნაბეჭდი ტექსტი,ბაბუაწვერას
ილუსტრაციები, ფლიპჩარტი, მარკერები, თაბახის ფურცლები, მაგნიტური დაფა, მაგნიტები,
სტიკერები, სამუშაო ბარათები, პასტა, დაფა, ცარცი.
ეროვნული სასწავლო გეგმა:
ქართ. IV.6. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა თემაზე შექმნილი მხატვრული ტექსტის დამოკიდებულებლად წაკითხვა: ასახელებს მოქმედ პირებს, მოიძიებს კონკრეტულ ინფორმაციას, აკვირდება
პერსონაჟების ქცევას, გამოაქვს დასკვნა, განარჩევს ავტორისა და პერსონაჟების სიტყვებს...
ქართ. IV.8. მოსწავლეს შეუძლია საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა:
მონაწილეობს წაკითხულის შესახებ გამართულ დისკუსიაში,
საკუთარი შეხედულების დასასაბუთებლად იყენებს შესაბამის ადგილებს ტექსტიდან...
ქართ. IV.10. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სტრატეგიების გამოყენება კონკრეტული საკითხის დასამუშავებლად: ამოიცნობს
სიტყვებისა და გამოთქმების მნიშვნელობას ნაცნობი ელემენტების დახმარებით, სათაურსა
და ილუსტრაციაზე დაყრდნობით გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შინაარსის შესახებ...
ქართ. IV.11. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მცირე ზომის
ტექსტის შეთხზვა.
მოსწავლეთა წინარე ცოდნა:
·
შეუძლიათ
ვარაუდების გამოთქმა
·
შეუძლიათ საკუთარი მოსაზრების დასაბუთება, მაგალითების
მოხმობა.
·
განარჩევენ
ავტორისა და პერსონაჟების სიტყვებს ტექსტში.
·
შეუძლიათ კონტექსტის მიხედვით სიტყვების მნიშვნელობის
ამოცნობა.
·
შეუძლიათ
ტექსტის ირგვლივ დასმულ სხვადასსხვა დონის შეკითხვებზე პასუხის გაცემა
მოსწავლეთა დაჯგუფების
ფორმები: მთელი კლასი, წყვილები.
დაჯგუფების კრიტერიუმები:
მოსწავლეთა გაწაფული კითხვის დონე.
გაკვეთილზე გამოყენებული
მეთოდები/სტრატეგიები/აქტივობები:
Ø
ვარაუდების
გამოთქმა,
Ø
მნიშვნელოვანი
სიტყვები,
Ø
შესაძლო წინადადებები
საკვანძო სიტყვების გამოყენებით,
Ø
სიტყვის
ვერბალური და ვიზუალური ასოციაციების სქემა,
Ø
ინდივიდუალური,
ჩუმი კითხვა,
Ø
წყვილებად
კითხვა,
Ø
დისკუსია.
ფაზა
(წაკითხვამდე):
·
მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს ნაწარმოების სათაურსა და
ავტორს (ლელა ქისტაური ,,ბაბუაწვერა“) ბავშვებს ეკითხება: გინახავთ
ბაბუაწვერა? როგორია? სად ხარობს? რა თვისებით გამოირჩევა? შემდეგ მაგნიტურ დაფაზე
ამაგრებს ბაბუაწვერას ილუსტრაციებს. ბავშვები გამოთქვამენ ვარაუდებს, რაზე
შეიძლება იყოს საუბარი ტექსტში. მათ მიერ გამოთქმულ ვარაუდებს მასწავლებელი წერს დაფაზე.
·
მასწავლებელი აჩვენებს ბავშვებს ფლიპჩარტზე
წინასწარ დაწერილ ,,მნიშვნელოვან“ სიტყვებს ტექსტიდან, რომლებზედაც სურს
გაამახვილოს ყურადღება: მოუსვენარი,
დაბმული, ფრთები, აფარფატდა,მოუღიტინა, ბედნიერი.
მოსწავლეები, საჭიროების
შემთხვევაში, მასწავლებლის დახმარებით აზუსტებენ ამ სიტყვების მნიშვნელობებს მათი სინონიმების, ან სიტყვათშეხამებების
გამოყენებით
v მასწავლებელი ურიგებს ბავშვებს ფერად სტიკერებს და თხოვს ამ
სიტყვების გამოყენებით შეადგინონ წინადადებები, რომელიც შესაძლოა შეხვდეთ ტექსტში:
მოსწავლეები მუშაობენ დიფერენცირებულად:
2 კითხვაში გაწაფული მოსწავლე მუშაობს ინდივიდუალურად, მოფიქრებული წინადადებებით ადგენენ ავთენტურ
ტექსტს;
2 საშუალო დონის მკითხველი მუშაობს წყვილში,რომლებიც ამ სიტყვებზე ადგენენ შესაძლო
წინადადებებს.
სამუშაოს დასრულების
შემდეგ, ბავშვები აკეთებენ პრეზენტაციებს.
·
მეორე
ფაზაზე გადასვლამდე მასწავლებელი განუმარტავს მოსწავლეებს, თუ როგორ უნდა წაიკითხონ
ტექსტი:
ა) კითხვის
დროს უნდა მონიშნონ უკვე განხილული სიტყვები და შეასრულონ ფიზიკური მოქმედება (მაგ.
დაკაკუნება); ბ) შეავსონ სიტყვის ვერბალური
და ვიზუალური ასოციაციების სქემა მასწავლებლის მიერ მითითებული სიტყვებიდან
ერთ-ერთზე.
II
ფაზა (კითხვის დროს) მასწავლებელი
ბავშვებს ურიგებს ნაბეჭდ ტექსტს.
ა)გაწაფული მკითხველები: დამოუკიდებლად კითხულობენ
ტექსტს და ინდივიდულურად ავსებენ სიტყვის ვერბალური და ვიზუალური ასოციაციების სქემას.
ბ)
საშუალო დონის მკითხველები: კითხულობენ ტექსტს წყვილში და ავსებენ სიტყვის ვერბალური
და ვიზუალური ასოციაციების სქემას მასწავლებლის დახმარებით.
III ფაზა (წაკითხვის შემდეგ)
მოსწავლეები
v
წარმოადგენენ შევსებულ სქემას (ნამუშევრები გამოიკვრება დაფაზე);
v
უბრუნდებიან წაკითხვამდე შედგენილ წინადადებებს და ადარებენ
წაკითხულის კონტექსტს, საუბრობენ მსგავსება-განსხვავებაზე;
v
საუბრობენ ტექსტის შესახებ წაკითხვამდე გამოთქმულ
ვარაუდებზე, რა გამართლდა
გამოთქმული ვარაუდებიდან და რა - არა (მათ
მიერ გამოთქმული ვარაუდების ნუსხა დაფაზეა დაწერილი);
v
მასწავლებელი
შეკითხვებით ამოწმებს, როგორ გაიგეს შინაარსი და როგორ გაიაზრეს ტექსტის მთავარი
სათქმელი. მოსწავლეები უპასუხებენ და კითხულობენ ტექსტიდან სათანადო მონაკვეთებს.
v
გაიმართება
შემაჯამებელი დისკუსია:
1.
ვინ
არიან ამ მოთხრობის პერსონაჟები?
2.
როგორია
ბაბუაწვერა? საიდან იცი?
3.
რა
აწუხებს ბაბუაწვერას?
4.
რატომ
ვერ ახერხებდა ბაბუაწვერა ფრენას?
5.
სად
ჩანს, რომ ბაბუაწვერას იმედი გაუცრუვდა?
6.
რატომ
შეეშინდა ბაბუაწვერას ადამიანების?
7.
როგორ
გამოხატა ბაბუაწვერამ გოგონასადმი მადლიერება?
8.
სად ჩანს, რომ ბაბუაწვერამ სურვილი აისრულა?
9.
მოთხრობის
რომელ პერსონაჟთან იმეგობრებდი და რატომ?
10.
რა
არის ტექსტის მთავარი სათქმელი?
11.
რა
დასკვნების გაკეთება შეიძლება?
v
დიფერენცირებული საშინაო დავალება (მოსწავლეებმა
უნდა შეარჩიონ ერთ-ერთი, რომელსაც უფრო იოლად გაართმევენ თავს):
1.
დაწერეთ
ტექსტში გადმოცემული ამბავი ისე, რომ მას ჰყვებოდეს გოგონა.
2.
დაწერე
სამი მიზეზი, რის გამოც დაეხმარებოდი ბაბუაწვერას სურვილის ასრულებაში.
3.
დაწერე
მოთხრობის გაგრძელება და გააფორმე ილუსტრაციით.
4.
დახატე
ბაბუაწვერა, მიუწერე ერთი-ორი კომენტარი.
შეფასება: მასწავლებელი აკვირდება კითხვის პროცესს და მოსწავლეთა
ინდივიდუალურ ქმედებებს კითხვის დროს. განმავითარებელი შეფასებით რეაგირებს მოსწავლეების
ზეპირ პასუხებზე.
ბაზალეთის საჯარო სკოლა
ნინო გურეშიძე
16 აპრილი, 2014 წელი
ანგარიში გაკვეთილის
ჩატარების შესახებ
გაკვეთილის ჩატარების
დღე : 16 აპრილი, 2014 წელი
სკოლა: ბაზალეთის საჯარო
კლასი: IV
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
მასწავლებელი: ნინო გურეშიძე
თემა: ლელა ქისტაური ,,ბაბუაწვერა“
დრო: 45 წუთი
მოსწავლეთა რაოდენობა: 4
სწავლის შედეგები თავდაპირველი გეგმის მიხედვით :
დამოკიდებულება:
მოსწავლეები დაინტერესდებიან ბაბუაწვერას ბედით, აღეძვრებათ
ბუნების სიყვარული, გააცნობიერებენ, რომ მარტოობა მოსაწყენია- მეგობრებთან ყოფნა სასურველი, ოცნების ასრულება
კი-ბედნიერება.
ცოდნა:
·
შეისწავლიან ტექსტს;
·
გაიმდიდრებენ
ლექსიკას ტექსტში
გამოყენებული სიტყვებით;
·
განიმტკიცებენ
საპრეზენტაციო და არგუმენტირებული მსჯელობის უნარებს.
უნარები:
მოსწავლეები
შეძლებენ:
·
მხატვრული
ტექსტის დამოუკიდებლად წაკითხვასა და გაგება-გააზრებას;
·
შინაარსის უკეთ გაგების მიზნით სიტყვების ვერბალური და
ვიზუალური ასოციაციების სქემის შევსების ტექნიკის გამოყენებას;
·
ნაწარმოების ანალიზისა და პერსონაჟის დახასიათების დროს
საკუთარი მოსაზრებების დასასაბუთებლად ტექსტის შესაბამისი ეპიზოდების დამოწმებას.
გამოყენებული რესურსები:
ნაბეჭდი ტექსტი,ბაბუაწვერას
ილუსტრაციები, ფლიპჩარტი, მარკერები, თაბახის ფურცლები, მაგნიტური დაფა, მაგნიტები,
სტიკერები, სამუშაო ბარათები, პასტა, დაფა, ცარცი.
გაკვეთილის შედეგები:
v
მოსწავლეები გეგმით განსაზღვრულ შედეგებზე გავიდნენ. განსაკუთრებით კმაყოფილი დავრჩი ტექსტის ირგვლივ გამართულ დისკუსიაში მათი
აქტიურობით და ღია კითხვებზე გააზრებული პასუხებით.
v
ჩემს
მიერ გაკვეთილზე გამოყენებულმა რესურსებმა უზრუნველყო მოსწავლეთა დაინტერესება,
მაქსიმალური ჩართულობა და წაკითხულის გაგება-გააზრება.
v
მოსწავლეთა
ნამუშევრები მეტყველებს იმაზე, რომ კარგად აქვთ ჩამოყალიბებული ვარაუდების
გამოთქმისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარები.
v
მე,
როგორც მასწავლებელს, ყველაზე კარგად გამომივიდა პირველ ფაზაზე მოსწავლეთა
გამოწვევა-პროვოცირება. სწორად შერჩეულმა ილუსტრაციებმა ბავშვების დიდი
დაინტერესება გამოიწვია და დაეხმარა მათ ვარაუდების გამოთქმაში.
v
ცოდნის
კონსტრუირებისა და რეფლექსია-გამთლიანების ფაზაზე გამოვიყენე შემაჯამებელი
დისკუსია სხვადასხვა დონის შეკითხვების დასმით.
16 აპრილი, 2014 წელი
მათემატიკის
გაკვეთილის /აქტივობის დაგეგმვის სქემა
საგანი : მათემატიკა
|
კლასი : IV
|
თემა : კუბი,
პრიზმა, პირამიდა
|
დრო : 2 საგაკვეთილო საათი
|
გაკვეთილის/ აქტივობის ძირითადი მიზანი: გავაცნოთ მოსწავლეებს მრავალწახნაგები: პრიზმები და
პირამიდები; ჩამოვუყალიბოთ ფიგურათა ამოცნობისა და აღწერის, მრავალწახნაგების მოდელებისშექმნის
უნარები.
|
|
სწავლის შედეგები: შეძლებენ სივრცული ფიგურების ამოცნობას, დახასიათებას,
მათი კარკასის სიგრძის გამოთვლას, შესწავლილი სივრცული ფიგურების მოდელების შექმნას
სხვადასხვა მასალით.
|
|
დამოკიდებულება : მოსწავლეები განეწყობიან გაკვეთილისათვის მათემატიკურ
თამაშში მონაწილეობით, დაინტერესდებიან მიწოდებული რესურსებით, შეექმნებათ მოტივაცია
თვითონვე ააწყონ სივრცული ფიგურები,გამოუმუშავდებათ
სივრცეში ორიენტაციის უნარი
|
|
ცოდნა : შევასწავლი სივრცულ ფიგურებს, განამტკიცებენ ცოდნას წიბოებისა და წახნაგების შესახებ, გამოთვლიან
მითითებული ფიგურის კარკასის სიგრძეს.
|
უნარები: განამტკიცებენ ლოგიკური აზროვნების, სწორი სივრცითი
წარმოდგენების, პრეზენტაციისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარებს.
|
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:
მათემატიკა IV.8
ü აღწერს გეომეტრიულ ფიგურებს და ახდენს მათ
კლასიფიკაციას
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე :
ü
ადარებს
და აჯგუფებს სივრცულ ფიგურებს გეომეტრიული ატრიბუტების მიხედვით
ü
სივრცულ
ფიგურაში უთითებს მოსაზღვრე/არამოსაზღვრე წახნაგებს, თანამკვეთ/არათანამკვეთ წიბოებს.
მათემატიკა IV.9
·
ქმნის
ბრტყელი და სივრცული ფიგურების გრაფიკულ გამოსახულებებს და მოდელებს
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
ü ნიმუშის მიხედვით ქმნის მითითებული სივრცული ფიგურის
მოდელს, ან კარკასს სხვადასხვა მასალის გამოყენებით
|
საჭირო წინა ცოდნა და უნარ-ჩვევები :
შეუძლიათ ზოგიერთი სივრცული ფიგურის დასახელება, ბრტყელი
ფიგურების პერიმეტრის გამოთვლა,საუბრობენ მათ შორის მსგავსება-განსხვავებაზე,ერკვევიან
წახნაგებისა და წიბოების ცნებებში
|
წინარე ცოდნის შეფასება:
მოსწავლეთა ცოდნის
შეფასებას მოვახდენ მათემატიკური თამაშით: ,,აბა გამოიცანი!“ და აგრეთვე საშინაო დავალების შემოწმება/განხილვით
|
მოსწავლეთა დაჯგუფების ფორმები:
ინდივიდები,წყვილები,
მთელი კლასი
|
დაჯგუფების კრიტერიუმები :
მოსწავლეებს
დავაჯგუფებ მათი უნარებისა და შესაძლებლობების მიხედვით
|
საწავლო მასალა : სახელმძღვანელო, დაფა, ცარცი, ფლიფჩარტი, რვეული,
პასტა, ბარათები , ბუკი, პროექტორი, სივრცული ფიგურების მოდელები, მაგნეტიქსი და
მაგფორმერი
|
გაკვეთილის აქტივობის ეტაპები
I ფაზა ,,წინასწარ“
მოსწავლეთა წინარე
ცოდნის გააქტიურებისა და მათემატიკის გაკვეთილისათვის განწყობის მიზნით, მასწავლებელი
მიმართავს დიდაქტიკურ თამაშს:
,, გამოიცანი
ფიგურა“ :
ü ბავშვებს აძლევს მინიშნებებს და უნდა უთხრან, რომელი გეომეტრიული
ფიგურა ჩაიფიქრა ;
ü უნდა დაასახელონ კლასში არსებული საგნებიდან რომელი აგონებთ მათთვის
ნაცნობ გეომეტრიულ ფიგურებს.
შემდეგ ბავშვები აკეთებენ
შესრულებული საშინაო დავალების პრეზენტაციას. მასწავლებელს ეძლევა საშუალება დააზუსტოს მათი მზაობა შესასწავლ
თემასთან დაკავშირებით:
დავალება
# 1
დახაზე შენთვის ცნობილი გეომეტრიული ფიგურები
და მიუწერე სახელები.
დავალება
# 2
გამოთვალე კვადრატის პერიმეტრი, თუ მისი გვერდის
სიგრძეა 8 სანტიმეტრი.
დავალება
# 3
მართკუთხედის ფორმის
ბოსტნის სიგრძეა 12 მეტრი. სიგანე 7 მეტრით ნაკლებია სიგრძეზე. რა სიგრძის ღობეა
საჭირო მის შემოსაღობად?
|
|||||||||||||||||||||||||
II ფაზა ,,განმავლობაში“-მასწავლებელი ბავშვებს
ეუბნება, რომ დღეს უნდა შეისწავლონ კიდევ რამოდენიმე სივრცული ფიგურა და აჩვენებს
მათ მოდელებს. დაკვირვების შედეგად მოსწავლეები დაასკვნიან, რომ პრიზმები მხოლოდ
ფუძის ფორმით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. მიხვდებიან, რომ თუ პრიზმის ზედაპირები
და ფუძეებიც მართკუთხედებია, მიიღება მათთვის
უკვე ნაცნობი მართკუთხა პარალელეპიპედი, ხოლო თუ მხოლოდ კვადრატებია- კუბი. პირამიდებზე
დაკვირვების შედეგად, ბავშვები გაიაზრებენ, რომ მათი ფუძეებიც მრავალკუთხედებია,ხოლო
წახნაგები-ერთი საერთო წვეროს მქონე სამკუთხედები.მასწავლებლის თხოვნით, ბავშვები
ითვლიან მრავალწახნაგების წიბოებს და წახნაგებს.
სივრცითი წარმოდგენების
დაზუსტების მიზნით, მასწავლებელი
შემდეგ მასწავლებელი
დაფაზე ხაზავს პირამიდას და კუბს, თან ბავშვებს ეუბნება დააკვირდნენ მათი ხაზვის
თანმიმდევრობას და თვითონაც დახაზონ რვეულებში. სივრცულ ფიგურებს აწერს ასოებს და
სვამს კითხვებს:
·
დაასახელეთ პირამიდის წიბოები; რამდენი წვერო აქვს?
·
ჩამოთვალეთ
კუბის წიბოები და წვეროები;
·
რომელ ორ წიბოს აქვს საერთო წვერო?
·
რატომ არიან ისინი ,,გადამკვეთი წიბოები“ ?
·
დაასახელეთ რაიმე ორი წიბო, რომლებსაც არა აქვთ საერთო
წერტილი;
·
რატომ არიან ისინი,, არაგადამკვეთი წიბოები“?
შემდეგ მასწავლებელი
ერთ წყვილს აძლევს მაგნეტიქსს, მეორეს- მაგფორმერს და თხოვს, შეძლებისდაგვარად, ააწყონ
შესწავლილი სივრცული ფიგურები. პრეზენტაციების დროს შეადარონ ისინი გეომეტრიული ატრიბუტების
მიხედვით.
|
|||||||||||||||||||||||||
IIIფაზა ,,შემდგომ” ამ ფაზაზე მოსწავლეები
ახდენენ მიღებული ცოდნის შეჯამება/რეფლექსიას.
მასწავლებელი წყვილებს
ურიგებს სამუშაო ბარათებს, რომლებზეც დახაზულია სახელმძღვანელოში მოცემული ცხრილი:
ცხრილის შევსებისას
ბავშვები იყენებენ თავიანთ აწყობილ მოდელებს.პრეზენტაციების გაკეთების დროს მასწავლებელი
აფასებს მათ განმავითარებელი კომენტარებით და აძლევს საშინაო დავალებას:
#14-შეავსეთ ანალოგიური
ცხრილი ექვსკუთხა პრიზმისა და ოთხკუთხა პირამიდის შემთხვევაში;
#17-იპოვეთ წიბოების სიგრძეთა ჯამი:
7 სმ.
14 სმ 8 სმ.
14 სმ.
|
შეფასება: მოსწავლეებს შევაფასებ
განმავითარებელი კომენტარებით. გაკვეთილის განმავლობაში შენიშვნებს შევიტან წინასწარ გამზადებულ შეფასების რუბრიკაში :
სახელი
და გვარი
|
შეფასების კრიტერიუმები
|
|||||
საშინაო
დავალება
|
წყვილებში მუშაობა
|
გაკვეთილში ჩართულობა
|
ლოგიკური აზროვნება
|
სივრცეში ორიენტირების
უნარი
|
დამოუკიდ.
მუშაობა
|
შენიშვნა:
ვასწავლი გურამ გოგიშვილის სახელმძღვანელოთი.
ბაზალეთის
საჯარო სკოლა, ხარაგაულის რაიონი.
მეოთხე
კლასის მათემატიკის მასწავლებელი: ნინო გურეშიძე
29 აპრილი, 2014 წელი
ჩატარებული გაკვეთილის ანგარიში
გაკვეთილის ჩატარების დღე: 29
აპრილი, 2014 წელი
სკოლა: ბაზალეთის
საჯარო
კლასი: IV
მასწავლებელი : ნინო
გურეშიძე საგანი: მათემატიკა
ძირითადი თემა: კუბი,
პრიზმა, პირამიდა
მისაღწევი შედეგები თავდაპირველი
გეგმის მიხედვით:
ü
შეძლებენ სივრცული ფიგურების ამოცნობას, დახასიათებას, მათი
კარკასის სიგრძის გამოთვლას, შესწავლილი სივრცული ფიგურების მოდელების შექმნას
სხვადასხვა
მასალით.
ü
განეწყობიან
გაკვეთილისათვის მათემატიკურ თამაშში მონაწილეობით, დაინტერესდებიან მიწოდებული რესურსებით,
შეექმნებათ მოტივაცია თვითონვე ააწყონ სივრცული
ფიგურები, გამოუმუშავდებათ სივრცეში ორიენტაციის უნარი.
საკვანძო მეთოდები/ სტრატეგიები:
·
მათემატიკური
თამაში : ,,გამოიცანი ფიგურა“;
·
საშინაო
დავალების პრეზენტაცია;
·
სლაიდ-
შოუს ჩვენება;
·
სწავლა
კეთებით;
·
წიბოების, წახნაგებისა და წვეროების თვლა;
·
სივრცული ფიგურების შედარება;
·
ბარათებზე მუშაობა;
·
ამოცანის ამოხსნა.
ძირითადი სასწავლო რესურსები:
სახელმძღვანელო, დაფა, ცარცი, ფლიფჩარტი, რვეული, პასტა,
ბარათები , ბუკი, პროექტორი, სივრცული ფიგურების მოდელები, მაგნეტიქსი და მაგფორმერი.
გაკვეთილის შედეგები: მოსწავლეებმა პირველ ფაზაზე გამოავლინეს კარგი წინარე
ცოდნა,რამაც შესაძლებელი გახადა კონსტრუქტივიზმი- გამოცდილებიდან ააგეს ცოდნა. კარგად
დაინახეს განსხვავება-მსგავსება ბრტყელ და სივრცულ ფიგურებს შორის,
გაერკვნენ ცნებებში, როგორიცაა: წიბოები,
წახნაგები, წვეროები. გაკვეთილზე ჩემს მიერ გამოყენებულმა სტრატეგიებმა ბავშვებს გაუადვილა
შედეგზე გასვლა. დიდი ხალისით შექმნეს სივრცული ფიგურების კარკასები მაგფორმერებისა
და მაგნეტიქსების გამოყენებით. განავითარეს სივრცეში ორიენტაციის უნარი.
მე, როგორც მასწავლებელს, ყველაზე
კარგად გამომივიდა სლაიდ- შოუს ჩვენება, რომლის მიმდინარეობის პროცესშიც ყველაზე აქტიურად
იყვნენ მოსწავლეები ჩართულნი.
ცოდნის კონსტრუირებისა და
რეფლექსია-გამთლიანების ფაზაზე გამოვიყენე აქტივობა, რომლის დროსაც ბავშვებმა გამოითვალეს
კუბის კარკასის სიგრძე.
ნ. გურეშიძე, 30 აპრილი,
2014 წელი
·
წარმატებები
ReplyDelete