maswavlebelTa
saswavlo jgufis aqtivobebis angariSi
noemberi,
2013 - ivnisi, 2014
skolis dasaxeleba: ბაზალეთის საჯარო სკოლა
|
direqtoris saxeli da gvari: იზოლდა ოკრიბელაშვილი
|
|||||
#
|
TariRi
|
aqtivobis
dasaxeleba
|
F fasilitato
ri |
sagani
|
aqtivobis
mokle mimoxilva
|
Mmonawile
maswavleblebi
|
1
|
6.11
2013
წელი
|
გაკვეთილებზე
ურთიერთდასწრება
|
ნინო გურეშიძე
|
ქართული
ენა
|
ჩავატარეთ
ღია გაკვეთილები ქართულ ენაში I-II-III-IV
კლასებში.
გაკვეთილებზე პრაქტიკულად გამოვიყენეთ კითხვის დიფერენცირებულად სწავლების
მეთოდები. შესასწავლ თემებად შევიტანეთ პროექტ ,,ჯიპრაიდის“ ფარგლებში
მოწოდებული ტექსტები. გაკვეთილები ავაგეთ სამფაზიანი მოდელის გათვალისწინებით.
დაკვირვების შედეგები გავუზიარეთ ერთმანეთს და დავასკვენით, რომ სწავლების
პროცესში დიფერენცირებული მიდგომა და ინოვაციური მეთოდების გამოყენება
უზრუნველყოფს მოსწავლეთა მაქსიმალურ ჩართულობას და სასურველ შედეგზე გასვლას.
|
ნინო გურეშიძე
ნინო ლოლაძე
ფიქრია ტალახაძე
მაია ჭიპაშვილი
|
2
|
25.11
2013
წელი
|
სამოდელო გაკვეთილები
|
ნინო გურეშიძე
|
ქართული
მათემატი-კა
|
ერთად ვნახეთ და
გავაანალიზეთ სამოდელო გაკვეთილები : ა),,ბუნებრივი მიდგომის აქტივობა თემატური
პოსტერის გამოყენებით“ და ბ),, მათემატი-კის კონსტრუქტივისტული სწავლება
დაწყებით კლასებში “. ვიდეოგაკვეთილებს საჭიროებისამებრ ვაპაუზებდით და
ვმსჯელობდით ნანახ მონაკვეთზე. გამოყენებულ სტრატეგიებსა და სწავლების მეთოდებს
განვიხილავდით საკუთარ კლასთან და მოსწავლეებთან მიმართებით, ანუ როგორ დავნერგავდით
მათ ჩვენს პედაგოგიურ პრაქტიკაში.
|
ნინო გურეშიძე
მაია ჭიპაშვილი
ნინო ლოლაძე
ფიქრია ტალახაძე
ინგა გლუნჩაძე
თეა ტალახაძე
იზოლდა ოკრიბელაშვილი
|
3
|
23.01
2014
წელი
|
მონაცემთა ანალიზი
|
ნინო გურეშიძე
|
ბუნება
|
მაია ჭიპაშვილმა
კოლეგებს გაგვიზიარა მესამე კლასში ჩატარებული შემაჯამებელი ტესტირების შედეგები
ბუნებაში. ერთობლივად განვიხილეთ მოსწავლეთა მიღწევების ძლიერი და სუსტი
მხარეები; ტესტის უმაღლესი ქულა იყო-15, თითო დავალება ფასდებოდა 1 ქულით.
ბავშვების მიერ მიღებული ქულები- 7, 6 და 5. გამოვხატეთ ჩვენი მოსაზრებები შედეგების
გაუმჯობესებისათვის საჭირო სტრატეგიების შესახებ. მაიას ვურჩიეთ შეცვალოს ტესტის
ფორმა. ხელნაწერის ნაცვლად, რომლის წაკითხვაც უჭირთ ბავშვებს, შესთავაზოს
ნაბეჭდი სახით; ღია კითხვების ნაწილი შეცვალოს არჩევითპასუხიანი კითხვებით და
კითხვებს იქვე დაუტოვოს ადგილი პასუხების გასაცემად და არა მომდევნო ფურცელზე.
მაია ჭიპაშვილი დაგვპირდა, რომ გაითვალისწინებს ჩვენს რჩევებს, 1 კვირაში
ჩაატარებს განმეორებით ტესტირებას და მიღებულ შედეგებს კვლავ გაგვიზიარებს.
|
ნინო გურეშიძე
ფიქრია ტალახაძე
მაია ჭიპაშვილი
ნინო ლოლაძე
თეა ტალახაძე
იზოლდა ოკრიბელაშვილი
|
4.
|
30.
01
2014
წელი
|
სასწავლო სიტუაციის
ანალიზი
|
ნინო გურეშიძე
|
ქართული ენა
მათემატიკა
|
I-II კლასის მასწავლებელმა ნინო ლოლაძემ აღნიშნა, რომ
მის მოსწავლეებს ქართულშიც და მათემატიკაშიც უჭირთ დამოუკიდებლად მუშაობა.
მიუხედავად მასწავლებლის მცდელობისა, ბავშვებს მაინც დაბალი შედეგები აქვთ
ინდივიდუალური სავარჯიშოების შესრულების დროს.გავაანალიზეთ სიტუაცია და ვიმსჯელეთ მის გამომწვევ მიზეზებზე.
განვიხილეთ სხვადასხვა სტრატეგიები და ბოლოს შევჯერდით შემდეგზე:
1)დამოუკიდებელი მუშაობის პირველ ეტაპზე მისცეს მარტივი დავალებები და თანდათან
გაზარდოს სირთულე; 2)დამოუკიდებლად მუშაობას მიმართოს მხოლოდ მას შემდეგ, როცა
დარწმუნდება რომ სასწავლო აქტივობაში ბავშვები კარგად გაიწაფნენ; 3)მისცეს
მოსწავლეებს არჩევანის საშუალება : რამდენიმე სახის სავარჯიშოდან აირჩიოს
მისთვის სასურველი;4)სავარჯიშოები დამოუკიდებე-
ლი მუშაობისათვის შეადგინოს დიდაქტიკის
პრინციპებზე დაყრდნობით, ანუ შეიტანოს თამაშის ელემენტები; მაგ. : ,,შეასრულე
წითელქუდას დავალება!“, ,, დაეხმარე კურდღელს სტაფილოს მოპოვებაში“ ; ,,აიღე
ალამი“ და ა.შ. სხდომის ბოლოს მაია ჭიპაშვილმა წარმოგვიდგინა შეცვლილი ტესტის
ნიმუში და განმეორებითი ტესტირების შედეგები. ამჯერად გაცილებით მაღალი ქულები
დაიმსახურეს ბავშვებმა.კმაყოფილები დავრჩით, რომ ჯგუფის წევრების რჩევები
დაეხმარა მასწავლებელს სასურველ შედეგზე გასასვლელად.
|
ნინო გურეშიძე
ნინო ლოლაძე
ფიქრია ტალახაძე
მაია ჭიპაშვილი
ინგა გლუნჩაძე
იზოლდა ოკრიბელაშვილი
თეა ტალახაძე
|
24.02.
2014 წელი |
ერთობლივი გაკვეთილები
|
ნინო გურეშიძე
|
ქართული
ენა მათემატიკა |
რეფლექსიის სხდომაზე გავაანალიზეთ ერთობლივად დაგეგმილი და ჩატარებული გაკვეთილები.ვიმსჯელეთ, ჩვენს მიერ გამოყენებულმა რომელმა სტრატეგიებმა აამაღლა გაკვეთილში მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხი, რომელმა მეთოდებმა გაუადვილა მათ შედეგზე გასვლა, როგორც მასწავლებლებს, ჩვენ რა გამოგვივიდა ყველაზე კარგად.დავასკვენით, რომ ჯიპრაიდის ტრენინგებზე ნასწავლმა მეთოდებმა, რომლებზე დაყრდნობითაც ერთობლივად დავგეგმეთ გაკვეთილები, უზრუნველყო გაგება- გააზრებაზე ორიენტირებული აქტივობების ეფექტურად წარმართვა და სასურველ შედეგზე გასვლა.
ერთობლივი გაკვეთილები ჩატარდა: ქართული ენა: 1)მ. ჭიპაშვილი/თ. ტალახაძე (III კლასი) 2)ფ.ტალახაძე/ნ. გურეშიძე (I კლასი) 3)ი. ოკრიბელაშვილი/ნ.გურეშიძე (VI კლასი) 4)თ. ტალახაძე/ფ.ტალახაძე (V კლასი) 5)ნ.ლოლაძე/მ.ჭიპაშვილი (I-II კლასი) მათემატიკა: 1)ნ. ლოლაძე/ფ. ტალახაძე (I-II კლასი) 2)ი. გლუნჩაძე/ ნ. გურეშიძე (V კლასი) |
ნინო გურეშიძე
ნინო ლოლაძე ფიქრია ტალახაძე იზოლდა ოკრიბელაშვილი თეა ტალახაძე ინგა გლუნჩაძე |
|
06. 07
2014 წელი |
სასწავლო სიტუაციის ანალიზი
|
ნინო გურეშიძე
|
მათემატიკა
|
პროექტის ფარგლებში გადმოგზავნილი მასალებიდან განვიხილეთ სასწავლო სიტუაციები, რომლებიც ხშირად იქმნება მათემატიკის გაკვეთილებზე. ვიმსჯელეთ,რა იყო მოსწავლეთა მცდარი პასუხების მიზეზი და რა სახის სტრატეგიები იქნებოდა ეფექტური კონკრეტულ სიტუაციაში სამოქმედოდ. ძალიან საინტერესო იყო კოლეგების აზრის მოსმენა და პრობლემების გადასაჭრელად ერთობლივი გზების ძიება. ანალოგიური სიტუაციები ჩვენც გვექმნება ხოლმე გაკვეთილებზე და აუცილებლად გავითვალისწინებთ დღევანდელ სხდომაზე მიღებულ გამოცდილებას
|
ნ.გურეშიძე
ნ.ლოლაძე ფ. ტალახაძე მ. ჭიპაშვილი ი.გლუნჩაძე |
|
13.03
2014 წელი |
გაკვეთილებზე ურთიერთდასწრება
|
ნინო გურეშიძე
|
მათემატიკა
|
სხდომაზე განვიხილეთ ჩვენს მიერ დაწყებით კლასებში ჩატარებული გაკვეთილები, რომელთა მიმდინარეობას აკვირდებოდა ტრენერი შორენა ლომთაძე. ქალბატონმა შორენამაც მიიღო მონაწილეობა ჩვენი სასწავლო ჯგუფის სხდომაში.გავაანალიზეთ ერთმანეთის გაკვეთილები. აქცენტი გავაკეთეთ გამოყენებულ სტრატეგიებზე, რომლებმაც მოსწავლეებს გაუადვილა შედეგზე გასვლა, აგრეთვე ბავშვების მიერ შესასწავლი მასალის გაგება-გააზრების ხარისხზე. დავასკვენით, რომ თუკი წინარე ცოდნას ზუსტად გავააქტიურებთ, ადვილია მასზე ახალი მასალის ,,დაშენება". კონსტრუქტივიზმის არსიც ხომ ამაშია, რომელიც ჯგუფის წევრებმა კიდევ ერთხელ კარგად გავიაზრეთ.
|
ნ. გურეშიძე
ნ. ლოლაძე ფ. ტალახაძე მ. ჭიპაშვილი ი. ოკრიბელაშვილი |
|
28. 03
2014 წელი |
სამოდელო გაკვეთილები
|
ნინო გურეშიძე
|
ქართული
|
მოვაწყვეთ ჯიპრაიდის მიერ მოწოდებული სასწავლო-მეთოდური ფილმების ერთობლივი ნახვისა და გაანალიზების მორიგი სესია. ამჯერად ჯგუფში ვაკვირდებოდით ფილმებს:
1)კითხვის სამფაზიანი მოდელი: წაკითხვამდე, კითხვის დროს, წაკითხვის შემდეგ; 2)მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფი: სასწავლო სიტუაციის ანალიზი. ფილმებს ვაპაუზებდი წინასწარ მონიშნულ ადგილებზე და ვმსჯელობდით ნანახი მონაკვეთის შესახებ.ფილმში მასწავლებლის მიერ გამოყენებულმა ინოვაციურმა მეთოდმა: ,,ცნების რუკა" საერთო მოწონება დაიმსახურა და გადავწყვიტეთ აქტიურად დავნერგოთ ჩვენს პრაქტიკაში |
ნ. გურეშიძე
ნ. ლოლაძე ფ. ტალახაძე მ. ჭიპაშვილი თ. ტალახაძე იზოლდა ოკრიბელაშვილი |
|
16.04 2014 წელი
|
სასწავლო სიტუაციის ანალიზი
|
ნინო გურეშიძე
|
ქართული
|
ჩავატარეთ სასწავლო სიტუაციის ანალიზის სხდომა, რომელსაც ესწრებოდა ტრენერი მაია ესართია. განვიხილეთ ჯიპრაიდის ფარგლებში მოწოდებული სასწავლო სიტუაციის პაკეტი: ,,მაინც რამდენხანს ცოცხლობს პეპელა". ყურადღება გავამახვილეთ, გაგება-გააზრების რა ხარვეზებთან გვქონდა საქმე და შევარჩიეთ მათ აღმოსაფხვრელად საჭირო სტრატეგიები. შევთანხმდით, რომ მეტ დროს დავუთმობთ საინფორმაციო ტექსტების გაგება-გააზრებას. ჯიპრაიდის ტრენინგებზე მიღებულ ცოდნას გავუზიარებთ მთელ კოლექტივს, რათა უწყვეტად გაგრძელდეს ჩვენ მიერ დანერგილი მეთოდებით სწავლება სწავლების შემდეგ საფეხურზეც.
|
ნინო გურეშიძე
ნინო ლოლაძე ფიქრია ტალახაძე მაია ჭიპაშვილი თეა ტალახაძე იზოლდა ოკრიბელაშვილი |
|
01.05
2014 წ. |
კრიტიკული მეგობარი
|
ნინო გურეშიძე
|
ქართული
მათემატიკა |
კოლეგებს
გავაცანი ფასილიტატორების ტრენინგის მასალები. გავიაზრეთ, თუ რას ნიშნავს კრიტიკული
მეგობარი. გადავწყვიტეთ მომავალი სასწავლო წლიდან ჩვენს პრაქტიკაში
დავნერგოთ სასწავლო ჯგუფის აქტივობის ეს სახე და ერთმანეთს დავეხმაროთ არა მარტო
სწავლების ხარისხის ამაღლებაში, არამედ პროფესიულ ზრდაშიც.
|
ნინო გურეშიძე
ნინო ლოლაძე
ფიქრია ტალახაძე
მაია ჭიპაშვილი
ინგა გლუნჩაძე
იზოლდა ოკრიბელაშვილი
თეა ტალახაძე
|
|
20. 05
2014 წ. |
მონაცემთა ანალიზი
|
ნინო გურეშიძე
|
ქართული
|
განვიხილეთ ქართულში
ჩატარებული დიაგნოსტიკური ტესტირებების შედეგები კლასების მიხედვით. გაირკვა, რომ
რისკის ჯგუფში მოხვდა მხოლოდ მესამე კლასიდან 1 მოსწავლე. ერთად ვცადეთ დაგვედგინა
ამის მიზეზები. მასწავლებელს, მაია ჭიპაშვილს დავეხმარეთ ინდივიდუალური გეგმის
შედგენაში, რომლის მიხედვითაც 2 კვირის განმავლობაში მოამზადებს რისკის ჯგუფში
მოხვედრილ მოსწავლეს გამეორებითი ტესტირებისათვის.
|
ნინო გურეშიძე
ნინო ლოლაძე
ფიქრია ტალახაძე
მაია ჭიპაშვილი
|
|
16. 06
2014 წ. |
შემაჯამებელი სხდომა
|
ნინო გურეშიძე
|
ქართული
მათემატიკა |
შევაჯამეთ და
შევაფასეთ გასული სასწავლო წლის შედეგები. ვიმსჯელეთ, რამდენად ეფექტური იყო
სასწავლო ჯგუფის მუშაობა, როგორ დაგვეხმარა თვითოეულ ჩვენგანს სასურველ შედეგზე
გასასვლელად. დავასკვენით, რომ კარგად გამოგვდის გუნდურად მუშაობა,აშკარად ამაღლდა
ჩვენი მოსწავლეების ცოდნის დონე. სწავლა-სწავლების პროცესი კი გახდა გაცილებით
საინტერესო და ეფექტური.
|
ნინო გურეშიძე
ნინო ლოლაძე
ფიქრია ტალახაძე
მაია ჭიპაშვილი
ინგა გლუნჩაძე
იზოლდა ოკრიბელაშვილი
თეა ტალახაძე
|
|
momewona tqveni portfolio, ramdeni Shromaa chadebuli am saqmeshi, nacnobi situaciebi, nacnobi da ssaerto samushao sfero,
ReplyDeleteGambling hall near you - JamBase.com
ReplyDeleteThe Gambling 안동 출장마사지 Hall 충청남도 출장안마 at Harrah's Cherokee 청주 출장샵 Valley River is an Indian casino, hotel and event center. It is located off of the casino strip and 공주 출장샵 near 안산 출장샵 the