Saturday, January 4, 2014

კვლევები

                                                    კვლევის  ანგარიში
სათაური : ჩემს მიერ მოფიქრებული სტრატეგიის დანერგვა-გამოცდა რამდენიმემოქმედებიანი ამოცანების ამოხსნისას
შესავალი - ჩემი ხანგრძლივი პედაგოგიური პრაქტიკის მანძილზე ხშირად ვაწყდებო-
დი სიძნელეებს ორ და მეტმოქმედებიან ამოცანებზე მუშაობისას.მოსწავლეებს გაცი-ლებით უადვილდებოდათ მონაცემების დაზუსტება, მაგრამ ამოცანის კითხვაზე პასუხის გასაცემად საჭირო მოქმედების შესრულებისას, ხშირად უშვებდნენ შეცდომებს. მაგალითად:
                                              ამოცანა
                     პირველ დღეს------12 ნერგი
                     მეორე დღეს--------7-ით ნაკლები
           რამდენი ნერგი დარგეს მოსწავლეებმა ორივე დღეს?
ამ ორმოქმედებიანი ამოცანის ამოხსნისას ბავშვები ადვილად ასრულებენ პირველ მოქმედებას, ანუ 12 – 7=5, მაგრამ მეორე მოქმედების შესრულებისას, რაც აუცილებელია ამოცანის კითხვაზე პასუხის გასაცემად, წერენ: 12+7; უჭირთ იმის გააზრება, რომ ,,7-ით ნაკლები“ მხოლოდ მინიშნებაა ამოცანის პირობაში ერთ-ერთი მონაცემის დასაზუსტებლად.ანალოგიურად,  შეცდომებს უშვებენ სამმოქმედებიანი ამოცანები ამოხსნისასაც. მაგალითად:
                              ანას-------27 ლარი
                               გიორგის---------9 ლარით ნაკლები
                               დათოს-----------20 ლარით მეტი გიორგიზე
                რანდენი ლარი აქვთ ბავშვებს სულ?
 ხშირ შემთხვევაში ბავშვები ადვილად წერენ პირველ და მეორე მოქმედებას: 27- 9=18 და18+20=38, მაგრამ სამივეს ერთად რამდენი აქვთ რომ გაიგონ, წერენ 27+9+20.              შექმნილი პრობლემა ძალიან დამაფიქრებელი იყო. მის აღმოსაფხვრელად და სასურველი შედეგის მისაღწევად ვცადე მომეფიქრებინა და მოსწავლეებისთვის შემეთავაზებინა ახალი სტრატეგია, რომელიც მათ გაუადვილებდა შედეგზე გასვლას. პირველ რიგში მოვიძიე საკითხთან დაკავშირებული მეთოდური ლიტერატურა: ჯემალ ჯინჯიხაძის ,,დაწყებით სკოლაში მათემატიკის სწავლების მეთოდიკა“, მათემატიკის მასწავლებლის წიგნი, გავეცანი ინტერნეტში დადებულ მასალებს. დავახარისხე მოპოვებული ინფორმაცია და მივეცი ერთგვარი რეზიუმეს სახე:   შედგენილი, ანუ რამდენიმემოქმედებიანი ამოცანების ამოხსნის სწავლებას სჭირდება გარკვეული მომზადება. ბავშვებმა ჯერ უნდა ისწავლონ ორმოქმედებიანი ამოცანის დაშლა ორ მარტივ ამოცანად. მაგალითად:
                    ლელამ ხეზე მოწყვიტა 6 ვაშლი, მიწაზე კიდევ აკრიფა- 3.   2 ვაშლი დას მისცა. რამდენი ვაშლი დარჩა ლელას? აქედან გამოდის ორი მარტივი ამოცანა:
1)      მოწყვიტა-----6 ვაშლი                                          2)   ლელას---------9 ვაშლი
ძირს აკრიფა----3                                                           დას მისცა-----2
-------------------------------                                        ---------------------------------
რამდენი ვაშლი აქვს სულ?                                    რამდენი ვაშლი დარჩა?
 ამოცანა კიდევ შეიძლება ამოიხსნას ,,ამოხსნის გეგმის შედგენის“ საშუალებით. მაგალითად იგივე ამოცანის ამოხსნის გეგმა შემდეგ კითხვებს შეიცავს: 1) რამდენი ვაშლი დაუგროვდა სულ ლელას? 2) რამდენი ვაშლი დარჩა მას შემდეგ,რაც 2 დას მისცა?
                 ამოცანების ამოხსნისას უმეტეს შემთხვევაში გამოიყენება ანალიზურ-სინთეზური ხერხი. იგივე ამოცანა ანალიზური ხერხით ასე ამოიხსნება: რა ვიცით ამოცანის პირობის თანახმად? (ლელამ ხეზე მოწყვიტა 6 ვაშლი, ძირს აკრიფა კიდევ 3)
ამით რისი გაგება შემიძლია? (სულ რამდენი ვაშლი აქვს ლელას?) კიდევ რა ვიცით ამოცანის პირობის თანახმად? (დას მისცა 2 ვაშლი) ამით რა შემიძლია გავიგო? (რამდენი ვაშლი დარჩა ლელას?) აბა, ვნახოთ გავეცით თუ არა პასუხი ამოცანაში დასმულ კითხვას? (დიახ, გავეცით)
                  სინთეზური ხერხი ანალიზურის შებრუნებულია, ანუ ამოცანის კითხვიდან ვიწყებთ ამოხსნას. მაგალითად,იმისთვის, რომ გავიგოთ რამდენი ვაშლი დარჩა ლელას, რა უნდა ვიცოდეთ?(თავიდან რამდენი ჰქონდა) 6+3=9 როგორ შეიცვალა ლელას ვაშლების რაოდენობა?(2 დას მისცა). რა მოქმედება უნდა შევასრულოთ, რომ გავიგოთ რამდენი ვაშლი დარჩა ლელას? (9-2=7) ვიპოვეთ თუ არა რასაც ვეძებდით? ანუ გავეცით, თუ არა პასუხი ამოცანის კითხვას? (დიახ)
                       ამის შემდეგ ვცადე ზემოთაღნიშნული მეთოდების გამოყენებით გამეგრძელებინა მუშაობა მოსწავლეებთან, პარალელურად, დავიწყე ჩართული დაკვირვება. მივმართე მის პირველ ეტაპს, როგორიცაა ,,აღწერითი დაკვირვება“.ვაკვირდებოდი,საერთოდ როგორ ხსნიდნენ ბავშვები ამოცანებს. დაკვირვების შედეგად  მივხვდი, რომ ერთმანეთში ერეოდათ  მოცემული და საძიებელი მონაცემები. დაფასთან მუშაობისას, როცა ჩემგან გზის მიცემის,დახმარების იმედი ჰქონდათ, უფრო კარგად ართმევდნენ თავს დავალებას, მაგრამ დამოუკიდებლად მაინც შეცდომებს უშვებდნენ.მივედი იმ დასკვნამდე, რომ უნდა მომეფიქრებინა რაღაც უფრო თვალსაჩინოდ აღსაქმელი ბავშვებისათვის და ამოცანის ამოხსნაში შემეტანა დიდაქტიკის ელემენტები. ცნობილია, რომ თამაშით სწავლა ახალისებთ პატარებს და ვითომდა ,,თამაშით“ საკმაოდ მნიშვნელოვან შემეცნებით ამოცანებს წყვეტენ.
                      ჩემს ახალ სტრატეგიას დავარქვი ,,ამოცანის ამოხსნა ბურთებით“. ამ მეთოდის მთვარი არსი იმაში მდგომარეობს, რომ დასაზუსტებელი მონაცემები დაზუსტების შემდეგ ბავშვებისათვის გახდეს მკაფიო. მაგალითად,თავიდან განხილული ამოცანა ჩემი სტრატეგიით ასე წარიმართა:
                       I დღეს-----------12 ნერგი
                       II დღეს-----------7-ით ნაკლები             
               რამდენი ნერგი დარგეს ორივე დღეს?
მოსწავლეებს ვთხოვე მოეძებნათ ამოცანის პირობაში ის მონაცემი, რომელიც ზუსტადაა ცნობილი (პირველ დღეს---12 ნერგი).შემდეგ ვიკითხე, რა არ ვიცით ზუსტად, ანუ რაზე გვაქვს მინიშნება? (რამდენი ნერგი დარგეს მეორე დღეს). დასაზუსტებელი მონაცემის ირგვლივ ვთხოვე მაშინვე დაეხატათ ,, ბურთი“. რა მოქმედება უნდა შევასრულოთ მის დასაზუსტებლად? (12-5=7) ჩემი მითითებით, დაზუსტებული პასუხი მაშინვე ჩაწერეს ,,ბურთში“. ახლა უკვე მკაფიოდ, თვალსაჩინოდ გამოჩნდა, რომ მეორე დღეს დაურგავთ 5 ნერგი.წრეში ჩასმული რიცხვი - ,,5“  ბევრად უფრო ადვილი აღსაქმელია, ვიდრე მინიშნება ,,7-ით ნაკლები“.როცა ამოცანის კითხვაზე პასუხის გაცემის დრო დადგა, ბავშვებმა ადვილად შეასრულეს მოქმედება ,,12+5“ , რადგან ახლა ამოცანის პირობაშივე კარგად ჩანდა რომ მეორე დღეს 5 ნერგი დარგეს.
                    გავაგრძელე მუშაობა ჩემი ახალი სტრატეგიით, თან გადავედი ,,ფოკუსირებულ“ დაკვირვებაზე. ვაკვირდებოდი, როგორ მსჯელობდნენ და ხსნიდნენ მოსწავლეები ამოცანებს ახალი მეთოდის გამოყენებით. ბავშვები გაცილებით ადვილად გადიოდნენ შედეგზე.
                  ამის შემდეგ დავიწყე ,,შერჩევითი დაკვირვება“. შევადგინე 3 სახის 18 ამოცანა (ორმიქმედებიანი, სამმოქმედებიანი და ამოცანები ფულზე) და პერიოდულად ვაძლევდი მათ ბავშვებს დამოუკიდებლად სამუშაოდ.დაკვირვების ბოლო ეტაპზე ჩემი კვლევის მიზანი იყო დამედგინა, რამდენად კარგად აითვისეს ბავშვებმა ახალი მეთოდი და ,,ბურთში“ ჩაწერილი მონაცემები დაეხმარებოდათ, თუ არა ამოცანის კითხვაზე სწორად გაეცათ პასუხი.
                        მიღებულ შედეგებზე დაკვირვებამ მაჩვენა, რომ ახალმა სტრატეგიამ გაამართლა. აი, შედეგების ცხრილი:
ამოცანის ტიპები
რაოდენობა
სწორად ამოხსნილ
ამოცანათა
რაოდენობა
       კესო
  თორნიკე
 თენგიზი
ორმოქმედებიანი
        6
           6
       3
        6
სამმოქმედებიანი
         6
          5
       3
        4
ამოცანები ფულზე
         6
          5
       4
       5

დასკვნა :  როგორც კვლევის შედეგებიდან ჩანს, ჩემი მეთოდით მოსწავლეებმა დამოუკიდებლად მუშაობის დროსაც კი ნაკლები შეცდომები დაუშვეს.ახალი სტრატეგია კარგად მოერგო ჩემი კლასის მოსწავლეთა შესაძლებლობებს და ძალიან დაეხმარა მათ შედეგზე გასვლაში. ამ მეთოდის უპირატესობა იმაშია, რომ ბავშვი მხედველობითი მეხსიერების საშუალებით აფიქსირებს დაზუსტებულ მონაცემს და აღარ ერევა იგი მინიშნებაში.
                ჩემი კვლევის შედეგების პრეზენტაციას მოვაწყობ კათედრაზე და გავუზიარებ კოლეგებს ჩემს გამოცდილებას.იმედია, ისინიც დანერგავენ და წარმატებით გამოიყენებენ მას საკუთარ პრაქტიკაში.
  გამოყენებული ლიტერატურა :1) ჯ. ჯინჯიხაძე ,,დაწყებით სკოლაში მათემატიკის    სწავლების მეთოდიკა“    2) გ. გოგიშვილი ,,მათემატიკა III კლ. მასწავლებლის  წიგნი“
                                       თარიღი :  29 მარტი
                                       ხელმოწერა :                            / ნ. გურეშიძე /                                                                            კვლევის  ანგარიში

                                       ხელმოწერა :                            / ნ. გურეშიძე /                        

 1)             გიორგიმ------27 თევზი
         დათომ--------9-ით ნაკლები

რამდენი თევზი დაიჭირეს სულ?

2)            დედამ---------16 ფუნთუშა
        ბებიამ----------9-ით მეტი
რამდენი ფუნთუშა გამოაცხვეს ერთად დედამ და ბებიამ?

3)    ანამ-----36 მაგალითი
ნინომ----8-ით ნაკლები
რამდენი მაგალითი ამოხსნეს გოგონებმა სულ?

4)            კარტოფილი-----35 კგ.
        ხახვი------16 კგ.-ით მეტი
        კომბოსტო--------20 კგ.-ით ნაკლები ხახვზე
        რამდენი კგ. ბოსტნეული გაიყიდა სულ?

5)           ქართულის----------85
       მათემატიკის---------17-ით ნაკლები
        ბუნების-------------15-ით მეტი, ვიდრე მათემატიკის
რომელი სახელმძღვანელო შეიძინა სკოლამ ყველაზე მეტი?
    
6)          კომპიუტერი---------29
      ტელევიზორი----------6-ით მეტი
      ტელეფონი----------30-ით ნაკლები, ვიდრე ტელევიზორი და კომპიუტერი ერთად
რამდენი ცალი ტელეფონი მიიღო მაღაზიამ?

7)           ბურთი--------14 ლარი
       ჩანთა----------7ლარით მეტი
რამდენი ლარია საჭირო ორივეს შესაძენად?

8)           ელენეს---------43 ლარი
       ალბომი----------18ლარი
       წიგნი-----------5 ლარით მეტი
ეყოფა, თუ არა ელენეს ფული ორივეს საყიდლად?

9)           გიორგის-----------5ლ.   10ლ.  5ლ.   20ლ.   2ლ.
        სოფოს-------------20ლ.     5ლ.       20ლ.
რომელს აქვს მეტი თანხა და რამდენით?

 1)                   ქათამი------52
               ინდაური-------29-ით ნაკლები
             რამდენი ქათამია სულ ფერმაში?

2)                    სიმინდი-------28 კგ.
                ხორბალი------16-ით მეტი
             რამდენი კილოგრამი მარცვლეული დაუფქვავთ სულ?

3)                  გიგამ-------72 გვერდი
              წასაკითხი დარჩა-------35-ით ნაკლები
           რამდენგვერდიანია წიგნი?

4)                 გიორგის-------76 ლარი
              თხილამურები-------42 ლარი
              ჩანთა--------25 ლარით ნაკლები
          ეყოფა,  თუ არა გიორგის ფული ორივეს შესაძენად?

5)               ვატოს---------20ლ. 10ლ. 5ლ. 10ლ. 5ლ. 2ლ. 2ლ.
            იას------------20ლ. 5ლ. 5ლ. 10ლ. 20ლ.
       რომელს აქვს მეტი თანხა და რამდენით?
                      
6)                იყო----------92კგ.
             პირველ დღეს  გაიყიდა-----47კგ.
             მეორე დღეს----------18 კგ.-ით ნაკლები
         რამდენი კილოგრამი ვაშლი დარჩა?

7)               ანამ-------------18 ვარსკვლავი
           იამ------------9-ით მეტი
           ნინომ----------5-ით მეტი იაზე
      სულ რამდენი ვარსკვლავი გამოჭრეს გოგონებმა?

8)              მსუბუქი----------32
          სატვირთო------17-ით ნაკლები
          ავტობუსი------8-ით მეტი სატვირთოზე
       რამდენი მანქანაა სულ ავტოსადგომზე?

9)                  ალბომი-------------24 ლარი
              წიგნი-------------16-ლარით მეტი
               გუაში------------20 ლარით ნაკლები წიგნზე
         რა თანხაა საჭირო მათ შესაძენად?

                                             კვლევის ანგარიში
სათაური:  რატომ უჭირთ მოსწავლეებს წაკითხული ტექსტის გააზრება. მიზეზების დადგენა და დახმარება
შესავალი: დაწყებით კლასებში მოსწავლე ეუფლება კითხვის ტექნიკას, ღებულობს გარკვეულ ლიტერატურულ გამოცდილებას და უყალიბდება მხატვრული გემოვნება. კითხვის უნარი უშუალო კავშირშია ზოგადად  ბავშვის აზროვნების განვითარებასთან. ამდენად შეგნებული კითხვის უნარის ჩამოყალიბება, რომელიც აუცილებელი პირობაა ტექსტის გასააზრებლად, კვლავ აქტუალურ პრობლემად რჩება.
                  2006-2007 წლებში საქართველომ მიიღო მონაწილეობა რამდენიმე საერთაშორისო კვლევაში. მათგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო ,,წიგნიერების საერთაშორისო  კვლევა(PIRLS) 2006 წ.“იგი მიზნად ისახავდა 9-10 წლის ბავშვთა კითხვის უნარის შეფასებას. როგორც კვლევის შედეგებმა აჩვენა, ქართველმა ბავშვებმა საინფორმაციო ტექსტებთან შედარებით უკეთესად დაძლიეს მხატვრული ტექსტები. მიუხედავად ამისა, მათ საშუალოზე დაბალი შედეგები აჩვენეს. ამ კვლევის შედეგების ცოდნა აღძრავს შემდგომი კვლევების მოტივაციას, რადგან, როცა ზუსტად არის ცნობილი, რა ხარვეზები აქვს სასწავლო პროცესს, გაცილებით ადვილია მათი აღმოფხვრა.
                         კითხვის სწავლების ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი შედეგია ის, რომ კარგი მკითხველი სწრაფად და ზუსტად იგებს წაკითხულის შინაარსსა და აზრს. წაკითხულის გააზრების უნარი შეიძლება გაუმჯობესდეს სისტემატიური სწავლებით, რომლის შედეგადაც მკითხველებს გამოუმუშავდებათ წაკითხულის გააზრების სპეციფიკური სტრატეგიები.
                            მეცნიერული კვლევებით დადასტურებულია წაკითხულის გააზრების შემდეგი სტრატეგიები:
                              1)გაგების მონიტორინგი -მოსწავლემ იცის რა გაიგო, რა ვერ გაიგო და რისი დაზუსტება ჭირდება;(კითხვა ნიშანთა სისტემით)
                          2)კითხვებზე პასუხის გაცემა - მასწავლებლის კითხვები ეხმარება მოსწავლეს კარგად გაიგოს ტექსტის შინაარსი
                           3)კითხვების ჩამოყალიბება წაკითხული ტექსტის გარშემო - მოსწავლეები სწავლობენ, თუ როგორ უნდა დასვან კითხვები წაკითხულ მასალაზე
                           4)ტექსტის სტრუქტურის ამოცნობა - მოთხრობის ,, რუკის“ შექმნა,სადაც სქემატურადაა მოცემული მოვლენათა თანმიმდევრობა
                             5)შეჯამება - მოსწავლემ უნდა შეძლოს გამოყოს ტექსტში მთავარი და გადმოსცეს თავისი სიტყვებით
მეთოდები : მოსწავლეებზე სისტემატიურმა დაკვირვებამ მიჩვენა, რომ უჭირთ წაკითხული ტექსტის გააზრება. მიზნად დავისახე გამომეკვლია ამის მიზეზები, შემერჩია მათ საჭიროებებსა და შესაძლებლობებზე მორგებული სტრატეგიები და დავხმარებოდი ბავშვებს ტექსტის გააზრებისათვის საჭირო უნარების ფორმირებაში.
                        პირველ რიგში მოვიძიე და გავეცანი ამ თემაზე არსებულ ლიტერატურას, მეთოდებს, კვლევას.შევარჩიე მოსწავლეთა ასაკის შესაფერისი საინტერესო ნაწარმოებები და შევუდექი მუშაობას.პარალელურად დავიწყე მოსწავლეებზე ჩართული დაკვირვება. ჩართული დაკვირვების საწყის ეტაპზე, როგორიცაა აღწერითი დაკვირვება, მოვახდინე მოსწავლეთა ცოდნის დიაგნოსტირება. ამ მიზნით, შევთავაზე ბავშვებს  შერჩეული სურათი და მარტივი ტექსტი და შევეცადე დისკუსია წამემართა. მოსწავლეებს ვთხოვე მიწოდებულ მასალასთან დაკავშირებით გადმოეცათ თავიანი მოსაზრებები, გამოეხატათ საკუთარი დამოკიდებულება და პასუხი გაეცათ ჩემს მიერ დასმულ კითხვებზე.ბავშვებმა ნაწილობრივ გაართვეს თავი სამუშაოს.სწორი პასუხების სიმრავლით გამოირჩეოდა კესო ჩხიკვაძე.
                  ამის შემდეგ დავიწყეთ ერთობლივი კითხვა, რომლის მიმდინარეობისას
გადავედი ჩართული დაკვირვების მეორე ეტაპზე, როგორიცაა-ფოკუსირებული დაკვირვება.ამჯერად ვაკვირდებოდი წაკითხული ტექსტების გააზრებისას როგორი იყო ბავშვების ჩართულობის ხარისხი და რამდენად სწორად ართმევდნენ თავს დავალებებს.გაკვეთილების შემდეგ ვიკრიბებოდით, ვკითხულობდით ტექსტებს ხმამაღლა და ვცდილობდით მათ გააზრებას.  კვლავ ლიდერობდა კესო, ხშირ შემთხვევაში სწორად პასუხობდა თენგიზი, თორნიკეს კი უჭირდა აზრის ლოგიკურად დალაგება, კითხვებზე პასუხის გაცემა,აკლდა თავდაჯერება. ვარჯიშის შედეგად შესამჩნევად გააუმჯობესეს ბავშვებმა წაკითხულის გააზრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევები. ერთობლივი კითხვა გრძელდებოდა კვირაში 2-ჯერ,  2თვის მანძილზე.
                      შემდეგ გადავედი ჩართული დაკვირვების ბოლო ეტაპზე, როგორიცაა ,,შერჩევითი დაკვირვება“. ამ ეტაპზე ჩემი კვლევის მიზანი იყო, გამომერკვია რამდენად ჩამოუყალიბდათ მოსწავლეებს ტექსტის გააზრებისათვის აუცილებელი უნარები. ამ მიზნით, ბავშვებს დავურიგე სამუშაო მასალა, შეფასებისა გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემული წიგნის ,,ვსწავლობთ ტექსტის გააზრებას“ კითხვის უნარის გასავითარებელი ტესტური დავალებების ქსეროასლები (სულ 15 გასააზრებელი ტექსტი). თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ვაკვირდებოდი ბავშვების მუშაობას, ვინიშნავდი შედეგებს. რადგან ისინი უკვე დამოუკიდებლად მუშაობდნენ,მათი ნამუშევრების შეფასებისას მე საშუალება მქონდა გამეანალიზებინა კონკრეტულად ვის რა შედეგი  ჰქონდა და სამომავლოდ,რაში ჭირდებოდა ჩემგან დახმარება.შევადგინე შედეგების ცხრილი.  მასში შეტანილი მონაცემები ნათელს ხდიდა, რომ ერთობლივი კითხვის სტრატეგიამ გაამართლა.
                      დასკვნა : დავრწმუნდი, რომ სისტემატიური ვარჯიშის შედეგად შესაძლებელია სააზროვნო უნარების განვითარება.შემექმნა  მოტივაცია კვლავ გავაგრძელო მსგავსი აქტივობები, რათა თორნიკემ და თენგიზმა უკეთესი შედეგები აჩვენონ და განამტკიცონ მიღებული ცოდნა.რადგანაც გაკვეთილის დრო შეზღუდულია აღნიშნული ტიპის ვარჯიშისათვის, მეტად მნიშვნელოვანია ამგვარ
აქტივობებში ოჯახის წევრების ჩართვა. მშობლებს ვთხოვ წაუკითხოს ბავშვს ტექსტი ხმამაღლა, რადგან კარგი კითხვის მაგალითი ზრდის ბავშვის ინტერესს წიგნისადმი, უმდიდრებს მას ლექსიკას და რაც მთავარია,წაახალისებს ხმამაღალ კითხვაში.
                   როგორც წიგნიერების საერთაშორისო კვლევის შედეგები ცხადყოფს, ,,მშობლები არიან ბავშვების პირველი და შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვის მასწავლებლები. პედაგოგებმა მშობლებს უნდა მიაწოდონ რეკომენდაციები და მითითებები, თუ რა უნდა გააკეთონ მათ ბავშვის კითხვის უნარის ხელშესაწყობად.“
                     ყველასათვის ცნობილია, რომ სამყაროს შეცნობის ძირითადი საშუალება მოზარდებისათვის სწავლაა, სწავლის საფუძველი კი - კითხვის უნარია. ჩვენ ყველას - პედაგოგებს და მშობლებს საშუალება გვეძლევა ეფექტურად გამოვიყენოთ საერთაშორისო კვლევის შედეგები და ხელი შევუწყოთ ბავშვის სრულფასოვან პიროვნებად ჩამოყალიბებას, რომელშიც გადამწყვეტი როლი წიგნიერებას ენიჭება.
                                    გამოყენებული ლიტერატურა :
1.ია კუტალაძე  ,,წიგნიერება“
2. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ,,ვსწავლობთ ტექსტის გააზრებას“
3.ელ. დისკი ,,კითხვის ეფექტური მეთოდები“(მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი)
4. ნ. მაღლაკელიძე ,,წიგნის სამყარო“ (საკითხავი ლიტერატურა მესამეკლასელთათვის)
        თარიღი  : 25  მარტი, 2013 წელი
        ხელმოწერა:                                    / ნინო გურეშიძე /
                              შედეგების ცხრილი 
     
ტექსტის სათაური
მაქსიმალური ქულა
მ    ი     ღ     ე
ბ   უ   ლ    ი
ქ    უ    ლ    ა
     კესო
თენგიზი
თორნიკე
მზის პირნაბანი
      12
       11
        7
       4
კრწანისის ყაყაჩოები
       2 
         1
        0
        1
ცასწავალა
       13
        12
        9
        4
ძმანი ხერხეულიძენი
       12
        11
        6
        3
შემთხვევით მოსმენილი საუბარი
       12
        11
        7
         4
კომეტა
       9
         8
        6
          6
ინდიელები
       4
         4
         2
          3
ტექსტის დალაგება
       2  
         2
         1
          0
ამერიკის აღმოჩენა
       10
         10
        7
          5
ლილიპუტი
      6
       5
      4
        4
დინოზავრები
        9
         9
        7
          6
გიგანტი
        7
         5
       4
          2
ოლიმპიური თამაშები
       7
         7
       4
          4
გოლიათი
       4
         4
       2
          2
ამოცანა
       4
         3
       3
         4

                             კვლევის ანგარიში
,,რამდენად ჩამოუყალიბდა სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეს-თემურ შველიძეს , დამოუკიდებლად კითხვის უნარ-ჩვევა“
შესავალი : ინკლუზიური განათლება ნიშნავს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვების განათლების ხელშეწყობას, მათ სოციალურ ინტეგრაციას,შესაძლებლობების გამოვლენასა და განვითარებას.
               თანამედროვე შეხედულებების შესაბამისად, ინკლუზიური განათლე-ბა არის საგანმანათლებლო მიდგომა და იდეა, რომლის ფარგლებშიც განათლების სისტემა უზრუნველყოფს ყველა ბავშვის, თუ მოზარდის ხარისხიან განათლებას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, იმის მიუხედავად, თუ რა ფიზიკური, შემეცნებითი, სოციალური, ემოციური, ლინგვისტური, ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური, სქესობრივი, თუ სხვა მახასიათებელი გააჩნია მათ. ინკლუზიური განათლების ფარგლებში განსაკუთრებით მახვილდება ყურადღება იმ ბავშვებზე, რომლებიც ზოგადსაგანმანათლებლო პროცესიდან გარიყვის რისკის ქვეშ იმყოფებიან. ეს შეიძლება იყოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები, განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვები, ბავშვები სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახებიდან და ა.შ.
                მნიშვნელოვანია, დიდი დრო და ყურადღება დაეთმოს იმას, რომ სსსმ მოსწავლის ჩართულობა ჯგუფურ და ინდივიდუალურ საკლასო აქტივობებში იყოს მაღალი და მოსწავლეს ჰქონდეს განცდა , რომ ის მონაწილეა იმ ფორმალური, თუ არაფორმალური პროცესების, რომელიც კლასში ხდება. ასეთი მოსწავლე პროგრამას გადის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის მიხედვით, რომლის დაგეგმვისას გათვალისწინებული უნდა იყოს კლასში მიმდინარე პროცესები და აქტივობები, რომელშიც სხვა მოსწავლეები არიან ჩართულები. მაგალითად, სსსმ ბავშვს არ უნდა მიეცეს ინდივიდუალური სამუშაო მაშინ, როცა სხვები დისკუსიაში არიან ჩაბმულები.
          ძალიან მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ საგნის მასწავლებელი, კლასის დამრიგებელი და სკოლის პერსონალი ისეთივე პასუხისმგებლობით ეკიდება სსსმ მოსწავლის განათლების, როგორც ნებისმიერი სხვა მოსწავლის შემთხვევაში.
            სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები სკოლაში ინდივიდუალური სასწავლო გარემოს მიხედვით სწავლობენ, სადაც მოსწავლის შესაძლებლობებია გათვალისწინებული და დასახულია, როგორც წლიური სასწავლო მიზნები, ასევე გათვალისწინებულია მოსწავლის აკადემიური წინსვლა. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეს, უმრავლესობისგან განსხვავებით, შეიძლება ბევრად მარტივი წლიური სასწავლო მიზანი ჰქონდეს. თუ მოსწავლე წარმატებით გაართმევს თავს ამ მიზნის მიღწევას, ის მაღალ ნიშანს დაიმსახურებს.
               თემურს უკვე მესამე წელია ვამეცადინებ ინდივიდუალური სასწავლო პროგრამით, რომელიც შევადგინე ბავშვის წინარე ცოდნის დიაგნოსტიკისა და მისაღწევი შედეგების გათვალისწინებით, მშობელთან აქტიური თანამშრომლობით. მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ ყველა ეტაპი დასახულ მიზნამდე თემურმა წარმატებით გაიარა და ყოველთვის გავიდა შედეგზე. მას შემდეგ, რაც თემურმა შეძლო კითხვა მთლიანი სიტყვებით და წაკითხულის ირგვლივ დახურულ კითხვებზე პასუხის გაცემა, მიზნად დავისახეთ ჩამომეყალიბებინა მისთვის წაკითხულის გაგება-გააზრებისათვის აუცილებელი საწყისი უნარ-ჩვევები. კერძოდ-ღია კითხვებზე პასუხის გაცემისა და საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვის უნარები.
                      დავიწყე თემურზე ჩართული დაკვირვება. ამ მიზნით მას პირველ ეტაპზე ხმამაღლა ვაკითხებდი მცირე მოცულობის, მაგრამ შინაარსობრივად დატვირთულ ტექსტებს და ვცდილობდი ჩემთან ერთად, გარკვეული მინიშნებების მიცემით, დავხმარებოდი წაკითხულის გააზრებაში. თავიდან თემურს უჭირდა ტექსტის ჩარჩოებიდან გამოსვლა და საუბარი იმის ირგვლივ, რაც ქვეტექსტში იგულისხმებოდა, მაგრამ რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად, თანდათან გათამამდა. დარწმუნდა, რომ მისი აზრი, ხშირ შემთხვევაში არასწორიც კი,ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და მისაღები იყო. როცა თემური იმდენად გაიწაფა, რომ ჩემგან მინიმალურ დახმარებას საჭიროებდა კითხვებზე პასუხების გაცემისას, ჩავთვალე, რომ დადგა მიზნამდე მისვლის მეორე ეტაპი. ამჯერად ჩემი კვლევის საგანს წარმოადგენდა , თუ რამდენად ჩამოუყალიბდა თემურს დამოუკიდებლად კითხვისა და წაკითხულის გააზრების უნარ-ჩვევა.
               ამ მიზნით შევარჩიე 10 გასააზრებელი ტექსტი, დავურთე მას სხვადასხვა დონის კითხვები და ერთი თვის განმავლობაში ვამუშავე თემური მათზე დამოუკიდებლად. (ტექსტებზე მუშაობის შედეგების ცხრილი თან ერთვის). შედეგების გაანალიზებისას კმაყოფილი დავრჩი თემურის აზროვნების დონით. მან საშუალოზე მაღალი შედეგები გამოავლინა. კმაყოფილი დავრჩი, რომ ტექსტების ერთობლივმა კითხვამ შედეგი გამოიღო და თემურს წაკითხულის დამოუკიდებლად გაგების უნარი ჩამოუყალიბდა.
                  დაკვირვების პროცესისა და მიღებული შედეგების გაანალიზებისას, დავასკვენი, რომ სწორად დაგეგმილი აქტივობების საშუალებით, მარტივიდან -რთულისაკენ პრინციპის გათვალისწინებით, შესაძლებელია სსსმ მოსწავლეს მაქსიმალურად განუვითარდეს გაგება-გააზრების უნარი  და მიაღწიოს  დასახულ მიზანს. ერთობლივი კითხვისას თემურმა განამტკიცა აგრეთვე მთლიანი სიტყვებით კითხვის ჩვევა. გახდა უფრო თავდაჯერებული, თამამი, აღარ უჭირს საკუთარი მოსაზრებების გამოთქმა.მომავალ სასწავლო წელს გავაგრძელებ ანალოგიურ მუშაობას და ამჯერად მიზნად დავისახავ დავეხმარო თემურს წაკითხულის შეფასებაში.
                                     ნინო გურეშიძე, 2013 წლის ივნისი

                                    უსუნო ყვავილი
      მინდორში გაშლილიყო მშვენიერი უსუნო ყვავილი. ბიჭს ძალიან მოეწონა, მოწყვიტა და თავის ვარდის კონაში ჩაარჭო. ცოტა ხნის შემდეგ ისევ ამოიღო კონიდან, უსუნა და იგრძნო, რომ იმ უბრალო ყვავილს ვარდის საამური სურნელი მისცემოდა.
         ბიჭი დაფიქრდა და თქვა: -ჰო, ახლა კი მივხვდი, რატომ მირჩევს დედაჩემი კარგ მეგობრებში ყოფნასო.

1)როგორი იყო ყვავილი, რომელიც ბიჭს მოეწონა?

2)სად ჩადო ბიჭმა მინდვრის ყვავილი?

3)რა დაემართა ყვავილს ცოტა ხნის შემდეგ?

4)რას ურჩევდა დედა თავის შვილს?

5)რას ნიშნავს ,,საამო სურნელი“?
ა)უსუნოს          ბ)კარგ სუნს           გ)ლამაზ ყვავილს
                            თხა და გიგო
             იყო ერთი ზარმაცი გიგო. ერთხელ თქვა, მოდი თავს გამოვიჩენ ბეჯითობითო. გამოვიდა სახლიდან, გამოიტანა თან წიგნი და სოფლის მოედანზე გავიდა. ჩამოჯდა ხის სკამზე და მუხლებზე წიგნი დაიდო, ვითომ, შემომხედეთ, რა ბეჯითი ბიჭი ვარო. წიგნი უკუღმა ედო და შიგ ტყუილად იცქირებოდა.მალე ძილი მოერია და თავს ასკილივით აქნევდა.
              ამ დროს მეზობლის ეზოდან წვერის ცანცარითა და ფეხის ბაკუნით თხა გამოვიდა. გიგო რომ თავს აქნევდა, თხას ეგონა საჭიდაოდ მიწვევსო. გამოექანა, რქებით დაეჯახა და ყირამალა გადაატრიალა ჩვენი თავმომწონე გიგო.
1)რატომ გავიდა გიგო სოფლის მოედანზე?

2)როგორ არის აღწერილი თხა ამ მოთხრობაში?

3)რა დაემართა თავმომწონე გიგოს?

4)რა ეგონა თხას გიგოს თავის ქნევა რომ დაინახა?

5)როგორი იყო გიგო? შემოხაზე სწორი პასუხი:
ზარმაცი    მატყუარა      ბეჯითი    თავმომწონე   ღონიერი
                                    კეთილი სანდალა
                სოფლის სკოლაში მოსწავლეებს საუზმის დრო დაუდგათ. ყველა ჭამას შეუდგა. მხოლოდ ერთი ბავშვი არ საუზმობდა, საგზალი შინ დარჩენოდა და ხელცარიელი მოსულიყო. იდგა საწყალი და თვალი გაურბოდა ამხანაგების საუზმისაკენ. კეთილმა სანდალამ დაინახა ეს, მაშინვე შუაზე გაყო თავისი ყველი და პური და ამხანაგს შესთავაზა.

1)რატომ არ საუზმობდა ერთი ბავშვი?

2)როგორ მოიქცა სანდალა?

3)როგორი იყო სანდალა? (შემოხაზე სწორი პასუხი)
მატყუარა  კეთილი   ყურადღებიანი    ზარმაცი  

4)რა არის საგზალი? (გამოიყენე წიგნის ლექსიკონი)
ა)თან წასაღები საჭმელი  ბ)მგზავრი     გ)გზა

5)ამოწერე ტექსტიდან სამსიტყვიანი წინადადება:

                                    მუქთამჭამელა
                იყო ერთი უქნარა, მუქთამჭამელა ბიჭი. ყველას აბუჩად ჰყავდა აგდებული. იფიქრა, მოდი, კარგ ტანსაცმელს ჩავიცვამ და პატივს მცემენო.
                ასეც მოიქცა: გაიხადა ჩოხა, ჩაიცვა სერთუკი და გამოვიდა ხალხში. მაგრამ უარესი დაემართა, მასხრად აიგდეს!
                  ერთმა მეზობელმა უთხრა: -ბიჭო, ტანსაცმელს კი ნუ იცვლი, ხასიათი გამოიცვალე, იშრომე, გაისარჯე და პატივსაც გცემენო.

1)    რატომ აიგდეს აბუჩად ამ მოთხრობაში ბიჭი?

    2)პატივს ვის სცემენ, გამრჯეს, თუ უქნარას?

   3)გადახაზე შინაარსით განსხვავებული სიტყვა:
             იშრომა   გაისარჯა   გამოეწყო     იმუშავა

   4)რა ურჩია მეზობელმა მუქთამჭამელას?

    5) რამდენი ხმოვანი და რამდენი თანხმოვანია სიტყვაში:
                              ,,მუქთამჭამელა“
                                            მეზობლები
               ერთხელ ივანეს ცხენი მეზობლის ყანაში გადავიდა.მეზობელი გაბრაზდა, დაიჭირა ცხენი და პატრონს ზარალი ერთისამად გადაახდევინა.
                 გავიდა რამდენიმე დღე. ახლა იმ მეზობლის ხბო გადმოვიდა ივანეს ბოსტანში და მწვანილი სულ გაუოხრა. ივანემ დაიჭირა ხბო, მიუყვანა მეზობელს და უთხრა: - აი, შენი ხბო, ჩემი ბოსტნიდან მოგიყვანე. ჩაიბარე, მეზობლებს ჩხუბი არ შეგვშვენისო.                               
                  გაახსენდა მეზობელს თავისი საქციელი, შერცხვა და ივანეს გადახდილი ფული უკანვე დაუბრუნა.
          1)რატომ გაუბრაზდა მეზობელი ივანეს?

         2)ივანე როგორ მოიქცა?

        3)რატომ დაუბრუნა მეზობელმა ივანეს ფული?

        4)სად მოჰყავთ მწვანილი, ყანაში, თუ ბოსტანში?

        5)რას ნიშნავს მწვანილი გაუოხრა? ( შემოხაზე სწორი პასუხი )
ა)გაუფუჭა                   ბ)გაახარა                      გ)მოპარა 
        6)რა დაუბრუნა უკან მეზობელმა ივანეს?                                      
                                                                       
                                                 ბუზი და ეტლი
                ზაფხულის ცხელი დღე იყო. ორი ბედაური ცხენი ეტლს ნიავივით მიაქროლებდა. ქვიშიან გზას ბუღი ასდიოდა.
                 საიდანღაც ერთი ბუზი გაჩნდა. შემოსკუპდა ეტლის კოფოზე, თავმომწონედ ყელი მოიღერა, ვითომ ის მიარბენინებდა ეტლს და ყვირილი მორთო:
-ერთი შემომხედეთ, რა კორიანტელი დავაყენეო!
     1)როგორი ცხენები მიაქროლებდნენ ეტლს?

     2)რას ნიშნავს ,,ნიავივით მიაქროლებდნენ“?
ა)ქარი უბერავდა        ბ)ძალიან სწრაფად მირბოდნენ                                                                  
                                    გ)ცხელოდა
       3)რას გაჰყვიროდა ერთი ბუზი?

       4)ხაზით დააკავშირე სწორი გამოთქმები:
       ყელი                                               ასდიოდა
       ბუღი                                               მორთო
       ყვირილი                                        მოიღერა
       5)დაასრულე: ,,ორი ბედაური ცხენი ეტლს ნიავივით---------
                                  ,,ერთი ბუზი ეტლის კოფოზე-------------------
                         ვანო და ქვევრი
                    ვანო თავახდილი ქვევრის პირთან იდგა და ილანძღებოდა. ქვევრი ცარიელი იყო და ბავშვს თავისი სიტყვები უკან უბრუნდებოდა.
                        ვანომ დედას შესჩივლა:- ამ წყეულმა ქვევრმა ლანძღვით ამიკლოო. დედამ უპასუხა:
                       -შენი თავი შენ თვითონვე გაგილანძღავს. ცარიელ ქვევრს რასაც ჩასზახებ, იმასვე ამოგზახებსო.
      1) რას აკეთებდა ვანო ქვევრის პირას?

      2)რა უკვირდა ბავშვს?

     3)რა აუხსნა დედამ შვილს?

      4)რას ასხამენ ქვევრში?
 ა)ღვინოს                ბ)წყალს                     გ)რძეს
     5)მიუწერე მსგავსი სიტყვები:
     ცარიელი----------------                       თავახდილი----------------
     6)დაწერე ამ მოთხრობის სათაური:
---------------------------------------------------------------------
                              ზურას მუზეუმი
                              ზურამ ქოხი ააშენა,
                                ფიჭვის ფიცრით გადახურა,
                                თაროები გაუკეთა,
                                 ზედ დააწყო ხარახურა:
                                 თიხის ჯამი და ქოთანი,
                                 კოვზი, დოქი, გობი,
                                ნავთის ქურა, რკინის უთო,
                                დაჟანგული თოფი.
                                სულ ბოლოს კი კარზე აბრა
                                მიაჭედა ალმაცერად
                                და ზედ დიდი ასოებით
                                 მუზეუმი დააწერა.
1)რა ააშენა ზურამ?------------------------------------------------------
2)რით გადახურა ქოხი?-------------------------------------------------
3)რა დააწერა აბრაზე?-------------------------------------------------
4)რა დაალაგა თაროებზე?----------------------------------------------
5)როგორი ბიჭი იყო ზურა?( შემოხაზე სწორი პასუხი)
   ზარმაცი                    ხელმარჯვე                   უსაქმური
                                        ორი ირემი
               ორი ირემი ძოვდა მაღალი ბალახით შემოსილ მინდორზე. ერთმა მოგლიჯა მთელი ბღუჯა საუკეთესო ბალახი და მეორეს შესთავაზა. მეორემ მიუგო:
             --რად წუხდები, ძმობილო, ხომ ხედავ, ბალახი მეც თავზესაყრელი მაქვსო.
             --ვიცი, რომ არც შენ გაკლია, მაგრამ ერთმანეთის გულის მოგებააო,--უპასუხა პირველმა.
         1)რა მიაწოდა ერთმა ირემმა მეორეს?

          2)რას ნიშნავს თავზესაყრელი მაქვსო?
ა) თავზე ვიყრი ბალახსო                      ბ)  სულ არ მაქვსო
                      გ)ძალიან ბევრი მაქვსო
            3)რა არის მთავარი ამ იგავის მიხედვით?

            4)ხაზით დააკავშირე მსგავსი გამოთქმები:
მისი გული მოიგო                           გაუსწორდა
მისი ჯავრი იყარა                             ასიამოვნა
             5)როგორ არის აღწერილი მინდორი?

                                   მჩხავანა კატა
                        ერთ სახლში თაგვები გამრავლდნენ. სახლის პატრონმა კატა გაიჩინა. კატა ახირებული ზნისა გამოდგა: ისე ნაბიჯს არ გადადგამდა, რომ ხმამაღლა არ დაეჩხავლა, - ვითომ შემომხედეთ, რა გამრჯე ვარო.ამის გამო თაგვები შორიდანვე იგებდნენ კატის მოახლოებას და სოროებში იმალებოდნენ. ამ თავმომწონე კატამ ერთი თაგვიც ვერ დაიჭირა კარგა ხნის განმავლობაში.
                      სახლის პატრონი ადგა და მჩხავანა კატა გარეთ გააგდო.

1)რატომ გაიჩინა სახლის პატრონმა კატა?

2)რა ახირება სჩვეოდა ამ კატას?

3)რატომ ვერ იჭერდა კატა თაგვს?

4)როგორ დაისაჯა თავმომწონე კატა?

5)როგორი იყო კატა? (სწორი პასუხი შემოხაზე)
გამრჯე   თავმომწონე   მჩხავანა   ახირებული   მშიშარა

                      შედეგების ცხრილი
ტექსტის დასახელება
მაქსიმალური ქულა
მიღებული ქულა
მჩხავანა კატა

                5
              4
ზურას მუზეუმი

                5
              5
ბუზი და ეტლი

                5
              5
მუქთამჭამელა

                5
             3,5
მეზობლები

                6
              3,5
თხა და გიგო

                5
    4,5
უსუნო ყვავილი

                5
               5
კეთილი სანდალა

                5
              3,5
ორი ირემი

                5
               4
ვანო და ქვევრი

                6
                4

No comments:

Post a Comment